კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

8 ᲡᲐᲒᲐᲖᲐᲤᲮᲣᲚᲝ ᲠᲩᲔᲕᲐ ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ცხოველები გაზაფხულზე

  გაზაფხული უამრავ სარგებელს გვთავაზობს სუფთა ჰაერიდან და მზის შუქიდან დაწყებული, მწვანე ბალახით და კარგი სურნელით დამთავრებული, მაგრამ მას ასევე შეუძლია გარკვეული საფრთხის შექმნა თქვენი შინაური ცხოველისთვის. ზოგიერთი პოტენციური საფრთხე შეიძლება მარტივად გადალახვადი იყოს, მაგალითად, სეზონური ალერგია, თუმცა, ზოგი შეიძლება სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი იყოს, მაგალითად, თქვენი ძაღლის სასუქიან გაზონზე მოხვედრა. ისეთმა სახლის ნივთებმაც კი, როგორებიცაა საწმენდი საშუალებები ან ახალ მოჭრილი ყვავილები, შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს შინაურ ცხოველს.

  ვეტერინარი ტოქსიკოლოგი რენე შმიდი, DVM, DABVT, DABT, გვაწვდის მიმოხილვას ამ პოტენციურ საფრთხეებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ თქვენი შინაური ცხოველის უსაფრთხოება ამ გაზაფხულზე.

ᲡᲐᲡᲣᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲖᲝᲜᲘᲡ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲐ ᲛᲘᲣᲬᲕᲓᲝᲛᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲐᲡ

  სასუქი, მცენარეების გაზრდის შემაფერხებელი ქიმიური საშუალებები და სხვა მსგავსი საშუალებები დალუქეთ და შეინახეთ ისინი თქვენი შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შმიდი ამბობს, რომ ამ პროდუქტების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება, ღებინება ან დიარეა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენმა შინაურმა ცხოველმა გადაყლაპა რომელიმე ეს ქიმიკატი აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს.

  მგრძნობიარე შინაურ ცხოველებს, რომლებსაც თათებზე შეიძლება სასუქის ნარჩენები მოხვდეთ, თათების ალოკვის შემთხვევაში ეს გამოიწვევს კანის ან კუჭის გაღიზიანებას, მაგრამ ეს სიმპტომები, როგორც წესი, დროდადრო თავისით ქრება. თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემას თავი აარიდოთ გაზონზე ქიმიური პროდუქტის გამოყენების შემდეგ თქვენი შინაური ცხოველების მოშორებით რეკომენდებული დროის განმავლობაში.

ᲠᲬᲧᲘᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲢᲙᲘᲞᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲣᲚᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲐ

  რწყილების, ტკიპებისა და გულის ჭიების მედიკამენტები თქვენი შინაური ცხოველებისათვის პროფილაქტიკის მიზნით განაახლეთ გაზაფხულზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მედიკამენტების შერჩევა, ამიტომ შმიდი გირჩევთ თქვენი ვარიანტების თქვენს ვეტერინართან განხილვას. ამასთან ერთად, თქვენი შინაური ცხოველი საფუძვლიანად დავარცხნეთ გარეთ დიდხანს ყოფნის შემდეგ, განსაკუთრებით კი, ტყიან ან ბუჩქნარ ადგილებში სეირნობის შემდეგ.

ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲨᲠᲝᲨᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲓᲐᲜ ᲐᲪᲘᲚᲔᲑᲐ

  შროშანას მთლიანი მცენარე უკიდურესად ტოქსიკურია კატებისთვის. მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები და სიკვდილიც კი.

  შროშანებს ხშირად იყენებენ საგაზაფხულო წვეულებებზე და დღესასწაულებზე ყვავილების დეკორატიული მოწყობისთვის, ასე რომ, თუ გყავთ კატა, რომელზეც აქამდე შეგინიშნავთ მცენარეების ღეჭვა, აუცილებლად მოარიდეთ შროშანები თქვენს სახლს და ბაღს მათივე უსაფრთხოებისთვის.

ᲔᲖᲝᲡ ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲔᲑᲘ

  როდესაც საგაზაფხულოდ მებაღეობას და ეზოს გამწვანებას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ ისეთი გარე მცენარეები და ხეები, რომლებიც ტოქსიკურია ცხოველებისთვის. ყურადღება მიაქციეთ იაპონურ იას ხეებს, რომლებიც შეიცავენ ტოქსინებს, რადგან მათ შეუძლიათ გულისცემის და არტერიული წნევის პრობლემების გამოწვევა, ხოლო თუ თქვენი კატა გადაყლაპავს ნარცისის, ტიტების და სხვა ყვავილების ბოლქვებს, ისინი სავარაუდოდ გამოიწვევენ კუჭის გაღიზიანებას, ასე რომ, თუ არ ხართ დარწმუნებულები, არის თუ არა გარკვეული მცენარე უსაფრთხო თქვენი შინაური ცხოველებისთვის, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია წინასწარ. 

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘᲡ ᲨᲝᲠᲡ ᲓᲐᲭᲔᲠᲐ ᲤᲣᲢᲙᲠᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ

  შმიდის თქმით, ცხოველისთვის ფუტკრის ნაკბენის სიმძიმე ნაწილობრივ დამოკიდებულია ნაკბენის ადგილზე. თათზე, ფეხზე ან სხეულის სხვა ნაწილზე ნაკბენი მცირე შეშუპებით, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს, ამიტომ შმიდი გირჩევთ, რომ შეშუპების სამკურნალოდ მიმართოთ ვეტერინარს. მეორეს მხრივ, სახეზე ნაკბენი შეიძლება უფრო სერიოზული აღმოჩნდეს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი შინაური ცხოველი ფუტკარმა დაკბინა, დაუყონებლივ დაურეკეთ თქვენს ვეტერინარს და დააკვირდით თქვენს ცხოველს ალერგიული რეაქციის ნიშნებზე.

ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲝ ᲡᲔᲖᲝᲜᲣᲠᲘ ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲐ

  თქვენი შინაური ცხოველი შეიძლება იყოს ალერგიული გარე ალერგენების მიმართ, როგორიცაა მტვერი და ბალახი, ამიტომ თვალყური ადევნეთ გაღიზიანების ნიშნებს: თათების მუდმივი ღეჭვა ან ლოკვა, განმეორებადი ყურის ინფექციები და ზოგადად კანის ქავილი. ალერგიის სიმძიმის მიხედვით, არსებობს როგორც რეცეპტით გაცემული, ასევე ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი შინაური ცხოველის სიმპტომების მკურნალობა. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ვეტერინართნ იმის შესახებ, თუ რომელი ვარიანტი შეიძლება იყოს თქვენთვის საუკეთესო.

ᲡᲐᲬᲛᲔᲜᲓᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲬᲕᲓᲝᲛᲔᲚ ᲐᲓᲒᲘᲚᲖᲔ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲐ

  თუ თქვენი ოჯახი გეგმავს საგაზაფხულო დასუფთავების განხორციელებას, ყურადღებით იყავით იმის შესახებ, თუ სად ინახავთ საწმენდ საშუალებებსა და ქიმიკატებს. ბევრმა საწმენდმა პროდუქტმა, როგორიცაა მრავალფუნქციური სპრეი ან საფენის გამწმენდი, შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლილობა. უფრო კონცენტრირებულმა, მძიმე საწმენდებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები, მათ შორის პირის ღრუს და საყლაპავის წყლულები.

  შეინახეთ ყველა საწმენდი საშუალება თქვენი შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მოარიდეთ ისინი ახლად გაწმენდილ ადგილებს, სანამ პროდუქტები არ გაშრება. თუ თქვენი შინაური ცხოველი მოხვდება ისეთი საწმენდი პროდუქტების სიახლოვეში, რომლებიც ტოქსიკურია, დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს.

ᲒᲐᲜᲐᲐᲮᲚᲔᲗ ID ᲢᲔᲒᲔᲑᲘ

  თქვენი შინაური ცხოველის გარეთ გაყვანისას ან გაშვებისას, დარწმუნდით, რომ მას სათანადოდ აქვს მორგებული საყელო თეგით, რომელიც იძლევა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, მათ შორის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს. ამ გზით, თუ თქვენი შინაური ცხოველი ოდესმე დაიკარგება, ეს გააადვილებს მის სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებას.