კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲛᲪᲕᲔᲚᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲯᲘᲨᲘ

მცველი ძაღლის ჯიშები

  როდესაც საქმე ერთგულებას, გამბედაობასა და ფიზიკურ ძალას ეხება, არსებობს ძაღლის გარკვეული ჯიშები, რომლებიც ამ თვისებებით გამოირჩევიან და საუკეთესო მცველ ძაღლებად ითვლებიან. მათთვის მთავარი ამოცანა ხდება ნებისმიერი კუთვნილების ზედამხედველობა, რომლის დაცვასაც მათ ასწავლიან. მცველი ძაღლის როლის მორგება ზოგიერთ პატარა ძაღლის ჯიშსაც კი შესანიშნავად შეუძლია, თუმცა ერთადერთი პრობლემა მათი ზომაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნებართვოდ შემოჭრილმა პირმა შეიძლება გაუძლოს მათ წიმააღმდეგობას, მაგრამ დიდი რისკის ფასად.

  ქვემოთ განხილულია 10 ძაღლის ჯიში, რომელიც ყველაზე მეტადაა განთქმული მცველი ძაღლის უნარებითა და ოსტატობით.

ᲙᲣᲕᲐᲡᲘ

  თუ ეძებთ დიდ მცველ ძაღლს, ეს მომხიბვლელი ჯიში თქვენთვისაა, რადგან ის სწორედ თავისი სიძლიერითა და სიდიდით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ კუვასი შეიძლება ცოტა მორცხვი იყოს უცხო ადამიანებთან, როდესაც საქმე ნივთების დაცვას ეხება, იგი ძალიან შემტევი და გაბედული ხდება. ამავდროულად, ძაღლის ეს ჯიში ერთგული და ძალიან მოსიყვარულეა. როცა კუვასები თავიანთ პატრონებთან არიან, ისინი ყოველ ჯერზე მათ ფეხებზე ჯდებიან და ამით გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს.

ᲨᲣᲐᲐᲖᲘᲣᲠᲘ ᲜᲐᲒᲐᲖᲘ

  შუააზიური ნაგაზი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიშის წინაპრად ითვლება. მეტისმეტი ერთგულებისა და სიმამაცის გამო, მათი მიზანი ყოველთვის თავიანთი ოჯახის, პირუტყვისა და ცხოველების დაცვა იყო. ისინი მიჩვეულები არიან დედამიწაზე უმძიმეს პირობებში ცხოვრებას, როგორიცაა მონღოლეთის მთები და დაბლობები, შესაბამისად ისინი სხვა ძაღლებს ვერც კი შეედრებიან თავიანთი უდიდესი გამძლეობითა და სიცოცხლისუნარიანობით. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ძაღლის ეს ჯიში ასეთი დაფასებული, არის მისი ინტელექტი და პრობლემების გადაჭრის შესანიშნავი უნარი, რომელთა მეშვეობითაც მას შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება თავისი მოვალეობის შესრულებისას.

ᲑᲔᲚᲒᲘᲣᲠᲘ ᲛᲐᲚᲘᲜᲝᲐ

  ბელგიური მალინოა მუშა ძაღლად ითვლება, რადგან იგი მიჩვეულია ისეთ რთულ სიტუაციებში ყოფნას, როგორიცაა სამხედრო, სამძებრო და სამაშველო, პოლიციის სამუშაო. ისინი უკვე სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებიან ოჯახურ გარემოში, თუმცა ამ ჯიშის მოყვანისას სათანადო მომზადება მაინც საჭიროა. ისინი ერთგულები არიან და სანამ ბრძანებები თანმიმდევრულია, ძალიან კარგად ამყარებენ კავშირს თავიანთ მომთვინიერებლებთან. მალინოა არის ფხიზელი, აქტიური და როდესაც რაიმე მოვალეობა აქვს შესასრულებელი, ის უდიდეს ამტანობასა და ურყეობას ავლენს. ძაღლის ეს ჯიში კარგად რეაგირებს მცველი ძაღლების გაწვრთნაზე.

ᲞᲣᲚᲘ

  ეს დამყოლი შესახედაობის მქონე ძაღლის ჯიში არის ძალიან აქტიური და ენერგიული. პულის სახობა გამოყვანილია ცხვრების მწყემსვისთვის, რასაც ის შესანიშნავად უმკლავდება. ეს ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან და ბუნებით, ისინი საკმაოდ ფრთხილები და ეჭვიანები არიან უცხო ადამიანების მიმართ. სწორედ ეს თვისებები აქცევს მათ ერთ-ერთ საუკეთესო მცველი ძაღლის ჯიშად. პულები წარმოუდგენლად ერთგულები არიან თავიანთი მფლობელების მიმართ და ისინი მათ ნებისმიერ ფასად იცავენ.


