კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

კატის სახეობები

  თქვენი ახალი კატისთვის სახელის შერჩევა შეიძლება სახალისო და საინტერესო პროცესი იყოს, თუმცა უამრავი ვარიანტის არსებობის გამო ძნელია შეჯერდე მხოლოდ ერთზე. კატის სახელზე ფიქრისას საუკეთესო გამოსავალია აარჩიოთ ისეთი სახელი, რომელიც შეესაბამება თქვენი შინაური ცხოველის ხასიათს და რომელიც, ამავდროულად, უნიკალურია.

  უსაზღვრო რაოდენობის სახელებიდან რომელიმეს არჩევა შეიძლება ძალიან დამღლელი და სტრესული იყოს, ამიტომ ჩვენ ვეცდებით დაგეხმაროთ ამ პროცესის გამარტივებაში და შემოგთავაზოთ კატის 130 სახელი, რომელიც, ჩვენი აზრით, საუკეთესოდ შეეფერება კატებს თავიანთი საინტერესო მნიშვნელობებითა და ისტორიებით.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲒᲝᲒᲝ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲐᲒᲐᲢᲐ

  იდუმალი რომანების თაყვანისმცემლებს შესაძლოა სახელი აგატა ძალიან მოეწონოთ თავიანთი ახალი გოგონასთვის. აგატა კრისტი, დანაშაულის დედოფალი, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტორია. თუ თქვენ გყავთ იდუმალებით აღსავზე გოგონა, აგატა შესანიშნავი არჩევანი იქნება მისთვის. ეს სახელი, ასევე, შესაფერისი იქნება დეტექტივი გოგოსთვის, რომელსაც უყვარს ეზოში თავდამსხმელებზე ნადირობა.

ᲙᲚᲔᲛᲔᲜᲢᲘᲜᲘ

  კლემენტინი უგემრიელესი მინიატურული ციტრუსის ხილია, რომელიც მანდარინისა და ტკბილი ფორთოხლის ჰიბრიდია. კლემენტინი ასევე საყვარელი სახელია გოგო კნუტისთვის. 

ᲔᲚᲝᲘᲖᲘ

  ელოიზი მშვენიერი არჩევანია თქვენი პატარა გოგონასთვის. ეს სახელი ცნობილი გახდა ქეი ტომპსონის მიერ დაწერილი წიგნების სერიით “Eloise”. შემდგომ კი ამ სახელმა კიდევ უფრო მეტად მოიპოვა პოპულარობა ელოიზის ცნობილი პორტრეტით, რომელიც ნიუ-იორკში, სასტუმრო პლაზაში კიდია.  მიუხედავად იმისა, რომ ელოიზის პერსონაჟი საყვარელი და ჭკვიანია, იგი, ასევე, არის ძალიან ცელქი და ყოველთვის პრობლემებში ეხვევა, ასე რომ, ელოიზი შესაფერისი სახელი იქნებოდა გოგო კნუტისთვის, რომელსაც ჯერ არ უსწავლია წესები (ან უფროსი გოგონასთვის, რომელიც ყველაფრის გაკეთებას თავის ჭკუაზე ამჯობინებს).

ᲤᲔᲚᲘᲡᲘᲢᲔ

  ფელისიტე ნიშნავს „ძლიერ ბედნიერებას“, რომელიც, ალბათ, საუკეთესო სახელი იქნებობა თქვენი ოჯახის ახალი მხიარული წევრისთვის. ეს სახელი ძალიან ცნობილია, სატელევიზიო შოუს “Felicity”-ის მეშვეობით. სწორედ ამ სერიალმა გახადა მსახიობი კერი რასელი ვარსკვლავი.

ᲛᲔᲘᲕᲘ

  ეს მშვენიერი ირლანდიური სახელი ნიშნავს “ინტოქსიკაციას”. მეივი ირლანდიურ მითოლოგიაში მეომარი დედოფალი იყო, ასე რომ, ეს სახელი შეეფერება მკაცრ და მებრძოლ პატარა გოგონას.

ᲯᲘᲯᲘ

  ეს სახელი სახალისო არჩევანია კატის მშობლებისთვის, რომლებსაც ანიმე უყვართ. სტუდია გიბლის პოპულარულ ფილმში “Kiki’s Delivery Service” ჯიჯი არის კიკის საყვარელი შავი კატა, რომელიც კიკის მიმართ ძალიან ლოიალურია და ყოველთვის მზად არის მის დასახმარებლად, ასე რომ, ეს სახელი შუდარებელი იქნება კნუტთვის, რომელიც მუდმივად თქვენს გვერდით არის.

ᲛᲔᲚᲝᲓᲘᲐ

  თუ თქვენი პატარა გოგონა მელოდიურად კნავის სახლში, მელოდია შეიძლება მშვენიერი არჩევანი იყოს მისთვის. ეს სახელი უფრო შესაფერისი იქნება ყველაზე მოლაპარაკე ჯიშებისთვის, როგორებიცაა სიამის, ბენგალის, მეინ კუნის, ციმბირული ან ტონკინესის კატები. 

ᲛᲘᲜᲔᲠᲕᲐ

  მინერვა არის რომაული სიბრძნის ქალღმერთი, ხოლო ეს სახელი ასოცირდება სტრატეგიულ ომთან. თუ გყავთ ჭკვიანი გოგონა, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ მიიღოს ის, რაც თქვენგან სურს, მინერვა დიდებული სახელი იქნებოდა მისთვის. ეს ასევე შესანიშნავი არჩევანია ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებისთვის, რადგან პროფესორ მინერვა მაკგონაგალს შეეძლო კატის ფორმის მიღება და მისი მფარველიც, სწორედ, კატა იყო.

ᲜᲐᲢᲐᲨᲐ

  თუ დღესასწაულებზე საკუთარ თავს კნუტს აჩუქებთ, ნატაშა ლამაზი და შესაფერისი სახელი იქნებოდა თქვენი ახალი გოგოსთვის. ნატაშა რუსული სახელია, რაც ნიშნავს “შობის დღეს დაბადებულს”. ის ასევე სახალისო არჩევანია მარველის შავი ქვრივის თაყვანისმცემლებისთვის (აგრეთვე ნატაშა რომანოვი). ეს სახელი შესანიშნავად მოერგებოდა რუსულ ჯიშს, როგორიცაა რუსული ლურჯი ან ციმბირული.

ᲡᲔᲚᲘᲜᲐ

  ადამიანების უმეტესობა მას იცნობს, როგორც ქალი კატას, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი სელინა კაილია. სახელი სელინა კარგი არჩევანი იქნებოდა გოგო კნუტისთვის, რომელიც ჭკვიანი, მოქნილი და ცოტათი ეშმაკია და რომელსაც, ასევე, აქვს შავი ბეწვი, რადგან იგი შეესაბამება “Catwoman”-ის საკულტო კოსტუმის ფერს.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲑᲘᲭᲘ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲑᲔᲙᲝᲜᲘ

  ბეკონი ყველასთვის საყვარელი და უნივერსალური საკვებია. იგი შეგიძლიათ მიირთვათ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მოათავსოთ სალათებში, შემოახვიოთ სხვა საკვებს – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი საკვები. თუ თქვენს საყვარელ ახალ ბიჭს კატას აქვს ასეთივე მრავალფეროვანი თვისებები, ბეკონი მისთვის ძალიან კარგი არჩევანი იქნებოდა.

ᲑᲝᲣᲕᲘ

  მომღერალი-სიმღერების ავტორი დევიდ ბოუვი კატების დიდი მოყვარული იყო. მან დაწერა სიმღერა სახელწოდებით “Cat People”, რომელიც 1983 წლის ალბომ “Let’s Dance”–ში გამოვიდა. თუ თქვენს კატას აქვს მელოდიური კნავილი, შეგიძლიათ მას დაარქვათ ბოუვი გარდაცვლილი დიდი როკერის საპატივსაცემოდ.

ᲑᲣᲑᲐ

  ბუბა საყვარელი სახელია ახალი ბიჭი კატისთვის, რომელიც თქვენს ოჯახში ძმის როლს ირგებს თქვენი სხვა ბავშვებისთვის (შინაური ცხოველისთვის ან ადამიანისთვის). სახელი ბუბა არის სიყვარულის ტერმინი, რომელსაც პატარა ძმასთან მიმართებაში იყენებენ.

ᲓᲔᲨᲘ

  თუ თქვენი ბიჭი კატა არის ძალიან სწრაფი, უყვარს სირბილი, დევნა და უეცარი გადახტომები, დეში სახალისო არჩევანი იქნება ასეთი კატისთვის. ეს სახელი, ასევე, შესანიშნავი ვარიანტია “Disney Pixar”-ის “The Incredibles”-ის თაყვანისმცემლებისთვის, რომელშიც დეში უფროსი ვაჟია სუპერგმირების პარის ოჯახში და ფლობს ზეადამიანურ სიჩქარეს.

ᲒᲠᲘᲤᲘᲜᲘ

  ამ მითოლოგიურ არსებას აქვს ლომის სხეული და არწივის თავი და ფრთები. გრიფინები ცნობილები არიან თავიანთი გამბედაობითა და სიმამაცით, ამიტომ ეს სახელი შეეფერება გადარჩენილ კატას, რომელმაც წარსულში დაბრკოლებები გადალახა, სანამ შენთან ერთად მოსიყვარულე სამუდამო სახლს იპოვნიდა.

ᲰᲔᲛᲘᲜᲒᲣᲔᲘ

  ამერიკელი ლიტერატურული გიგანტი ერნესტ ჰემინგუეი ყველა დროის კატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანატიკოსი იყო. მისი პირველი კატა თეთრი პოლიდაქტილური (ექვსწახნაგა) კნუტი იყო, რომელსაც მან ფიფქია დაარქვა, და ბევრი კატა, რომლებიც ჯერ კიდევ დადიან მის კი ვესტის სახლში (დღეს ერნესტ ჰემინგუეის სახლმუზეუმი) ფიფქიის შთამომავლები არიან. ჰემინგუეის კატები ძალიან ცნობილები არიან და ისინი მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცნენ კი უესტის ვიზიტორებისთვის, ასე რომ, თქვენ თამამად შეგიძლიათ დაარქვათ თქვენს კატას ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერლისა და კატების მამის სახელი.

