კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲨᲔᲠᲔᲣᲚᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ ᲓᲐ ᲡᲣᲤᲗᲐ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ – ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲐ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ?

სუფთა და შერეული ჯიშები

  ამ კითხვაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ძაღლი გინდათ რომ გყავდეთ. თუ გსურთ ძაღლი კონკრეტული დანიშნულებით ან თვისებებით, მაშინ თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი ძაღლი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ამ მიზნისთვის. აქედან გამომდინარე, მწყემსმა შეიძლება აირჩიოს ძლიერი კოლი, რადგან მას გენეტიკურად ერგო ის თვისებები, რომლებიც მას ჩემპიონ მწყემსად აქცევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ თქვენ უბრალოდ გინდათ გყავდეთ ძაღლი, რომელსაც სიყვარული სჭირდება, თქვენ შეგიძლიათ იყოლიოთ შერეული ჯიში. ის ნაკლებად არის მიმართული თავის დანიშნულებაზე, შესაბამისად, ასეთი ჯიშის ძაღლს შეუძლია მეტად მოახდინოს ფოკუსირება თქვენზე. მოდით, ცოტა უფრო დეტალურად გადავხედოთ ზოგიერთ ასპექტს:

ᲨᲔᲠᲔᲣᲚᲘ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ:

  • შერეულ ჯიშებს ქცევაში უფრო ზომიერების რეპუტაცია აქვთ – და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ძაღლები უბრალოდ ძაღლები არიან, რადგან ბუნებამ მათ არ არგუნა რაიმე კონკრეტული დანიშნულება.
  • შერეული ძაღლის ჯიში უფრო მრავალფეროვან სიტუაციებში სახლდება, ასე რომ, დიდი ზომის ოჯახი მათ არ აწუხებთ.
  • მათი მოშენების შემთხვევითი ბუნება იწვევს უფრო ჯანმრთელი ძაღლების წარმოშობას. შერეული გენების კარგი შერჩევა კი, დიდწილად, თავიდან აგაცილებთ დეფექტურ გენებს.
  • თქვენ თითქმის ვერასდროს ნახავთ შერეულ ჯიშს ფიზიკური დეფორმაციით, რომელიც ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას.

ᲨᲔᲠᲔᲣᲚᲘ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ:

  • თქვენ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ შერეული ჯიშის ტემპერამენტს.
  • თქვენ ასევე ვერ იწინასწარმეტყველებთ, როგორი იქნება ან რამდენად გაიზრდება ან არ გაიზრდება თქვენი ცხოველი. თუმცა აღსანიშნავია, რომ შერეული ჯიშები მიდრეკილნი არიან ყველაფერში საშუალოსკენ.
  • მიუხედავად იმისა, რომ შერეული ჯიშები ზოგადად უფრო ჯანმრთელები არიან, დარწმუნებით ვერ იტყვით, რომ ყოველთვის ასე იქნება. მართლაც, თუ ცხოველი ნაწილობრივ სუფთა ჯიშისგან არის გამოყვანილი, მან შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოს სუსტი გენეტიკური თვისება რომელიმე მშობლისგან.

    ყოველივე ამის შემდეგ, დროა გადავიდეთ სუფთა ძაღლის ჯიშზეც.

ᲡᲣᲤᲗᲐ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ:

  • სუფთა ძაღლის ჯიში პროგნოზირებადია – მათი ეს თვისება ვლინდება არა მხოლოდ ქცევით, არამედ – ფიზიკურადაც. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შინაური ცხოველი გარკვეული შეხედულებისამებრ და არ აღმოჩნდეთ ძაღლთან, რომელიც ზედმეტად დიდია.
  • თუ თქვენ გსურთ ძაღლი კონკრეტული მიზნებისთვის, მაშინ შესაფერისი სუფთა ძაღლის ჯიში შეძლებს ამ სურვილების შესრულებას.
  • მაშინაც კი, თუ ძაღლი მხოლოდ შინაურ ცხოველად არის განკუთვნილი, თქვენ მაინც შეგიძლიათ გადაწყვიტოთ რომელი ქცევა იქნება მისაღები და რომელი – არა.

ᲡᲣᲤᲗᲐ ᲯᲘᲨᲘᲡ ᲣᲐᲠᲧᲝᲤᲘᲗᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ:

  • ნაკლებად დამყოლი ძაღლის გაწვრთნა შეიძლება უფრო რთული იყოს.
  • უმეტეს შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენ მოგიწიოთ კომპრომისებზე წასვლა.
  • იმის გათვალისწინებით, რომ სუფთა ჯიშის ძაღლების აქტიური გონება მუდმივად ეძებს აქტივობებს, რათა ინსინქტური ქცევებით დაკავდეს, ეს იწვევს მეტი დროს გატარების მოთხოვნილებას გარეთ.
  • სუფთა ჯიშებს შეიძლება ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები, ზოგიერთი საკმაოდ მძიმე.


  შესაძლოა, თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებულები, თუ რომელი ჯიში ჯდება თქვენს ინტერესებში უფრო მეტად.

ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ, ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲘᲪ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲣᲡᲕᲐᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲗᲐᲕᲡ ᲡᲐᲜᲐᲛ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲐᲡ ᲒᲐᲓᲐᲬᲧᲕᲔᲢᲗ:

  თქვენ ეს კითხვები უნდა დაუსვათ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ყველას, ვინც შესაძლოა დაზარალდეს თქვენს სახლში ძაღლის მოყვანით. 1) რატომ მინდა საერთოდ ძაღლი? 2) რა მოლოდინები მაქვს ძაღლისგან? 3) რა მოლოდინები აქვს ძაღლს ჩემგან?


ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲖᲔ ᲒᲐᲓᲐᲡᲕᲚᲐ:

  მაქვს თუ არა სივრცე ძაღლისთვის? 5) მაქვს თუ არა საკმარისი დრო? 6) რამდენი ფულის დახარჯვა შემიძლია? 7) ვისი გათვალისწინებაა კიდევ საჭირო – მაგალითად, არის თუ არა სახლში მცირეწლოვანი ბავშვები? ყველა ეს კითხვა შეცვლის თქვენს არჩევანს, ამიტომ შეეცადეთ იყოთ რაც შეიძლება გულრწფელი. ისინი შეგიქმნიან ძაღლის სურათს, რომელიც ნამდვილად გსურთ და არა ძაღლის, რომელიც ფიქრობთ, რომ გსურთ. ამ ორს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს ნიშნავს სხვაობას ბედნიერ და წარმატებულ და ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ურთიერთობას შორის, სადაც თქვენ მიერ არჩეული ძაღლით ტკბობის ნაცვლად, ის დაიწყებს შრომას და აქტიურობას. ახლა კი შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ამ ძაღლის ძებნა თქვენი სურვილების და მიზნების მიხედვით.