ᲙᲝᲛᲝᲜᲓᲝᲠᲘ

  კიდევ ერთი ძალიან გამოცდილი მწყემსი ძაღლი, რომელიც ასევე გამოირჩევა თავისი ფანტასტიური მცველი ძაღლის უნარებით, არის კომონდორი. ძაღლის ეს ჯიში ყოველთვის მზად არის თავის მფლობელზე და მათ ქონებაზე ზრუნვისთვის. კომონდორები წარმოუდგენლად ერთგულები და გაბედულები არიან. ისინი ყოველთვის სწრაფად ფიქრობენ, რაც ხელს უწყობს მათი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და მოვალეობების სხარტად შესრულების უნარს.



ᲒᲔᲠᲛᲐᲜᲣᲚᲘ ᲜᲐᲒᲐᲖᲘ

  გერმანული ნაგაზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცველი ძაღლის ჯიშია. მას ბევრი რამით შეუძლია დაიკვეხნოს. პირველ რიგში, ძაღლის ეს ჯიში არის ძალიან ჭკვიანი, შესანიშნავი დამცველი და, მიუხედავად ამისა,  ძალიან კარგად ეწყობა ბავშვებს, სწორედ ამიტომ, გერმანული ნაგაზები მსოფლიოში ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესო მცველი ძაღლები არიან.

ᲒᲘᲒᲐᲜᲢᲣᲠᲘ ᲨᲜᲐᲣᲪᲔᲠᲘ

  გიგანტური შნაუცერი არის ძლიერი, დომინანტი და დიდი ზომის ძაღლი. ეს თვისებები ძაღლის ამ ჯიშს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგ მცველ ძაღლად აქცევს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიგანტური შნაუცერები ადრეული ასაკიდან არიან კარგად გაწვრთნილნი. სწავლებისას, სხვა ძაღლებთან შედარებით ამ ძაღლებს სჭირდებათ უფრო მეტი სიმკაცრე და მითითებების თანმიმდევრულობა, რათა არ დაიბნენ. ამის გამო, გიგანტური შნაუცერი არ არის საუკეთესო არჩევანი ძაღლის ახალბედა მფლობელებისთვის.

ᲠᲝᲢᲕᲔᲘᲚᲔᲠᲘ

  როტვეილერს დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ საკუთრების დასაცავად, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ისინი ძალიან ინტელექტუალური და გაბედული ძაღლები არიან, თუმცა, ამასთანავე, ისინი მშვენივრად ერგებიან ოჯახურ გარემოსაც. როტვეილერები ერთის მხრივ ნაზი და საყვარელი გიგანტები არიან, მაგრამ მეორეს მხრივ, ისინი წამითაც არ დაფიქრდებიან ისე დაიცავენ საყვარელ ადამიანებს. ამ ჯიშს გაწვრთნა და სოციალიზაცია სჭირდება ძალიან ადრეული ასაკიდან, რაც მას ზრდასრულობისას დაეხმარება, რომ იყოს გაწონასწორებული და ჭკვიანი ძაღლი.

ᲓᲝᲑᲔᲠᲛᲐᲜᲘ

  ძაღლის კიდევ ერთი გამორჩეული ჯიში არის დობერმანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში იყო მთელს მსოფლიოში. ქვეყნების უმეტესობაში ადამიანები მცველ ძაღლად სწორედ ამ ჯიშს ირჩევენ, თუმცა, დობერმანების ტემპერამენტი შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ზოგიერთი მათგანი შედარებით რბილი ხასიათისაა, ზოგი კი უფრო მამაცი და დამცველია, თუმცა ერთი რამ, რაც ყველა დობერმანს კარგად გამოსდის, არის საყვარელ ადამიანებზე და მათ ქონებაზე ზრუნვა.


ᲑᲣᲚᲛᲐᲡᲢᲘᲤᲘ

  როდესაც საქმე ადამიანებსა და მათი ქონების დაცვას ეხება, კიდევ ერთი ჯიში, რომელიც ამ საქმეში საუკეთესოთა შორისაა, არის ბულმასტიფი. ისინი წარმოუდგენლად ერთგულები და გაბედულები არიან. ბულმასტიფებს არასოდეს ეშინიათ იმის დაცვა, რაც მათ თავიანთ ტერიტორიად მიაჩნიათ. ისინი ასევე საკმაოდ ფრთხილები არიან უცხო ადამიანების მიმართ, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან ისინი ერთ–ერთი საუკეთესო მცველი ძაღლები. ამასთან ერთად, ბულმასტიფები კარგად ეწყობიან ბავშვებს, რის გამოც ისინი შესანიშნავი ოჯახის ძაღლებიც არიან.

ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ

  თუ თქვენ განიხილავთ ოჯახისთვის ძაღლის მოყვანას, რომელიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ძაღლის ჯიშია, ზემოთ მოცემული სია შეგიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რომელი ჯიშის ძაღლი უნდა მოძებნოთ და რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. თუმცა, თუ ლეკვის ყიდვას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ მას ადრეული ასაკიდან დასჭირდება გაწვრთნა და სოციალიზაცია.