ᲛᲔᲠᲚᲘᲜᲘ

  არტურის ლეგენდის ეს ცნობილი მზაკვარი ოსტატი ახალგაზრდა არტურს ასწავლიდა, სანამ ის კამელოტის მეფე გახდებოდა. კატების ჯადოსნური კავშირი მთელი ისტორიის განმავლობაში არსებობდა, ამიტომ მერლინი ჭკვიანური არჩევანი იქნება თქვენი ბიჭი კატისთვის, განსაკუთრებით კი, თუ მას გაუჩინარების უნარი აქვს.

ᲡᲞᲝᲙᲘ

  თუ თქვენ “Star Trek”-ის გულშემატკივარი ხართ და გყავთ ჭკვიანი ბიჭი წვეტიანი ყურებით, თქვენ შეგიძიათ გაითვალისწინოთ ამ საკულტო ვულკანის სახელი. სპოკი განსაკუთრებით უხდება უზარმაზარი ყურების მქონე ჯიშებს, როგორებიცაა აბისინიელი, სფინქსი ან აღმოსავლური.

ᲡᲛᲝᲙᲘᲜᲒᲘ

  თუ თქვენ გყავთ შავ-თეთრი კნუტი, რომელიც თავაზიანი და დახვეწილია, სმოკინგი (ან ტუქსი, იგივე სმოკინგი) მშვენიერი არჩევანი იქნება მისთვის. თქვენი კატისთვის ამ კლასიკური შავ-თეთრი სამოსის სახელის დარქმევა შესანიშნავი საშუალებაა მისი ფერებისა და დახვეწილობის ხაზგასასმელად.

ᲘᲝᲨᲘ

  კატის მშობლებს, რომლებსაც უყვართ ვიდეო თამაშები, შეიძლება მოეწონოთ სახელი იოში, დინოს მსგავსი პერსონაჟი Super Mario ფრენჩაიზიდან. იოში მეგობრული და მხიარული სახელია და ძალიან მოუხდება ისეთ მხიარულ ჯიშებს, როგორებიცაა იაპონური ბობტეილი, დევონ რექსი ან მუნჩკინი.

ᲪᲜᲝᲑᲐᲓᲘ ᲡᲐᲮᲔᲔᲑᲘᲡ 10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ

ᲙᲐᲘᲠᲝ

  რეპერმა და კომპოზიტორმა მაკლემორმა თავისი კატა კაირო, კრეიგსლისტზე იპოვა. კაირომ, ფაქტობრივად, გადაარჩინა მაკლემორი და მისი ოჯახი, რადგან ის მის ორსულ მეუღლე ტრიშას კომპანიონობას უწევდა, სანამ მაკლემორი საგზაო ტურნეში იყო.

ᲨᲣᲞᲔᲢᲘ

  ცნობილი ფაქტია, რომ ლეგენდარულ დიზაინერ კარლ ლაგერფელდს თავისი კატა ზედმეტად გაათამამებული ჰყავდა. ცისფერთვალება, თეთრ შუპეტს (რაც ფრანგულად “ტკბილს” ნიშნავს) ჰყავდა საკუთარი პერსონალი (ორი მესაზღვრე, დაცვა, ექიმი და შეფ–მზარეული), ჰქონდა Louis Vuitton-ის ჩანთა და საკუთარი კარიერაც კი. როდესაც ლაგერფელდი გარდაიცვალა 2019 წლის თებერვალში, გავრცელდა ჭორები, რომ მისი მემკვიდრე შუპეტი იყო (თუმცა ეს არ დადასტურდა).

ᲓᲐᲠᲢᲐᲜᲘᲐᲜᲘ

  რობერტ დაუნი უმცროსი ყოველთვის იყო ცხოველების მოყვარული. დარტანიანის გარდა (სამი მუშკეტერის მთავარი გმირის სახელი და მეტსახელად დარტი), მას ჰყავს კიდევ ერთი კატა, სახელად მონტგომერი – მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. RDJ-ის უზარმაზარი ქონება მალიბუში არა მხოლოდ მისი ოჯახის სახლი, არამედ მისი პირადი ცხოველთა თავშესაფარია, სადაც ის მრავალი სახეობის ცხოველს იღებს. დარტისა და მონტის გარდა დაუნის ოჯახს ჰყავს ალპაკები, თხები, ძროხები, ღორები და ქათმები.

ᲓᲝᲠᲘᲢᲝ

  ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი ედ შირანი კატების დიდი მოყვარულია. მისი ნარინჯისფერი დორიტოს გარდა, მას ასევე ჰყავს შოტლანდიური ფოლდი სახელად კალიპო. შირანის კატებს აქვთ საკუთარი ინსტაგრამი, რომელსაც თითქმის 320 ათასი მიმდევარი ჰყავს.

ᲗᲕᲐᲚᲘ ᲡᲘᲑᲜᲔᲚᲔᲨᲘ

  “Walking Dead”-ის ვარსკვლავი ნორმან რიდუსი ცნობილია თავისი უნიკალურობით, ასე რომ, რა თქმა უნდა, მის კატასაც ძალიან ორიგინალური სახელი აქვს. თვალი სიბნელეში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კატის სახელია, მაგრამ ამ სახელის უკან გარკვეული ისტორიაა. როდესაც რიდუსის ვაჟი მინგუსი 5 წლის იყო, მას სასოწარკვეთილად სურდა შავი კნუტის ყოლა, ამიტომ რიდუსმა მას მოუყვანა ასეთი კატა და უფლება მისცა შვლის, რომ სახელი თვითონ დაერქმია მისი ახალი შინაური ცხოველისთვის. იმ დროს მათ ბინაში იატაკი მთლიანად შავი იყო, ამიტომ მინგუსმა კატას დაარქვა სახელი თვალი სიბნელეში, რადგან თვალები კნუტის ერთადერთი ნაწილი იყო, რომელსაც იგი ღამით ხედავდა.

ᲙᲘᲢᲘ ᲞᲣᲠᲘ

  კეტი პერიმ თავის კატას თავისი სახელი დაარქვა, თუმცა, ნაწილობრივ. კიტი პური აშკარად ჰგავს პერის სასცენო სახელს, ხოლო კატა თავად გახდა ვარსკვლავი პერის მუსიკალურ კლიპში “Roar” გამოჩენის შემდეგ. პერიმ თავისი CoverGirl პომადის ხაზის ერთ-ერთ ჩრდილს საყვარელი კატის სახელიც კი დაარქვა.

ᲛᲝᲙᲔ

  იან სომერჰალდერი “Lost” და “The Vampire Diaries”-დან ცნობილი კატის მოყვარული ადამიანია. მას ხშირად უღებენ ფოტოებს თავის კატა მოკესთან ერთად (როგორც მის პირად ინსტაგრამზე, ასევე პროფესიულ ფოტოსესიებში). სომერჰალდერი არის გარემოსდამცველი და ცხოველთა მოყვარული, რომელიც, არა მხოლოდ ეხმარება და უვლის საკუთარ შინაურ ცხოველებს, არამედ აქტიურად მუშაობს მრავალ ორგანიზაციაშიც, რომლებიც ცხოველებს და გარემოს ემსახურებიან.

ᲛᲘᲡᲢᲔᲠ ᲞᲘᲞᲡᲘ

  მომღერალი და სიმღერების ავტორი კეშა არის კატის თავდადებული პატრონი. მისი ორი კატის, ჩარლისა და კესოს გარდა, მან, ასევე, აიყვანა სიამის კატა, რომელსაც მისტერ პიპსი დაარქვა (ასევე ცნობილი როგორც მისტერ პიპ$, დოლარის ნიშნით მისი ორიგინალური სასცენო სახელის მსგავსად Ke$ha). კეშამ მისტერ პიპსი რუსეთში კლუბის უკან ნაგვის ურნაში იპოვა და მან მაშინვე იცოდა, რომ ის სახლში უნდა წაეყვანა. მისტერ პიპსი გამოჩნდა კეშას “Crazy Kids” ვიდეოში, დადიოდა მასთან ერთად გასტროლებზე და 2019 წელს ჟურნალ Billboard-ის ფავორიტი სახელგანთქმული კატების ჯილდოც კი მოიპოვა.

ᲝᲚᲘᲕᲘᲐ ᲑᲔᲜᲡᲝᲜᲘ

  ცნობილი ფაქტია ის, რომ ტეილორ სვიფტმა წლების განმავლობაში სრულად აითვისა თავისი კატების ქალბატონის სტატუსი. ორი სხვა კატის გარდა (მერედიტ გრეი და ბენჯამინ ბატონი), სვიფტს ჰყავს შოტლანდიური ფოლდი, სახელად ოლივია ბენსონი, მარისკა ჰარგიტაის საკულტო პერსონაჟის “კანონისა და წესრიგის” საპატივსაცემოდ. მთელს მსოფლიოში სვიფტის ფანებმა იციან, რომ ტეილორი კი არა, სწორედ მისი კატები არიან სვიფტის ინსტაგრამის ნამდვილი ვარსკვლავები.

