კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

10 ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ

კატის სახეობები

  ზოგადად, კატები ძალიან ინტელექტუალური შინაური ცხოველები არიან სხვა ცხოველებთან შედარებით. ჭკვიანი კატების იდენტიფიცირება კი არც თუ ისე რთულია. ასეთი კატების გაწვრთნა მარტივია, მათ კარგი ურთიერთობის დამყარება შეუძლიათ სხვა ცხოველებთან და ახალ სიტუაციებსა და გარემოს მარტივად ეგუებიან.

  აქ არის განხილული 10 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში, რომელიც შეგიძლიათ გყავდეთ მხედველობაში, თუ სწორედ ასეთ შინაურ ცხოველს ეძებთ.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ

  ინტელექტუალურ კატებს ის საერთო აქვთ, რომ, ჩვეულებრივ, ისინი გამოირჩევიან ბევრი ენერგიითა და ბოროტული საქციელებით. ეს სიცელქე, უმეტესწილად, მათ ცნობისმოყვარეობას გამოხატავს. გონიერი კნუტების უმეტესობას სიამოვნებს გამოწვევები, ხრიკების სწავლა და ინტერაქციული თამაშები. ამ კატებს ასევე ესმით საყოფაცხოვრებო რუტინები, მაგალითად, როდესაც, ჩვეულებრივ, ბრუნდებით სახლში, ჭამის დრო და როდის უნდა ელოდონ გარკვეულ აქტივობებს.

ᲐᲑᲘᲡᲘᲜᲣᲠᲘ

  ეს გლუვი შესახედაობის კატა ათლეტური, მოქნილი და ადამიანების მიმართ მოსიყვარულეა. აბისინიელები ძალიან ჭკვიანები და უაღრესად ჩართულები არიან თავიანთი ოჯახების საქმიანობაში. ამ ჯიშს უყვარს სიმაღლეები, დგას ოთახის ზემოთა ნაწილში და აკონტროლებს ყველაფერს. ყველა კატის ტიპიდან, აბისინური სწრაფად სწავლობს ხრიკებს. ზოგადად, ეს ჯიში არ არის კალთის კატა, მაგრამ მას უყვარს მოფერება ან დავარცხნა. აბისინურ კატებს, ასევე, უყვართ სხვა ცხოველების გარემოცვაში ყოფნა და მათგან უმრავლესობას კარგად ეწყობიან.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 20-დან 25 სანტიმეტრამდე

წონა: 3-დან 6 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: მაღალი, წვეტიანი ყურები; სოლი ფორმის თავი; სუსტი და კუნთოვანი სხეული

ᲑᲐᲚᲘᲜᲣᲠᲘ

  ბალინური კატა არის სიამის კატის ჯიშის გრძელთმიანი ვერსია. იგი, როგორც წესი, აქტიური კატაა, რომელსაც ყველაფრის გამოკვლევა უყვარს, რასაც მისი ადამიანები აკეთებენ. ბალინური, ასევე, მოლაპარაკე ჯიშია, რომელიც ხშირად ახმოვანებს თავის მოსაზრებებს. ეს კნუტი შეგიძლიათ გაართოთ თავსატეხებით ან სხვა გამომწვევი სათამაშოებით. მათი აქტიურობის შესანარჩუნებლად, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ კატის დიდი ხეები, რომლებსაც ისინი ასაცოცებლად იყენებენ. ამ ჯიშს შეუძლია ისწავლოს ნივთების მოტანა, საბმელით სიარული და ხრიკების სწრაფად გააზრება. ისინი, როგორც წესი, მოსიყვარულეები არიან თავიანთი ოჯახების მიმართ, მაგრამ, თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს დიდი ხნის განმავლობაში არ მიაქცევთ ყურადღებას და რამით არ გაართობთ, თავიანთი სახლის გამოკვლევისას რაიმე ზიანის გამოწვევა შეუძლიათ.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 15-დან 18 სანტიმეტრამდე

წონა: 3-დან 6 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: სოლი ფორმის თავი; სუსტი სხეული; ცისფერი თვალები

ᲑᲔᲜᲒᲐᲚᲘ

  ბენგალი ალბათ ყველაზე ცნობილი კატაა თავისი ეგზოტიკური ბეწვით, რომლითაც იგი იაგუარს ან ლეოპარდს წააგავს. ეს ჯიში წარმოიშვა შინაური კატის აზიური ლეოპარდის კატასთან შეჯვარების შედეგად. ბენგალიები ძალიან ინტელექტუალური, ათლეტური და ცოტა ველური კატები არიან. მათ უყვართ სირბილი, ხტომა, ცოცვა და თამაში. ამ ჯიშს სჭირდება დიდი სივრცე ვარჯიშისთვის, ხოლო თავსატეხები და სათამაშოები გონებრივი სტიმულაციისთვის. მისი მოხერხებული თათები თითქმის ისეთივე კარგად მუშაობს, როგორც – ხელები. ზოგიერთს შუქის ჩამრთველების ჩართვა–გამორთვა, სხვა შინაური ცხოველების აკვარიუმიდან ამოყვანა და პატარა ნივთების უჯრებიდან ამოღებაც კი შეუძლია.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 25-დან 40 სანტიმეტრამდე

