კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ

იორკიშ ტერიერის ლეკვი

  იორკშირ ტერიერები შესანიშნავი ძაღლები არიან თავიანთი გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვითა და თავხედური ხასიათით. ამერიკაში ისინი მუდმივად არიან ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშების ათეულის სიაში. თქვენ იორკები შეიძლება წარმოდგენილი გყავდეთ, როგორც ლამაზი ქალაქის ძაღლები, მაგრამ მათ მოღვაწეობა დაიწყეს ტექსტილის ქარხნებსა და მაღაროებში როგორც ვირთხებზე მონადირეებმა.

  ამ ძაღლის მოკრძალებული და თავმდაბლური გამოჩენა დაიწყო ინგლისში. დღესდღეისობით კი იორკშირ ტერიერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია მსოფლიოს გარშემო. ამ სტატიაში მოცემულია ყელა საჭირო ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, არის თუ არა იორკი თქვენთვის შესაფერისი ძაღლი.

  იორკი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ძაღლის ჯიშია, რომლის სიმაღლე მხოლოდ 18-25 სანტიმეტრია, ხოლო მოზრდილები იწონიან არაუმეტეს სამ კილოგრამს. ეს ძაღლი ცნობილია იმით, რომ მას აქვს თავდაჯერებული გარეგნობა, მაღალი თავის დაჭრის მანერისა და პროპორციული სხეულის ფორმის გამო. იორკს აქვს სწორი ზურგი, პატარა თავი და მაღლა აწეული, V-ის ფორმის ყურები, რომლებიც მაღლა დგას, ისევე, როგორც მისი კუდი.

  იორკშირ ტერიერებისთვის დამახასიათებელი ნიშანია მათი მშვენიერი, სწორი, იატაკამდე სიგრძის ბეწვი. იორკის ბეწვი ადამიანის თმას ჰგავს, რაც მას ნახევრად ჰიპოალერგიულ ჯიშს ხდის. ამ ძაღლების თმის ფერი ზურგზე მუქი ნაცრისფერიდან შავში გადადის, ხოლო კიდურებზე, მკერდზე და სახეზე მისი თმა ოქროსფერი რუჯისფერია. იორკები, როგორც წესი, ისე არიან მოვლილები, რომ მათი ბეწვი თანაბრად ეცემა სხეულის ორივე მხარეს. სურვილისამებრ მისი შეჭრაც შეიძლება. გრძელი თმის დატოვების შემთხვევაში, იორკს თავზე თმას ხშირად ლენტით უკრავენ, რათა თვალები არ დაეფაროს, გარდა ამისა, ეს მას მხიარულ გარეგნობასაც უნარჩუნებს.

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘ

  იმის გათვალისწინებით, რომ იორკის ტერიერების ფესვები, ვირთხებზე მონადირეობიდან მოდის, ისინი აქტიური ძაღლები არიან, რომლებსაც სტიმულირებისთვის ყოველდღიური გასეირნება სჭირდებათ. გართობა და თამაში კი დამატებითი ბონუსებია. ისინი შეიძლება ძალიან საყვარლად გამოიყურებოდნენ თავიანთი მცირე ზომის ტანით, მაგრამ არსებობს იმის შანსი, რომ თქვენმა იორკშირ ტერიერმა თქვენზე გაბატონება სცადოს. სოციალიზაცია და წვრთნა შეიძლება ბევრ რამეში დაგეხმაროთ, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ იორკიებისნაირი თანამგზავრი ძაღლები ყველაზე მეტად მოითხოვენ ყურადღებას, ასე რომ, ისინი ყველანაირად შეეცდებიან ამის მიღებას. ეს შეიძლება მოიცავდეს არასასურველ ყეფას, მაგრამ სტაბილური ვარჯიშით თქვენ შეგიძლიათ მოსიყვარულე და თბილი ბუნების ძაღლის გაზრდა.

ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  მიუხედავად იმისა, რომ იორკები თავდაპირველად გამოიყვანეს ტექსტილის ქარხნებსა და მაღაროებში თაგვისმჭერებად, დღესდღეობით, ისინი ცნობილები არიან, როგორც შესანიშნავი ბინის ძაღლები, რაშიც მათ ეხმარება თავიანთი მცირე ზომა და დაბალი ალერგიის ბეწვი. თუმცა, იორკები ასევე შეიძლება იყვნენ საკმაოდ კარგი მცველი ძაღლები, რადგან მათ შეუძლიათ მარტივად მოახდინონ ხმაურზე რეაგირება. ბინაში თუ სახლში, იორკებს სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც შესაძლებლობა ექნებათ უამრავი გონებრივი სტიმულაციისთვის და სადაც შეეძლებათ ვარჯიში და სოციალიზაციის გავლა.

  მიუხედავად იმისა, რომ იორკებს დიდი სივრცე არ სჭირდებათ, ისინი მაინც ტერიერები არიან, შესაბამისად, აფასებენ ზომიერ ვარჯიშს. თქვენი იორკის გარე სივრცში სეირნობა და თამაში დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი იორკი სულ აქტიური იყოს. ძაღლის ეს ჯიში შეიძლება მგრძნობიარე იყოს სიცივის მიმართ, ასე რომ, თუ თქვენ ცხოვრობთ გრილ კლიმატში, თქვენს იორკს ქურთუკი დასჭირდება.



ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  თუ თქვენ ქალაქის მცხოვრები ხართ, ეძებთ გართობის მოყვარულ, პატარა ტანის ძაღლს და არ გეზარებათ გარეთ ყოფნისას დროდადრო მათი თქვენთან ერთად ტარება, მაშინ იორკი თქვენთვის შეიძლება შესაფერისი ძაღლი იყოს. ძაღლის ეს სახეობა ბუნებრივად ცნობისმოყვარეა, რაც მას შესანიშნავ კომპანიონად აქცევს და ისევე როგორც ტერიერების ჯიშის სხვა ძაღლები, ისინი შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ თქვენი ბაღიდან გასასვლელის ამოთხრისკენ.

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡ ᲕᲐᲠᲯᲘᲨᲘ

  იორკი, როგორც ჭკვიანი და გასართობის მოყვარული პატარა ძაღლი, მხიარული თანაგუნდელია თამაშის დროს და თქვენ მისგან სხვადასხვა ხრიკსაც კი ისწავლით. როდესაც საქმე მორჩილების ვარჯიშს ეხება, მფლობელის მიერ თავდაჯერებული ლიდერობით, იორკშირ ტერიერის ვარჯიში არც ისე რთულია. ლეკვობის პერიოდში ვარჯიშის რამდენიმე კვირა შეიძლება საკმარისიც კი იყოს თქვენი ძაღლისთვის.

  სიფრთხილით მოეკიდეთ მათ სისაყვარლეს, რადგან შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ისინი ძალიან მარტივად და ხშირად იღებენ იმას, რაც მათ ყველაზე მეტად სურთ – თქვენი ყურადღება. იორკშირ ტერიერის ყოლა შეიძლება გარკვეულწილად რთული იყოს სახლის დაზიანების გამო, ასე რომ ფხიზლად ყოფნა და მოთმენა მოგიწევთ, კარგი ქცევის შემთხვევაში კი მისი დაჯილდოება.

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠᲘᲡ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ

  იორკის თავისებური ბეწვი, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანის თმას, საჭიროებს რეგულარულ მოვლას, რათა ის სუფთა და ჯანსაღი იყოს. მას სჭირდება ყოველდღიური დავარცხნა, ხოლო აბაზანა – ყოველ ორ კვირაში ერთხელ (რაშიც უნდა შედიოდეს კონდიციონერიც). იორკებს თავზე თმა უნდა მოაჭრათ ან მაღლა აუწიოთ თვალების გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად. როგორც ყველა ძაღლს, იორკებსაც სჭირდებათ ფრჩხილების რეგულარული მოჭრა და კბილების გახეხვა მათი ჯანმრთელობისთვის.

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

  იორკშირ ტერიერები კიდურების სიფაქიზის გამო მიდრეკილნი არიან მუხლის პრობლემებისადმი. ამას შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო ჟღერადობის მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება მბზინავი პატელა (მუხლის ამოვარდნილი თავები), ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თქვენს იორკს არ მისცეთ მაღალი ადგილებიდან გადახტომის საშუალება, განსაკუთრებით კი ლეკვობის პერიოდში, სანამ ძვლები ჯერ კიდევ ვითარდება.

  იორკშირ ტერიერები ასევე გარკვეულწილად მიდრეკილნი არიან თვალების პრობლემებისკენ. ზოგიერთ იორკს შეიძლება ჰქონდეს ისეთი ბადურა, რომელიც თანდათან უარესდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა. პასუხისმგებლიანი სელექციონერები ყველაფერს გეტყვიან ლეკვის მშობლებისა და ბებია-ბაბუების სამედიცინო ისტორიის შესახებ და შესაძლოა სპეციალურადაც კი ჩაატარონ ზოგიერთი უფრო გავრცელებული პრობლემის სკრინინგი, რომელიც ამ ჯიშს შეიძლება განუვითარდეს. ზოგადად, იორკი საკმაოდ ჯანმრთელი ჯიშია, მაგრამ შინაური ცხოველების ბევრი პატრონი ყოველი შემთხვევისთვის მაინც ირჩევს შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაზღვევას.

ᲘᲝᲠᲙᲨᲘᲠᲘᲡ ᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

  იორკშირის ტერიერი, ეს სახელი დაერქვა ამ ჯიშს მისი წარმოშობის რეგიონის გამო მე-19 საუკუნის ინგლისში. იორკი განზრახ იქნა გამოყვანილი ჩრდილოეთ ინგლისის მომუშავეების მიერ ტერიერების მთელი რიგიდან, მათ შორის შავი, ტან ტერიერი და უოტერსაიდ ტერიერისგან. მუშებისთვის შესაფერისი იყო იორკების პატარა და მოხერხებული ტანი, რადგან მათი დანიშნულება ტექსტილის ქარხნებში მღრღნელების დევნა და დაჭერა იყო. მაგრამ იმავე საუკუნის ბოლომდე, ამ გამორჩეულმა ტერიერმა სახელი გაითქვა, როგორც მდიდარი ქალბატონების მოდურმა ძაღლმა. მალევე, იორკებმა გეზი შეერთებულ შტატებში აიღეს, სადაც მათ ადგილი დაიმკვიდრეს ამერიკელების გულებში.