ᲞᲠᲘᲜᲪᲔᲡᲐ ᲞᲔᲝᲜᲘ

  ცხოვრების წესის გურუ მართა სტიუარტი ცნობილია თავისი შესანიშნავი სახლის მოვლის რჩევებით, მაგრამ იცოდით, რომ ის ასევე ცხოველების უზარმაზარი მოყვარულია? პრინცესა პეონი სპარსული კატაა, ისევე როგორც მისი და, იმპერატრიცა ტანგი – მაგრამ ისინი სტიუარტის მრავალი ცხოველიდან მხოლოდ ორნი არიან. სტიუარტის ქონება ბედფორდში, ნიუ-იორკში ასევე არის ცხოველთა თავშესაფარი და მოქმედი ფერმა. წლების განმავლობაში მას კატებთან ერთად ჰყავდა ძაღლები, ჩიტები, ჩინჩილები, ქათმები, ძროხები, ფარშევანგები, ბატები, მტრედები, ვირები და ცხენები.

ᲨᲐᲜᲢᲘ

  მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი მაილი საირუსი ცხოველების მოყვარული ადამიანია, რომელიც გატაცებულია ცხოველების გადარჩენით და მათზე ზრუნვით. ცხრა გადარჩენილი ძაღლისა და ერთი ღორის გარდა, საირუსს, ასევე, ჰყავს ოთხი გადარჩენილი კნუტი. შანტი, უსაყვარელი თეთრი სპარსული კატა და მისი ერთ-ერთი ბოლოს აყვანილი კნუტია. მას აქვს საკუთარი ინსტაგრამი 83 ათასზე მეტი გამომწერით.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲓᲘᲡᲜᲔᲘᲡ ᲤᲐᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲑᲘᲜᲥᲡᲘ

  დისნეის ჰელოუინის კლასიკურ ფილმში “ჰოკუს პოკუს” წარმოდგენილი იყო ბინქსი (AKA Thackery Binx), როგორც ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი. თეკერი ბინქსი ოდესღაც ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სალემში, მასაჩუსეტში მე-17 საუკუნეში. თავისი დის გადარჩენის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომელიც სამი ბოროტი ჯადოქრის სახლში იმყოფებოდა, მათ გააკეთეს ჯადოქრობა, რომელმაც ის უკვდავ შავ კატად გადააქცია. ბინქსი, რომელიც ცნობილია თავისი ადამიანებისადმი წარმოუდგენელი ერთგულებითა და მფარველობით, შესანიშნავი სახელი იქნებოდა მამაცი შავი კატისთვის, რომელსაც დიდი გული აქვს და რომელიც ყოველთვის გვერდში გიდგათ.

ᲰᲔᲠᲪᲝᲒᲘᲜᲘᲐ

  ეს არის სახელი, რომელიც შეეფერება სამეფო კატას. დისნეის თაყვანისმცემლებს ჰერცოგინიას, თეთრ ცისფერთვალება თურქ ანგორას, იცნობენ როგორც მთავარ გმირ ქალს ფილმიდან “არისტოკატები”. ჰერცოგინია გარდა იმისა, რომ ელეგანტური და ლამაზია, ის, ასევე, მეგობრული და კეთილია. ეს სახელი კი შესაფერისი იქნება ლამაზი თეთრი კნუტისთვის, მოსიყვარულე და თბილი ბუნებით.

ᲔᲚᲖᲐ

  “Frozen” დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმია, ხოლო ელზა მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია. ელზა წარმოუდგენლად ძლიერი დედოფალია, რომელსაც ყინულისა და თოვლის ძალის გამოიყენება შეუძლია, ამიტომ ეს საუკეთესო სახელი იქნებოდა ძლიერი პიროვნების მქონე გოგონასთვის. 

ᲤᲘᲒᲐᲠᲝ

  ალბათ გახსოვთ დისნეის “პინოქიოში” წარმოდგენილი ფიგარო, თანამგზავრი კატა ხეზე მოჩუქურთმებული ჯეპეტოსთვის. ფიგარო ამ ფილმში პირადად უოლტ დისნეის საყვარელი პერსონაჟი იყო. ფიგარო, ასევე, იყო  Minnie Mouse-ის კატა, ასე რომ, ეს სახელი არაჩვეულებრივად მოუხდებოდა ბრაზიან შავ-თეთრ ბიჭს.

ᲛᲘᲢᲔᲜᲡᲘ

  მართალია, “Disney’s Bolt” ძაღლების ფილმია, მაგრამ ქუჩის კატა მიტენსი ამ ისტორიაში განუყოფელ როლს ასრულებს. მიტენსი, რომელიც მისმა მფლობელებმა მიატოვეს, თავდაპირველად ბოლტის უნებლიე თანამგზავრი ხდება, მაგრამ საბოლოოდ მათ შორის ძლიერი კავშირი ჩნდება. მიტენსი შესანიშნავი სახელი იქნებოდა გადარჩენილი კატისთვის, რომელმაც შენთან საბოლოოდ იპოვა სამუდამო თავშესაფარი.

ᲛᲝᲩᲘ

  მოჩი “Big Hero 6”-ში იაპონელი ბობტეილის კალიკოა, რომელიც დეიდა კასის, ჰიროს და ტადაშის ოჯახის შინაური ცხოველია. მიუხედავად იმისა, რომ მოჩი მამრი კატაა, მამრი კალიკოსები, ზოგადად, მართლაც წარმოუდგენლად იშვიათად გვხვდებიან. იაპონურ კულტურაში კი იაპონური ბობტეილი (განსაკუთრებით კალიკო) იღბლის სიმბოლოა. მოჩი კი შესანიშნავი სახელი იქნებოდა ნებისმიერი კალიკოსისთვის, რომელიც  თავს მსოფლიოში ყველაზე იღბლიან პატრონად გაგრძნობინებთ.

ᲝᲚᲘᲕᲔᲠᲘ

  ოლივერი დისნეის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კატაა. ეს ნარინჯისფერი ცხოველი არის “Oliver & Company”-ის მთავარი გმირი. ის თავისი ძაღლი მეგობრებისადმი მეგობრული, კეთილი და ერთგულია. ოლივერი მშვენიერი სახელი იქნებოდა ფორთოხლისფერი ბიჭი კატისთვის, განსაკუთრებით კი იმისთვის, რომელიც კარგად ეწყობა ძაღლებს.

ᲡᲐᲠᲐᲑᲘ

  დისნეის “The Lion King”-ს  უამრავი სახელის არჩევანი აქვს თქვენი ახალი კნუტისთვის. სიმბა და ნალა კატის სახელებში ორივე მუდმივად ყველაზე პოპულარული არჩევანია, თუმცა მეფე ლომის თაყვანისმცემლებისთვის, რომლებსაც უფრო უნიკალური არჩევანი სურთ, შესაძლებელია მოეწონოთ სარაბი. სარაბი სიმბას ბრძენი და კეთილი დედაა, რომელიც დავდადებით იცავს თავის ოჯახს. ეს შესანიშნავი სახელი იქნება პატარა ლომისთვის, რომელსაც იგივე თვისებები აქვს.

ᲡᲔᲡᲘ

  “Homeward Bound: The Incredibly Journey” არ იქნებოდა სრულყოფილი სესის, ჰიმალაის კატის გარეშე, რომელსაც გრძელი მოგზაურობის გავლა უწევს სახლში მისასვლელად თავის ორ ძაღლ ძმასთან ერთად. სესი მშვენიერი გოგონაა და ის შეპყრობილია თავისი გრძელი, მშვენიერი ბეწვის სისუფთავით. სესი საყვარელი სახელია გოგო კნუტისთვის, რომელიც მხიარული და თბილია (რომელიც, ასევე, ზოგჯერ შეიძლება დრამის დედოფალიც იყოს).

ᲢᲣᲚᲣᲖᲐ

  ეს ნარინჯისფერი კატა “არისტოკატებში” ჰერცოგინიას უფროსი ვაჟია. როგორც დისნეის თაყვანისმცემლებს, ისე ხელოვნების ისტორიის მოყვარულებსაც შეიძლება მოეწონოთ ეს სახელი, რადგან ტულუზის პერსონაჟი (რომელსაც ხატვა უყვარს) ფრანგი მხატვრის ანრი დე ტულუზ-ლოტრეკის მიერ იყო აღებული. ტულუზ-ლოტრეკი ყველაზე ცნობილი მე-19 საუკუნის ბოლოს პარიზში იყო, ასე რომ, ეს სახელი შესანიშნავი არჩევანი იქნება ფრანგული ჯიშისთვის, როგორიცაა ბირმანი, შარტრი ან სერად პეტი.

10 ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲩᲮᲣᲑᲘᲡᲗᲐᲕᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ

ᲐᲠᲢᲔᲛᲘᲡᲘ

  არტემისი ნადირობის ბერძენი ქალღმერთია, ასე რომ, თუ თქვენს ახალ კნუტს მიდრეკილება აქვს „საჩუქრების“ მოტანისკენ თაგვებისა და ფრინველების სახით, ეს სახელი შესაფერისი არჩევანი იქნება მისთვის. რა თქმა უნდა, კატის მშობლებს საერთოდ არ უყვართ ეს საჩუქრები, ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ნადირობა კატის სრულიად ბუნებრივი და ინსტინქტური ქცევაა, ეს კონკრეტული ქმედება შეიძლება ჩაანაცვლებინოთ მას კატის ინტერაქტიული სათამაშოების გამოყენებით.

ᲐᲡᲚᲐᲜᲘ

  როდესაც “C.S. Lewis”-ის კლასიკურ სერიალ “The Chronicles of Narnia”–ზე ფიქრობთ, თქვენ არ შეიძლება, რომ არ გაგახსენდეთ ასლანი, მხეცთა მეფე. ეს ღვთისნიერი ლომი სიკეთის მამოძარვებელი ძალაა, ასე რომ, თუ თქვენ გყავთ პატარა მეფე დიდი გულით, ეს სახელი შესანიშნავი არჩევანი იქნება მისთვის.

ᲑᲐᲜᲓᲘᲢᲘ

  თუ თქვენ გყავთ ბოროტი კატა, რომელსაც თქვენი ნივთების მოპარვა უყვარს, ბანდიტი არც თუ ისე ცუდი სახელი იქნება მისთვის. მცირეოდენი ქურდობა კარგია კიდეც, თანაც რომელ კატის მშობელს არ განუცდია დროდადრო ნივთების მოპარვა? ჩვეული შეგროვების ქცევა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ თქვენს კატას მეტი ყურადღება და აქტივობა სჭირდება. თქვენ ასევე უნდა დააკვირდეთ რას იპარავს თქვენი კატა, რადგან ნივთების ორგანიზმში მოხვედრამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

ᲰᲐᲘᲖᲔᲜᲑᲔᲠᲒᲘ

  “Breaking Bad”-ის ნებისმიერი გულშემატკივარი ჰაიზენბერგს იცნობს, როგორც უოლტერ უაიტის მიერ გამოყენებულ მეტსახელს AMC დრამაში. უოლტმა სახელი ჰაიზენბერგი აირჩია თეორიული ფიზიკოსის ვერნერ ჰაიზენბერგის საპატივსაცემოდ, ხოლო თუ ეს სახელი საკმარის გაბედულებასა და ხულიგნობას გამოხატავს უოლტისთვის, ეს ნამდვილად გამოდგება თქვენი ახალი ჭკვიანი და ცოტა აურზაურის მოყვარული კნუტისთვის.

ᲛᲝᲠᲘᲐᲠᲢᲘ

  სერ არტურ კონან დოილის “შერლოკ ჰოლმსის” მოთხრობების (ან BBC-ის საკმაოდ პოპულარული სერიალის შერლოკის) ფანები მორიარტს შერლოკის მტრად ცნობენ. გენიალური კრიმინალური ოსტატი, მორიარტი ასევე იყო “Macavity the Mystery Cat”-ის ინსპირაცია “T.S. Eliot’s Old Possum’s Book of Practical Cats”–ში, რომელზეც შეიქმნა მუზიკლი “კატები”. თუ თქვენ გყავთ ეშმაკური პატარა კნუტი, მორიარტი შესაძლოა თქვენი პატარა მეგობრისთვის იდეალური სახელი იყოს.

ᲨᲔᲠᲐ

  თუ თქვენ ეძებთ გოგონა კატის სახელს, რომელიც სიძლიერეს გამოხატავს, შერა კარგი ვარიანტი იქნებოდა ამისთვის. კლასიკური მულტფილმის სუპერგმირი შერა, ძალაუფლების პრინცესა, ცნობილი იყო წარმოუდგენლად ინტელექტუალური, სწრაფი და აკრობატული თვისებებით, ამიტომ ეს სახელი შესაფერისი იქნებოდა გოგონა კნუტისთვის, რომელიც ჭკვიანი და მოქნილია.

ᲡᲢᲐᲠᲑᲐᲙᲘ

  არ აქვს მნიშვნელობა თქვენ “Battlestar Galactica”-ს ორიგინალური სერიების ფანი ხართ თუ 2004 წლის გამოშვების, ორივე შემთხვევაში მთავარი და ყველაზე მებრძოლი პერსონაჟი ლეიტენანტი სტარბაკია. ეს სახელი უნისექსია, რადგან პერსონაჟი ორიგინალში მამრობითი სქესის იყო, 2004 წლის გამოშვებაში კი ის ქალია, ასე რომ, თქვენი პატარა ჩხუბისთავი ბიჭისთვის ან გოგოსთვის სტარბაკი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულთათვის.

ᲓᲣᲓᲘ

  „დიდი ლებოვსკი“ ამერიკული კინოს კლასიკაა და არ არსებობს „დუდზე“ უფრო საკულტო პერსონაჟი. მაგრამ არ მისცეთ საშუალება დუდის თავმდაბალმა დამოკიდებულებამ მოგატყუოთ, რადგან ის მაინც ბოროტი ადამიანია, ამიტომ თქვენი კნუტისთვის დუდის დარქმევა შეიძლება საინტერესო არჩევანი იყოს.

ᲢᲝᲠᲜᲐᲓᲝ

  თუ თქვენი ახალი კნუტი საოცრად ენერგიული და მოუსვენარია, ტორნადო სახალისო სახელი იქნებოდა მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ყველა კატას შეუძლია გიჟური ჰიპერმგრძნობელობის გამოხატვა, ტორნადო განსაკუთრებით შესაფერისი სახელი იქნება მაღალი ენერგიის მქონე ჯიშებისთვის, როგორებიცაა აბისინური, ბენგალური და თურქული ანგორა.

ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲘ

  იმ ადამიანებმაც კი, რომლებიც არ არიან ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემლები, იციან ვინ არის დართ ვეიდერი, შესაბამისად, სახელი ვეიდერი გაბედული არჩევანი იქნებოდა თქვენი კნუტისთვის, განსაკუთრებით კი – შავი კატასთვის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ჯიშის კატა, რომელსაც მთლიანად შავი ბეწვი აქვს, ბომბეი ერთადერთი ჯიშია, რომელიც ექსკლუზიურად შავი ფერისაა.

ᲙᲐᲢᲘᲡ 10 ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ

ᲑᲐᲡᲢᲔᲢᲘ

  ძველი ეგვიპტელები პატივს სცემდნენ კატებს, როგორც ღვთაებრივი ენერგიის მქონე არსებებს, რომლებსაც კეთილდღეობა და დაცვა მოჰქონდათ თავიანთი ადამიანებისთვის. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ბასტეტი იყო ქალღმერთი, რომელიც გამოსახული იყო, როგორც ქალი კატის თავით. ის მრავალი რამის ქალღმერთი იყო, მათ შორის სახლების, ორსული ქალებისა და ბავშვების მფარველი. ბასტეტი უნიკალური სახელი იქნებოდა ძლიერი და მცველი თვისებების მქონე გოგონასთვის.

ᲤᲚᲣᲤᲔᲠᲜᲐᲢᲔᲠᲘ

  თუ თქვენი კნუტი ფუმფულაა, ფლუფერნატერი შეიძლება სახალისო არჩევანი იყოს მისთვის. ეს კლასიკური არაქისის კარაქისა და მარშმელოუს სენდვიჩი პირველად მასაჩუსეტში შეიქმნა და ახალი ინგლისის კლასიკა გახდა. ეს სახელი კი განსაკუთრებით შეეფერება საყვარელ ფუმფულა ჯიშს, როგორიცაა მარინ კუნი, სპარსული ან ნორვეგიული ტყის კატა.

ᲯᲘᲒᲚᲘᲞᲐᲤᲘ

  თუ პოკემონის მოყვარული ხართ და, ამავდროულად, გყავთ მსუქანი ფისო, მას შეიძლება მოუხდეს სახელი ჯიგლიპაფი. ამ პოკემონს თავისი თვალების მოწინააღმდეგეების მოსახიბლად გამოყენება და თავისი სიმღერით მათი დაძინება შეუძლია, ასე რომ, თუ თქვენ გყავთ ლამაზთვალებიანი კნუტი, ჯიგლიპაფი მშვენიერი არჩევანი იქნებოდა მისთვის.

ᲚᲔᲝᲜᲘᲓᲐᲡᲘ

  ლეონიდასი სპარტის მეომარი მეფე იყო, რომელიც 300 სპარტანელთან ერთად ბევრად უფრო დიდი სპარსული ძალების წინააღმდეგ თერმოპილეს ომში იბრძოდა. სახელი ლეონიდასი ნიშნავს “ლომის შვილს”, ასე რომ, თუ თქვენს მამაც პატარა ბიჭს აქვს ლომის გული, ეს სახელი თამამი არჩევანი იქნებოდა მისთვის.

ᲜᲘᲛᲑᲣᲡᲘ

  ამ ტიპის მუქი წვიმის ღრუბლები მოახლოებული ქარიშხლის ნიშანია, ასე რომ, თუ თქვენ გყავთ ნაცრისფერი ფუმფულა კატა, რომელიც ტემპერამენტიანია, ეს შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა მისთვის.

ᲡᲘᲚᲕᲔᲠᲐᲓᲝ

  ეს სახელი შესანიშნავია ვერცხლისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი ბეწვის მქონე კატისთვის. ამ ტიპის ფერების კომბინაცია არის გენის განზავების შედეგი, რომელიც აწარმოებს შავ გარსს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ჯიში, რომელსაც შეიძლება ლურჯი ბეწვი ჰქონდეს, არსებობს სამი – რუსული ლურჯი, შარტრი და კორატი – რომლებიც განსაკუთრებულად ლურჯები არიან. ეს სახელი, ასევე, სახალისო არჩევანია ცნობილი 1985 წლის “Western Silverado”-ს მოყვარულთათვის, რომელშიც მთავარ როლებს კევინ კლაინი და კევინ კოსტნერი ასრულებენ.

ᲡᲣᲙᲘ

  თუ თქვენ ხართ კატის მშობელი, რომელიც მას გამუდმებით უდიდესი სიყვარულით ავსებს, სუკი მშვენიერი არჩევანია თქვენი უსაყვარლესი ფისოსთვის. ეს იაპონური სახელი ნიშნავს “საყვარელს” და განსაკუთრებით უხდება იაპონელ ბობტეილ გოგონას.

ᲖᲐᲞᲐ

  ლეგენდარული მუსიკოსი ფრენკ ზაპა კატის მოყვარული ადამიანი იყო. იგი ცნობილი გახდა თავისი ექსცენტრიულობით და მისი კატის სახელები – გორგონზოლა (AKA Gorgo), რედუნზელი (AKA Fightey Bitey) და მარსმოფიც, რა თქმა უნდა, ამას ასახავს. ზაპამ რამდენიმე სიმღერა დაწერა, რომელიც კატების სიყვარულს ეძღვნება, მათ შორის “Yo Cats”, “Aley Cat” და “Meow”. განურჩევლად იმისა, ზაპას ფანატიკოსი ხართ თუ უბრალოდ კატებზე გიჟდებით, ზაპა შეიძლება ორიგინალური და უცნაური არჩევანი იყოს თქვენი ბიჭი კნუტისთვის.