წონა: 4-დან 7 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: გლუვი, კუნთოვანი სხეული; ზოლიანი და ლაქებიანი ბეწვი

ᲑᲘᲠᲛᲣᲚᲘ

  ბირმული ენერგიული და მეგობრული ჯიშია, რომელსაც თავის ხალხთან ურთიერთობა უყვარს. ეს კატები ჭკვიანები, ადვილად ადაპტირებადები, მხიარულები და გაწვრთნადები არიან. მათ ჯდომის, გადატრიალების და მოსვლის გარდა პატარა სათამაშოების მოტანა და საბმელით სიარულიც შეუძლიათ. ადრეული ასაკიდანვე ჯანმრთელობის შიგადაშიგ შემოწმება და ვეტერინართან ვიზიტები სასურველი იქნებოდა. ბირმულები მიისწრაფვიან სოციალიზაციისკენ და უპირატესობას ანიჭებენ ადამიანების ან სხვა ცხოველების გარემოცვაში ყოფნას. სახლში თანამგზავრის ყოლა ხელს უშლის ამ კატისთვის მარტოობისა და მოწყენილობის განცდას.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 25-დან 30 სანტიმეტრამდე

წონა: 3-დან 6 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: მრგვალი ოქროსფერი თვალები; კომპაქტური, კუნთოვანი სხეული

ᲙᲝᲠᲜᲣᲚᲘ ᲠᲔᲥᲡᲘ

  ეს კატები აქტიურები და მეგობრულები არიან და სწორედ მათი ხასიათის გამო, ზოგის აზრით, ისინი თამაშის დროს ძაღლებსაც კი წააგვანან. კორნულ რექსებს სიამოვნებთ ნივთების მოტანის თამაში ან სხვადასხვა ტრიუკის შესრულება. ამ კნუტის გრძელი თითები საშუალებას აძლევს მას ადვილად გააღოს კარები და კარადები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ბავშვის უსაფრთხოების საკეტები დაგჭირდეთ. ამ მძვინვარე არსებას ოთახის უმაღლეს წერტილამდე ასვლის არაჩვეულებრივი უნარი აქვს. კორნული რექსის ყველაზე უნიკალური ნაწილი მისი ტალღოვანი ბეწვია.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 30-დან 36 სანტიმეტრამდე

წონა: 3-დან 5 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: მრუდი სხეული; მაღალი ყვრიმალები; დიდი ყურები

ᲰᲐᲕᲐᲜᲐ ᲑᲠᲐᲣᲜᲘ

  ჰავანა ბრაუნი ლამაზი კატაა აბრეშუმისებრი, შოკოლადისფერი ბეწვით. ის შედარებით იშვიათი კატის ჯიშია, რომელიც წარმოიშვა სიამის რამდენიმე სხვა ჯიშთან შეჯვარების შედეგად. ჰავანა ბრაუნები, როგორც წესი, ინტელექტუალური, ცნობისმოყვარე და მოლაპარაკე კატები არიან, რომლებსაც ადამიანებთან სოციალიზაცია უყვართ. ისინი ზომიერად ენერგიულები არიან და გონებრივი და ფიზიკური გამოწვევებისთვის უპირატესობას ანიჭებენ ინტერაქციულ სათამაშოებსა და თავსატეხებს.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 28 სანტიმეტრი

წონა: 3-დან 6 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: ღრმა ყავისფერი ბეწვი; მწვანე თვალები; დიდი ყურები

ᲙᲝᲠᲐᲢᲘ

  კორატი, რომელსაც მას ეს სახელი ტაილანდის პროვინციის საპატივსაცემოდ დაერქვა, კიდევ ერთი იშვიათი ჯიშია. თავის სამშობლოში იგი იღბლის მომტან შინაურ ცხოველად ითვლება. კორატები ზომიერად ენერგიულები არიან და უყვართ ინტერაქციული სათამაშობი, თუმცა მათ, ასევე უყვართ ძილი. ამ ჯიშს შეუძლია ისწავლოს ისეთი ხრიკები, როგორიცაა ნივთების მოტანა და საბმელით სიარული. თქვენ შეგიძლიათ მარტივად ასწავლოთ ამ კატას საყოფაცხოვრებო წესები, თუ მას შეაქებთ ან სასუსნავებით დააჯილდოვებთ. კორატს უყვარს თავისი სათამაშოები და ზოგჯერ ძალიან უჭირს სხვებისთვის მათი გაზიარება, თუმცა ბევრი სათამაშოს ქონამ, შეიძლება, ეს პრობლემა მოაგვაროს. ამ კატებს უყვართ ყურადღება და, როგორც წესი, თავიანთი ოჯახის წევრების მიმართ მოსიყვარულეები არიან.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 25-დან 30 სანტიმეტრამდე