ᲖᲔᲞᲝᲚᲔᲚᲘ

  თუ თქვენ ოდესმე ყოფილხართ იტალიური ქუჩის ფესტივალზე, გეცოდინებათ, რომ საკვები აქ მთავარი მოვლენაა. ერთ-ერთი უგემრიელესი საჭმელი კი ზეპოლეა, შემწვარი ცომი, რომელსაც ზემოდან შაქრის ფხვნილი აყრია. ეს არის ფანელ ნამცხვრის იტალიური ვერსია და არცერთი მოგზაურობა გამოფენაზე არ არის სრულყოფილი მის გარეშე. ზეპოლელი საოცარი სახელი იქნებოდა პუდრისებრი თეთრი კნუტისთვის ან ნებისმიერი კატისთვის თეთრი ლაქებით.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲨᲐᲕᲘ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲑᲚᲔᲥᲯᲔᲙᲘ

  თუ გაგიმართლათ და იპოვეთ თქვენი ოჯახის ახალი წევრი შავი ბეწვით, ბლექ ჯეკი მხიარული სახელი იქნებოდა მისთვის. ბლექ ჯეკი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კატის სახელი იყო, რომელმაც ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმი თავის სახლად აქცია. ბლექ ჯეკის მიერ არჩეული ადგილი მუზეუმის სამკითხველო ოთახში მაგიდა იყო.

ᲙᲝᲡᲛᲝ

  თუ თქვენი კნუტის ბეწვი ღამის ცას მოგაგონებთ, შესაძლოა კოსმო საინტერესო არჩევნად ჩათვალოთ თქვენი შავი ბიჭი კატისთვის. სიტყვა კოსმოსი მომდინარეობს ძველი ბერძნული kosmos–დან, რომელიც თავდაპირველად “მოწესრიგებულ მოწყობას” ნიშნავდა, მაგრამ ეს სიტყვა განვითარდა და უკვე იგი ნიშნავს “სამყაროს” (განსაკუთრებით კი მოწესრიგებულ, ჰარმონიულ სამყაროს). თუ თქვენს შავ კნუტს თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიის განცდა მოაქვს, ეს სახელი შესანიშნავი არჩევანი იქნება მისთვის.

ᲯᲔᲢᲘ

  ჯეტი უნისექს სახელია თქვენი შავი კატისთვის. ეს სახელი მოდის ტერმინიდან “jet-black”, რაც ძვირფასი ქვის ჭავლიდან (ნახშირის ფორმა) მოსული შავი ელფერია. ეს სახელი ასევე შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა არადამჯერი გოგო კნუტისთვის, რომელსაც მბრძანებლური ხასიათი აქვს.

ᲛᲝᲠᲢᲘᲪᲘᲐ

  შავი კატის სახელების უმრავლესობა საშიშისკენ არის მიდრეკილი, რადგან კულტურული ცრურწმენები შავ კატებს ცუდ რეპუტაციას უქმნის. მორტიცია სახალისო არჩევანია შავ ბეწვიანი გოგო კატისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მორტიცია ადამსი “ადამსის ოჯახიდან”, საშიში შესახედაობის ჯადოქარი იყო, სინამდვილეში იგი წარმოუდგენლად მოსიყვარულე ცოლი და დედა იყო და, ამავდროულად, საოცრად ერთგული – თავისი ოჯახის მიმართ, რაც ამტკიცებს იმას, რომ გარეგნობა შეიძლება ცდებოდეს.

ᲜᲘᲥᲡᲘ

  ეს სახელი უნიკალური არჩევანია შავი კნუტისთვის, რომელსაც ქაოსისკენ აქვს მიდრეკილება. ნიქსი, ღამის ბერძენი ქალღმერთის, ქაოსის ქალიშვილია. ამბობენ, რომ ის ერთადერთი ქალღმერთია, რომლისაც ყოვლისშემძლე ზევსს ეშინოდა, ასე რომ, თუ თქვენ სასტიკი პატარა კნუტი გყავთ თქვენს სახლში, ნიქსი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა (და მიუხედავად იმისა, რომ ნიქსი ქალღმერთი იყო, სახელი შეიძლება იყოს უნისექსი).

ᲝᲜᲘᲥᲡᲘ

  მიუხედავად იმისა, რომ ონიქსის ქვები რამდენიმე განსხვავებულ ფერში გვხვდება, შავი ონიქსი არის ის სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ძვირადღირებულ სამკაულებში. ეს არის ქვა, რომელიც ერთდროულად ლამაზი და ძლიერია, ამიტომ ონიქსი შესანიშნავი სახელი იქნება შავი კატისთვის, რომელიც იგივე თვისებებით გამოირჩევა. ზოგიერთს სჯერა, რომ შავ ონიქსს აქვს დაცვის ძალა, ამიტომ ეს სახელი, ასევე, შესაფერისი არჩევანი იქნება ეზოს კნუტისთვის, რომელსაც უყვარს ეზოში სიარული და თავდამსხმელების დევნა.

ᲞᲝ

  ედგარ ალან პომ ამერიკულ გოთურ ლიტერატურაში დიდი წვლილი შეიტანა. მან, ასევე, დაწერა მოთხრობა სახელწოდებით “შავი კატა”, რომლის დეტალებისთვის დამახასიათებელია ძალიან დიდი სევდა. მიუხედავად ამისა, პო ძალიან კარგი და უნიკალური სახელია შავი კატისთვის (და განსაკუთრებით კარგი არჩევანია ვარსკვლავური ომების ახალი სკოლის პერსონაჟის პო დემერონის მოყვარულებისთვის).

Ტ’ᲩᲐᲚᲐ

  ეს არის სახელი, რომელიც სიტყვასიტყვით შეესაბამება მეფეს. მარველის “Black Panther”-ის გულშემატკივრებისთვის ტ’ჩალა ცნობილია, როგორც ვაკანდას მეფე (განასახიერებს გარდაცვლილი ჩადვიკ ბოსმენი), რომელიც საოცრად ერთგულია თავისი ოჯახისა და ხალხის მიმართ. ტ’ჩალა არის ძლიერი, მამაცი და თავდაჯერებული, ამიტომ იგი მოუხდებოდა შავ კატას, რომელიც თქვენი ციხესიმაგრის მეფეა.

ᲣᲠᲡᲣᲚᲐ

  მიუხედავად იმისა, რომ დისნეის “პატარა ქალთევზაში” მელნისფერი შავსაცეცებიანი ურსულა ბოროტმოქმედია, ის მაინც რჩება დისნეის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და საყვარელ პერსონაჟად, ბოლოს და ბოლოს, არიელს არავინ აიძულა ხმა წყვილი ფეხისთვის დაეთმო, რათა ვიღაც ბიჭისთვის თავი მოეწონებინა, ამიტომ ურსულა სუპერ სახელი იქნებოდა ინტელექტუალური და ცოტა თავხედი და ცბიერი გოგონა კნუტისთვის. 

ᲖᲝᲠᲝ

  ამ მღელვარე, შავებში ჩაცმული და თავზეხელაღებული პერსონაჟის სახელი შესანიშნავი იქნებოდა გარეთ ყოფნის მოყვარული და მოქნილი ბიჭისთვის, რომელსაც თავისი ხალხის დაცვა უყვარს. შრეკის ერთ–ერთი ფილმის “ჩექმებიანი კატის” პერსონაჟი პულპი შექმნილია ამერიკელი მწერლის ჯონსტონ მაკკალის ორიგინალური პერსონაჟის ზოროს მიხედვით, ფხიზელი ნიღბიანი, რომელიც კალიფორნიის უბრალო ხალხს იცავდა კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲜᲐᲠᲘᲜᲯᲘᲡᲤᲔᲠᲘ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲑᲚᲔᲘᲖᲘ

  თუ თქვენ გყავთ ნარინჯისფერი კნუტი ცეცხლოვანი ხასიათით, ბლეიზი შესაძლოა კარგი ვარიანტი იყოს მისთვის. ეს სახელი მშვენივრად მოერგება ნარინჯისფერი ბეწვის მქონე ნებისმიერ კატას, მაგრამ ეს სახელი, განსაკუთრებით, შესაფერისია ისეთი ჯიშებისთვის, როგორიცაა აბისინიური და სომალი, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ უფრო მოწითალო ბეწვი.

ᲑᲣᲢᲔᲠᲑᲝᲚᲘ

  თუ თქვენ გყავთ ფუმფულა ფორთოხლისფერი კატა, როგორიცაა რაგდოლი ან სპარსული, სახელი ბუტერბოლი საყვარელი არჩევანი იქნებოდა მისთვის. 

ᲩᲔᲓᲐᲠᲘ

  იმასთან ერთად, რომ ჩედარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელი ყველია მსოფლიოში, ის ასევე შესანიშნავი სახელი იქნებოდა ნებისმიერი ნარინჯისფერი კატისთვის. ალტერნატიულად, თუ თქვენ გყავთ ფორთოხლისფერი კატა თეთრი ზოლებით, რაც გავრცელებული ფერების კონბინაციაა ამერიკული მოკლებეწვიანისთვის, ბრიტანული მოკლებეწვიანისა და მუნჩკინებისთვის, შეგიძლიათ განიხილოთ, ასევე, გემრიელი კოლბი-ჯეკი.

ᲩᲔᲢᲝ

  ჩეტო ყველასთვის საყვარელი სასუსნავია, რომელიც, ასევე, შეუდერებელია, როგორც ნარინჯისფერი კატის სახელი. ყველაზე ცნობილი ნარინჯისფერი ჩიტო გვხვდება ფილმში “Gone Girl”. რეჟისორ დევიდ ფინჩერმა ბევრი ქება მიიღო კატა მსახიობისთვის, რომელზეც ფილმის DVD-ს კომენტარში განაცხადა, რომ „ჩიტოს სილამაზე იყო იქ, სადაც ჩიტოს დააყენებდი და იმ დღის განმავლობაშიც სწორედ იქ დარჩებოდა. ასე რომ, ჩეტოსთან გახანგრძლივებულობა არასოდეს ყოფილა პრობლემა.” ამიტომ თუ გყავთ ნარინჯისფერი კნუტი, რომელსაც უყვარს როდესაც ზის და ლამაზად გამოიყურება, ჩეტო შეიძლება იდეალური სახელი იყოს მისთვის.

ᲛᲐᲜᲒᲝ

  ამ ეგზოტიკური ხილისთვის დამახასიათებელია თავისი ტკბილი ფორთოხლის შიგთავსი, ამიტომ მანგო შესანიშნავი სახელი იქნებოდა თქვენი პატარა ნარიჯისფერი ფისოსთვის. სახალისო ფაქტი: მანგო ვენდი მასის 2003 წლის ახალგაზრდულ რომანში “A Mango Shaped Space” კატის სახელია, რომელიც გვიამბობს სინესთეზიით მცხოვრები მოზარდი გოგონას შესახებ.

ᲛᲐᲠᲘᲒᲝᲚᲓᲘ

  თუ გსურთ, რომ თქვენმა ნარინჯისფერმა კნუტმა მის ახალ სამუდამო სახლში იყვავილოს, თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ სახელი მარიგოლდი. ეს კაშკაშა და ხალისიანი ყვავილი გვხვდება ოქროსფერ და ნარინჯისფერ ფერებში, ასე რომ, არ აქვს დიდი მნიშვნელობა თვენი საყვარელი ცხოველი ღია ნარინჯისერ ფერებშია თუ – მუქ, მარიგოლდი ყველა შემთხვევაში იდეალურად მოერგება მას.

ᲜᲔᲛᲝ

  დისნეის კლასიკურმა “Finding Nemo”-მ ტიტულოვანი ნარინჯისფერ-თეთრი თევზი–კლოუნი ყველას შეგვაყვარა. ნემო არაჩვეულებრივი სახელი იქნებოდა დისნეის თაყვანისმცემლებისთვის, რომლებსაც ჰყავთ კნუტი ნარინჯისფერ და თეთრ ფერებში ნემოს ნაზი და ცნობისმოყვარე ბუნებით.

ᲒᲝᲒᲠᲐ

  გოგრა შესანიშნავი სახელი შეიძლება იყოს ორივე სქესის ნარინჯისფერი კატისთვის, ამიტომ თუ თქვენი ნარინჯისფერი საყვარელი ცხოველისთვის ეძებთ ისეთ სახელს, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ფერს, გოგრა შეიძლება შესაფერისი არჩევანი იყოს თქვენთვის.

ᲙᲔᲡᲝ

  კესო თქვენი ახალი ოჯახის წევრისთვის შესაძლოა შესანიშნავი სახელი იყოს. იგი განსაკუთრებით შეეფერება ჯიშებს, რომლებსაც ნარინჯისფერი ბეწვი აქვთ: სპარსული კატა, ამერიკული ბობტეილი, ბრიტანული მოკლებეწვიანი, მუნჩკინი, მეინ კუნი და აბისინიელი.

ᲣᲘᲖᲚᲘ

  ჰარი პოტერის ყველა გულშემატკივარი იცნობს ცეცხლოვან თმიან უიზლის ოჯახს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გყავთ რონისნაირი კეთილგანწყობილი ბიჭი, ფრედის და ჯორჯისნაირი მღელვარე მატყუარა, თუ ჯინისნაირი ჭკვიანი და რბილი ხასიათის მქონე გოგონა, სახელი უიზლი ნებისმიერი ტიპის ნარინჯისფერ კატას მოერგება, ბიჭს თუ გოგოს.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲗᲔᲗᲠᲘ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲑᲘᲐᲜᲙᲐ

  ბიანკა ელეგანტური სახელია თეთრი კნუტისთვის. ეს სახელი, bianca იტალიური წარმოშობისაა და ნიშნავს “თეთრს”, ეს კი შეეფერება მეფურ გოგონას, რომელიც პატარა პრინცესავით იქცევა. ბიანკა განსაკუთრებით საყვარელი იქნებოდა სპარსული კატისთვის, თურქი ანგორა ან რაგდოლი გოგოსთვის.

ᲥᲐᲠᲑᲣᲥᲘ

  თუ თქვენ თეთრი კნუტი გყავთ, რომელიც თქვენს სახლს ქარიშხალივით ატრიალებს, მაშინ შეიძლება მოგეწონოთ სახელი ქარბუქი. ეს უნისექს სახელი შეეფერება უსაზღვრო ენერგიის მქონე თეთრ კატას. 

ᲥᲝᲥᲝᲡᲘ

  ქოქოსის თეთრი შიგთავსის გემო დასასვენებელი ტროპიკული პლაჟებისა და ქოლგებით მორთული კოქტეილების ასოციაციას აღძრავს. თუ თქვენ გყავთ თეთრი კნუტი ცივი და გაწონასწორებული თვისებებით, ქოქოსი მისთვის საინტერესო არჩევანი იქნება. ეს ასევე სახალისო სახელია თეთრი კატისთვის, რომელსაც ყავისფერი ნლაქები აქვს, რადგან ქოქოსის ყავისფერი გარე გარსი მის ტკბილ შიგთავსს მალავს.

ᲥᲣᲚᲕᲘᲞᲘ

  კარგი იქნებოდა ისეთივე ტკბილი კატის ყოლა, როგორც ქულვიპის ათქვეფილი ტოპინგია, ასე რომ თუ თქვენ მართლაც გყავთ ტკბილი და საყვარელი კნუტი სრულიად თეთრი ბეწვით, ქულვიპი შეიძლება იდეალური ვარიანტი იყოს თქვენთვის.

ᲔᲒᲜᲝᲒᲘ

  ამ დღესასწაულის სასუსნავის ქონა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ, თუ თქვენ თეთრი კნუტი გყავთ. ეგნოგი ლამაზი სახელი იქნებოდა თეთრი კატისთვის, რომელსაც უყვარს მხიარული წვეულებები და არის მაღალი ენერგიის მქონე, მაგალითად, როგორიცაა თურქული ვანი, თურქული ანგორა, სფინქსი ან კორნული რექსი.

ᲰᲐᲚᲝ

  ზოგიერთი კნუტი პატარა ანგელოზს ჰგავს, რომელიც დედამიწაზე ჩამოაგდეს. თუ თქვენი ახალი თეთრი ოჯახის წევრიც ასეთივე ტკბილია და მხოლოდ სიყვარულს ასხივებს, ჰალო შესანიშნავი სახელი იქნება მისთვის. სახელი ჰალო, ასევე, შეიძლება მოეწონოთ  ბიონსეს თაყვანისმცემლებს მისი ამავე სახელწოდების მქონე სიმღერის გამო.

ᲔᲚᲕᲐ

  თუ თქვენ გყავთ ზედმეტად აქტიური თეთრი კნუტი, რომელიც ელვისებურად მოძრაობს, ეს სახელი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს მისთვის. გარდა იმისა, რომ ელვა შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი სქესის კატისთვის, ეს სახელი ასევე მოუხდება ენერგიულ და აქტიურ კატას. 

ᲞᲐᲚᲝᲛᲐ

  ეს სახელი მშვენიერი არჩევანია ნებისმიერი თეთრი გოგონა კატისთვის. პალომა არის ესპანური სიტყვა, რომელიც ნიშნავს “მტრედს”, ხოლო თეთრი მტრედები სიმბოლურად მშვიდობის, სიყვარულისა და ახალი წამოწყების სიმბოლოა. ეს იქნება განსაკუთრებული სახელი გადარჩენილი კატისთვის, როდესაც ის იწყებს ახალ ცხოვრებას, როგორც თქვენი ოჯახის წევრი.

ᲨᲐᲥᲐᲠᲘ

  თუ თქვენი თეთრი კნუტი შაქარივით ტკბილია, ეს სახელი შესაფერისი არჩევანი იქნება მისთვის, ასე რომ, თუ თქვენ გყავთ თბილი, ყურადღებიანი და მეგობრული კატა და გსურთ, რომ მისი სახელით ხაზი გაუსვათ ამ თვისებებს, შაქარი საინტერესო ვარიანტია ამისათვის. 

ᲘᲣᲙᲘ

  იუკი არის იაპონური სიტყვა და ნიშნავს როგორც “თოვლს”, ისევე “ბედნიერებას”, ასე რომ, ეს მშვენიერი სახელი იქნება ბედნიერების და იღბლის მომტანი თეთრი კნუტისთვის. ხოლო, თუ ამ ყველაფერთან ერთად თქვენ იაპონური ბობტეილი გყავთ, იუკი კიდევ უფრო მიმზიდველი არჩევანი იქნებოდა თქვენი საყვარელი კნუტისთვის.

ᲜᲐᲪᲠᲘᲡᲤᲔᲠᲘ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡ 10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ

ᲪᲘᲜᲓᲔᲠᲘ

  ეს უნისექს სახელი შესანიშნავი არჩევანია ნაცრისფერი კატებისთვის და უფრო საინტერესო ალტერნატივას ქმნის უფრო გავრცელებული სახელებისთვის, როგორიცაა ეში და სმოკი. თუ გყავთ გოგონა კატა და, ამავდროულად, დისნეის მოყვარული ხართ, ეს სახელი ასევე გაძლევთ შესაძლებლობა თქვენს გოგონას კონკიას მეტსახელიც უწოდოთ (Cinderella).

ᲔᲠᲚᲘ

  ერლ გრეის ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არჩევანია. ჩაის ეს სახელი ეწოდა ჩარლზ გრეის, მე-2 ერლ გრეის და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის საპატივსაცემოდ 1830-1834 წლებში. თუ თქვენ გყავთ ნაცრისფერი ბიჭი კნუტი, რომელსაც მეფესავით ეპყრობით, ერლი შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა მისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ბრიტანულ მოკლებეწვიანს “ბრიტანული ლურჯი” შეფერილობით: ლურჯი-ნაცრისფერი ბეწვი ნარინჯისფერი თვალებით.