წონა: 3-დან 5 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: გულის ფორმის თავი; გარკვეულწილად სქელი სხეული

ᲡᲐᲕᲐᲜᲐ

  სავანა მაღალი ინტელექტის მქონე იშვიათი და ეგზოტიკური ჯიშია. იგი მიღებულია ველური აფრიკული სერვალების შეჯვარებით შინაურ კატებთან. გარეგნულად და ზოგიერთი თვისებით ამ დიდმა ჰიბრიდმა თავისი ველური მხარე შეინარჩუნა. სავანებს ბევრი სივრცე სჭირდებათ სირბილისთვის, ცოცვისთვის და სათამაშოდ. ისინი სწრაფად მოიწყენენ თუ საკმარის ინტერაქციასა და სტიმულაციას ვერ მიიღებენ. მათ უყვართ წყლით თამაში და უჯრებში, კარადებსა და ყუთებში ჩაძრომა. სავანებს ონკანის ჩართვაც კი შეუძლიათ. დარწმუნდით, რომ წვრილი ჭურჭელი და სხვა მსხვრევადი ნივთები არ იდოს გამოსჩენ ადგილას, სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს შეუძლია მიწვდენა.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 30-დან 36 სანტიმეტრამდე

წონა: 9-დან 14 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: მაღალი, გამხდარი სხეული; აღმართული ყურები; ოქროსფერი ბეწვი მუქი ლაქებითა და ზოლებით

ᲡᲘᲐᲛᲘᲡ

  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი კატის ჯიში, სიამის კატაა, რომელიც პოპულარულია თავისი ულამაზესი ბეწვით, ცნობისმოყვარე ბუნებითა და მხიარული ხასიათით. ეს კატა ინტელექტუალური, მოსიყვარულე და ენერგიულია. მას თამაში ძალიან უყვარს და იგი გამუდმებით ითხოვს ყურადღებას და კომპანიას. ეს კნუტი გამუდმებით გაართეთ თავსატეხებითა და სათამაშოებით, რადგან თუ სიამის კატა მოწყენილია, ის აუცილებლად გაართობს თავი თავს ონკანების ჩართვით, უჯრების გახსნით ან ისეთი ადგილების გამოკვლევით, სადაც მას არაფერი ესაქმება.

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 20-დან 25 სანტიმეტრამდე

წონა: 3-დან 5 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: დახვეწილი სხეული; ნუშის ფორმის თვალები; სოლი ფორმის თავი

ᲡᲘᲜᲒᲐᲞᲣᲠᲐ

  როგორც მისი სახელი მიგვანიშნებს, სინგაპურა წარმოიშვა სინგაპურის ქუჩებში. ჯიში შეერთებულ შტატებში შემოვიდა 1970-იან წლებში და დღემდე იშვიათ სახეობად ითვლება. ეს პატარა კატა, როგორც წესი, მხიარული და ცნობისმოყვარეა და მას უყვარს, როდესაც თავისი ადამიანების საქმეშია ჩართული. სინგაპურები საკმაოდ აქტიურები არიან და უყვართ ცოცვა, ამიტომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოთ უამრავი ვერტიკალური სივრცე. ამ ცელქ კნუტს არ მოერიდება ფარდებზე აძრომა ან ჩავლისას თქვენს მხარზე გადმოხტომა. 

ᲯᲘᲨᲘᲡ ᲛᲘᲛᲝᲮᲘᲚᲕᲐ

სიმაღლე: 7-დან 8 სანტიმეტრამდე

წონა: 5-დან 8 კილოგრამამდე

ფიზიკური მახასიათებლები: ღია კრემისფერი ბეწვი; კომპაქტური სხეული; თვალები შეიძლება იყოს ყვითელი, თაფლისფერი ან მწვანე

ᲯᲘᲨᲔᲑᲘ ᲠᲝᲛᲚᲔᲑᲡᲐᲪ ᲣᲜᲓᲐ ᲔᲠᲘᲓᲝᲗ

  ზოგადად, ყველა კატა ჭკვიანია, მაგრამ ზოგიერთი ჯიში შედარებით ნაკლებად გამოირჩევა ინტელექტით, მათ შორის ბირმანი, სპარსული, ჰიმალაის, ეგზოტიკური მოკლებეწვიანი და რაგდოლი. მიუხედავად ამისა, ამ კატების უმეტესობა მოსიყვარულე, მხიარული და მშვიდი თანამგზავრია.