ᲤᲠᲔᲘᲐ

  ფრეია ნაყოფიერების და შინაურობის სკანდინავიური ქალღმერთი იყო და მის ეტლს ორი ლურჯი-ნაცრისფერი კატა ატარებდა. ეს კატები იყო თორის, ჭექა-ქუხილისა და ელვის ნორვეგიული ღმერთის საჩუქარი ფრეიასთვის. ფრეია შესანიშნავი სახელი იქნებოდა ნებისმიერი კეთილშობილი და ლამაზი ლურჯ-ნაცრისფერი კატისთვის.

ᲒᲐᲜᲓᲐᲚᲤᲘ

  ბეჭდების მბრძანებლის ეს ცნობილი პერსონაჟი (ასევე ცნობილი როგორც განდალფ რუხი) არის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ჯადოქარი. განდალფი თქვენი ნაცრისფერი კნუტისთვის შესანიშნავი სახელი იქნებოდა, მაგრამ განსაკუთრებით მოუხდებოდა გადარჩენილ უფროს კატას, რომელიც გაბედული და ბრძენია. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, განიხილეთ უფროსი კატის აყვანაც, რადგან ბევრ ხანდაზმულს განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და ხშირად ისინი ახალგაზრდა კატებისა და კნუტების ფონზე შეუმჩნეველნი რჩებიან, რეალურად კი, მათ უდიდესი სიყვარულის მოცემა შეუძლიათ თქვენთვის.

ᲑᲐᲢᲘ

  კატის ნებისმიერ მშობელს, რომელსაც დროდადრო არაყის დალევა სიამოვნებს, შეიძლება მოეწონოს სახელი ბატი თავიანთი ნაცრისფერი კატისთვის (როგორც “Grey Goose”-ში). ბატი ასევე სახალისო არჩევანია მარველის თაყვანისმცემლებისთვის, რომლებმაც შეიძლება სახელი ბატი იცნონ, როგორც კეროლ დენვერსის კატის სახელი კაპიტან მარველში.

ᲒᲠᲘᲒᲘᲝ

  გრიგიო არის იტალიური სიტყვა და ნიშნავს ნაცრისფერს, ხოლო ღვინის მოყვარულთათვის ეს არის გემრიელი მთლიანობის ნახევარი, რასაც Pinot Grigio ეწოდება. რა თქმა უნდა, ეს თეთრი ღვინო არ არის ნაცრისფერი. Pinot Grigio-ს ასე მას იმიტომ ეწოდა, რომ მის დასამზადებლად გამოყენებული ყურძნის კანს (Pinot Gris-ის ჯიში) აქვს მოლურჯო-მონაცრისფრო ელფერი. ღვინის მოყვარულთათვის, რომლებიც მიირთმევენ იტალიური თეთრს, გრიგიო არის იდეალური სახელი მათი ნაცრისფერი კნუტისთვის.

ᲚᲐᲕᲐᲜᲓᲐ

  კატებში ბეწვის ერთ-ერთი უიშვიათესი ფერი იასამნისფერია (მას ასევე უწოდებენ ლავანდას). მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ღია და ოდნავ იასამნისფერ–ნაცრისფერია, ის რეალურად არის შოკოლადის საფარის გენის განზავების შედეგი, რაც თავისთავად შავი ბეწვის გენის იშვიათი მუტაციაა. თუ გაგიმართლა და იასამნისფერი გოგონა იპოვე, ლავანდა შეიძლება მისთვის საუკეთესო სახელი იყოს.

ᲛᲔᲠᲔᲓᲘᲢᲘ

  შონდალენდის ორიგინალური სატელევიზიო შოუს გრეის ანატომიის ფანები დაუყოვნებლივ დააკავშირებენ ნებისმიერ ნაცრისფერს შოუს მთავარ გმირ, მერედიტ გრეისთან. გრემის მფლობელი მომღერალი/სიმღერების ავტორი, ტეილორ სვიფტი, რა თქმა უნდა, ასე მოიქცა, როდესაც მან თავის საყვარელ შოტლანდიურ ფოლდს, მერედიტ გრეი დაარქვა. მიუხედავად იმისა, აირჩევთ მხოლოდ მერედიტს, თუ გამოიყენებთ სრულ სახელს, როგორც ეს სვიფტმა გააკეთა, მერედიტი მშვენიერი არჩევანი იქნება თქვენი ნაცრისფერი კნუტისთვის.

ᲡᲔᲠᲟᲐᲜᲢᲘ ᲞᲔᲞᲔᲠᲘ

  პეპერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელის არჩევანია ნაცრისფერი კატისთვის, მაგრამ შეგვიძლია ამ სახელის ცოტაოდენი წახალისება და სერჟანტი პეპერის არჩევა. კლასიკური როკის მოყვარულებმა იციან, რომ  ლეგენდარული “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band”-ის ალბომი იყო როკ-ენ-როლის სრული გადატრიალება, მაშ, თუ თქვენ The Beatles-ის მსმენელი ხართ თქვენს პატარა ნაცრისფერ კნუტს შეგიძიათ ამ ალბომისნაირივე მაგარი სახელი დაარქვათ.

ᲩᲠᲓᲘᲚᲘ

  თუ თქვენ გყავთ ნაცრისფერი კატა, რომელიც ყველგან მოგყვებათ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, შეიძლება ჩათვალოთ კიდეც, რომ პატარა ჩრდილი გყავთ. ჩრდილი შესანიშნავი არჩევანია ისევე როგორც გოგო ნაცრისფერი კნუტისთვის, ასევე – ბიჭისთვის. ეს სახელი მოუხდებოდა ისეთ კატას, რომელიც ვერ შორდება თავის ადამიანს და სულ მის გვერდითაა. ასეთი მოსიყვარულე ჯიშები კი არიან რაგდოლები, შოტლანდიური ფოლდები, მეინ კუნები, სპარსული კატები და ამერიკული მოკლებეწვიანები.

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲙᲐᲚᲘᲙᲝ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲙᲐᲚᲘᲝᲞᲔ

  ეს მშვენიერი სახელი იქნებოდა მოლაპარაკე კალიკო გოგონა კატისთვის. კალიოპე ერთ-ერთი ბერძენი მუზა იყო, ხოლო მისი სახელი ნიშნავს “ლამაზი ხმით”, ასე რომ, თუ თქვენ გყავთ მოლაპარაკე პატარა გოგონა, რომელიც თქვენს სახლს მელოდიური კნავილით ავსებს, ეს შესაფერისი არჩევანი იქნებოდა მისთვის.

ᲙᲐᲚᲔᲘᲓᲝᲡᲙᲝᲞᲘ

  კალიკო კატის ბეწვი ულამაზესია თეთრი, ყავისფერი და შავი ფერის კომბინაციითა და, ერთი შეხედვით, მათი გაუთავებელი მრავალფეროვნებით. კალეიდოსკოპი შესანიშნავი სახელი იქნება თქვენი ახალი კნუტის ბეწვის მშვენიერი ფერის ნიმუშების ხაზგასასმელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი უნისექსია, კალიკოს კატების აბსოლუტური უმრავლესობა გენეტიკის გამო მდედრობითი სქესისაა.

ᲝᲠᲘᲝᲚᲔ

  კალიკო მერილენდის შტატის კატაა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ თქვენი კატისთვის ფრინველის სახელის დარქმევა, ორიოლე არის მერილენდის სახელმწიფო ფრინველი. ეს სახელი განსაკუთრებით სახალისოა მერილენდერებისთვის და ვინ იცის ამ სახელის არჩევა შეიძლება ინსპირაია იყოს თქვენს კნუტსა და ჩიტებს შორის ხანგრძლივი მშვიდობისა.

ᲠᲝᲠᲨᲐᲮᲘ

  კალიკოს ფერების კომბინაცია ხშირად წააგავს მელნის შავ და ყავისფერ ლაქებს. თქვენი კალიკო კნუტისთვის რორშახის დარქმევა, რაც, ასევე, ცნობილი ფსიქოლოგიური მელნის ტესტის სახელია, ჭკვიანური არჩევანი იქნებოდა თქვენი კნუტისთვის თუ მასაც ასეთივე შავი და ყავისფერი ლაქები აქვს. 

ᲡᲐᲛᲝᲐ

  ყველას უყვარს Girl Scout ფუნთუშების სეზონი, სამოასი კი ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ორცხობილა კარამელშია დაფარული და ზემოდან მუქი შოკოლადის ზოლებითა და ქოქოსით არის დაფარული, მას აქვს სწორედ ისეთი ფერთა კომბინაცია, რომელსაც კალიკო კატების მოყვარულები მაშინვე ამოიცნობენ. მაშ, თქვენ შეგიძლიათ, რომ თქვენს ახალ კალიკო გოგონას ამ საკულტო ნამცხვრის სახელი დაარქვათ.

ᲡᲛᲝᲠᲘ

  ეს კლასიკური კოცონის სასუსნავი შესანიშნავი სახელი იქნებოდა თქვენი კალიკო კნუტისთვის. ორ კრეკერს შორის მოთავსებული შემწვარი მარშმლოუს და მდნარი შოკოლადის სასიამოვნო კომბინაცია, ყოველთვის სასიამოვნო წასახემსებელია მთელი ოჯახისთვის, ამიტომ თუ თქვენს ახალ კალიკოსაც ასეთივე სიამოვნება მოაქვს თქვენი ოჯახისთვის სმორი შეიძლება კარგი სახელი იყოს მისთვის.

ᲡᲜᲘᲙᲔᲠᲡᲘ

  სნიკერსი ყოველთვის სასიამოვნო წასახემსებელია და ეს საკულტო კანფეტი, რომელიც დამზადებულია ნუგას, კარამელის, არაქისის და რძის შოკოლადისგან, შესანიშნავი სახელი იქნებოდა კალიკოსთვის, რომელსაც შესაბამისი ფერები აქვს. თუ თქვენი კალიკო, ასევე არის ტკბილი და მთელი ოჯახისთვის სიამოვნების და სიყვარული მომტანი, სნიკერსი, ნამდვილად, შესანიშნავი არჩევანი იქნება მისთვის.

ᲢᲠᲘᲝ

  კალიკო კატები ძალიან ცნობილები არიან ნავიანთი სამი ფერის ბეწვით, შესაბამისად, ტრიო მშვენიერი სახელია მათთვის. ეს სახელი ხაზს გაუსვამს მათი თეთრი, შავი და ყავისფერი ფერების კომბინაციას. ტრიო ასევე იდეალური სახელი იქნებოდა თქვენი კატისთვის, თუ ის თქვენი ოჯახის მესამე ახალი წევრია.

ᲢᲕᲘᲥᲡᲘ

  ჩვენ ვიცით, რომ ახალი კნუტისთვის სახელის არჩევა დიდი გამოწვევაა შინაური ცხოველის მშობლებისთვის, ამიტომ სანამ ფიქრის პროცესში ხართ, თქვენ შეგიძიათ გაითვალისწინეთ სახელი ტვიქსი თქვენი კალიკოსთვის. ბისკვიტის ნამცხვრის, კარამელისა და რძის შოკოლადის კლასიკური კომბინაციით ტვიქსი შესანიშნავად ეხამება თქვენი კალიკოს ბეწვს. 

10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ ᲭᲠᲔᲚᲘ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ᲛᲐᲩᲕᲘ

  მაჩვი საყვარელი სახელია სკუმბრიისნაირი ორნამენტებიანი კატისთვის, რადგან მაჩვებს ბეწვზე მსგავსი ნიშნები აქვთ. ეს ასევე სახალისო სახელია, თუ “Breaking Bad”-ის მოყვარული ხართ და მოგწონთ ბაჯერი, რომელიც სულელია, მაგრამ, ამავდროულად, –გულშემატკივართა ერთ–ერთი საყვარელი პერსონაჟი (Badger, იგივე მაჩვი) .

ᲨᲢᲠᲘᲮᲙᲝᲓᲘ

  ეს ძალიან მაგარი და ორიგინალური სახელია, თუ თქვენ ზოლიანი და ჭრელი კატა გყავთ. დღეს უკვე ყველგან გავრცელებული შტრიხკოდი, რეალურად დაფუძნებული იყო მორზეს კოდზე, სქელი და თხელი ხაზებით, რომლებიც ცვლიდნენ წერტილებსა და ტირეებს. 

ᲙᲝᲜᲤᲔᲢᲘ

  მიუხედავად იმისა, რომ კონფეტი მხიარულებასთან და დღესასწაულთან არის კავშირში, ის ასევე არეულობასთან და სიჭრელესთანაც ასოცირდება, შესაბამისად, თუ თქვენ გყავთ მხიარულების მოყვარული კალიკო, რომელიც მიდრეკილია სახლის უწესრიგოდ დატოვებისკენ, კონფეტი შესაფერისი არჩევანი იქნებოდა მისთვის.

ᲭᲝᲠᲤᲚᲔᲑᲘ

  ჭორფლები ადამიანებზე საყვარელად გამოიყურება, მაგრამ ის კიდევ უფრო საყვარელი სახელი იქნებოდა ლაქებიანი ფისოსთვის. ეს ასევე შესანიშნავი არჩევანია “Lost”-ის თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც ფრეკლსის (Freckles იგივე ჭორფლები) იცნობენ, როგორც ქეითისთვის უსაყვარლესი შინაური ცხოველის სახელს.

ᲛᲐᲘᲝᲠᲘ

  ისეთი კატები, რომლებსაც გამორჩეული M- ფორმის ლაქა აქვთ შუბლზე, პრაქტიკულად მოითხოვს სახელს, რომელიც M ასოზე იწყება. მაიორი სახალისო არჩევანია ბიჭი კატისთვის, რომელიც თავაზიანი და გაწონასწორებულია.

ᲛᲐᲠᲛᲐᲠᲘᲚᲝ

  ეს სახელი შეესაბამება კატის თითქმის ნებისმიერი ბეწვის მოხატულობას, რადგან ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს მარმარილო ზოლებიანი, ლაქებიანი და წრისებრი ნიმუშებით. სახელი მარმარილო ცნობილი იუთუბერ Jenna Marbles-ის გამო გახდა, რომლის ჩიხუაუასაც მეტსახელად მარმარილოს ეძახიან, ამიტომ ეს სახელი შეიძლება შესანიშნავად მოუხდეს თქვენს ფისოსაც.

ᲜᲣᲓᲚᲡᲘ

  რამენიდან დაწყებული სპაგეტამდე დამთავრებული, ატრია ყველა ფორმით გემრიელია. ატრია შესანიშნავი სახელია ბიჭი ან გოგო ზოლიანი ან წრიული მოხატულობის მქონე კატისთვის, რომელიც, ასევე, უსაყვარლესია.

ᲭᲐᲕᲚᲘ

  ჭავლი კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია კლასიკური ან სკუმბრიის მსგავსი მოხატულობის მონე კატისთვის. ზოგირთი კატის მოხატულობა ხშირად წყნარ წყალზე შესხმულ ჭავლს ჰგავს, ასე რომ, ეს შესაფერისი სახელი იქნებოდა წყნარი ფისოსთვის, რომელსაც ენერგიის მოზღვავება აქვს ხოლმე.

ᲢᲐᲑᲘᲗᲐ

  სახელი ტაბიტა შესანიშნავი სახელია ნებისმიერი მოხატულობის მქონე გოგონა კატისთვის. ტაბიტა ჩვეულებრივი კატის სახელის გარდა, ასევე, იყო ანთროპომორფული კატის სახელი ბეატრიქს პოტერის ბევრ რომანში. პერსონაჟი ტაბიტა ტვიჩიტი ჭკვიანი და დამცველი დედა კატა იყო, ასე რომ, ეს შესაფერისი არჩევანი იქნება ჭკვიანი გოგოსთვის, რომელიც ძალიან ერთგულია.

ᲒᲠᲘᲒᲐᲚᲘ

  თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ კატის წრიული მოხატულობა გრიგალს წააგავს. სწორედ ამიტომ ეს სახელი შესაფერისი იქნებოდა ამ განსხვავებული ნიმუშის მქონე ნებისმიერი კატისთვის, განსაკუთრებით კი, უსაზღვრო ენერგიის მქონე ჯიშებისთვის, როგორებიცაა ამერიკული კულულები, ეგვიპტური მაუ, ოციკატი ან აღმოსავლური.

ᲡᲘᲐᲛᲘᲡ ᲙᲐᲢᲔᲑᲘᲡ 10 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲚᲘ

ᲙᲚᲔᲝᲞᲐᲢᲠᲐ

  სიამის კატა ტაილანდში სამეფო ოჯახის რჩეული ჯიში იყო. ისინი, სწორედ, ტაილანდში გამოიყვანეს პირველად (სიამური მომდინარეობს “Siam”, ტაილანდის ძველი სახელიდან). ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ სიამის კატა ერთ-ერთი ყველაზე მეფური გარეგნობის ჯიშია. სახელი კლეოპატრა (ანუ ნილოსის დედოფალი) იდეალურად გაუსვამს ხაზს თქვენი სიამის გოგონას სამეფო მემკვიდრეობას. 

ᲒᲔᲑᲘ

  სიამის კატა ერთ-ერთი ყველაზე ვოკალური ჯიშია და ისინი ყოველთვის აცნობებენ თავიანთ ადამიანებს, როდესაც მათ ყურადღება სურთ. თუ გყავთ მოლაპარაკე პატარა გოგონა, რომელიც გამუდმებით გელაპარაკებათ, გები (gab – იგივე ლაქლაქი) მისთვის საყვარელი არჩევანი იქნება.

ᲟᲐᲡᲛᲘᲜᲘ

  თქვენი გოგონა კნუტის ტაილანდური მემკვიდრეობის საპატივცემოდ, სახელი ჟასმინი მშვენიერი არჩევანია. უგემრიელესი და სურნელოვანი ჟასმინის ბრინჯი ძირითადად იზრდება ტაილანდში და იგი ტაილანდური სამზარეულოს ძირითადი ნაწილია. ეს სახელი ასევე შესანიშნავი ვარიანტია ალადინის პრინცესა ჟასმინის დისნეის თაყვანისმცემლებისთვის.

ᲙᲝᲙᲝ

  ლილიან ჯექსონ ბრაუნის სერიალში “კატა ვინც…” ორი სიამის კატადან ერთ-ერთს, კოკოს, აქვს მეექვსე გრძნობა, რომელსაც ის იყენებს თავისი ადამიანის დასახმარებლად, რათა ამოხსნას საიდუმლოებები. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში კოკო ბიჭია, სახელის გამოყენება თავისუფლად შეიძლება გოგო სიამის კატაზეც. 

ᲠᲔᲯᲘᲜᲐ

  ყველა კატის მშობელი თავის კნუტებს მეფე–დედოფალივით ექცევა. სიტყვა რეჯინა ლათინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს “დედოფალს”, ასე რომ, ეს სახელი შესაფერისი არჩევანია სამეფო სიამის გოგონასთვის, რომელსაც დედოფალივით ეპყრობიან.

ᲠᲔᲖᲔᲠᲤᲝᲠᲓᲘ

  თუ ამერიკის ისტორიის მოყვარული ხართ, თქვენთვის შეიძლება საინტერესო არჩევანი იყოს სახელი რეზერფორდი. პირველი სიამის კატა შეერთებულ შტატებში 1879 წელს ჩაიყვანეს და ის პრეზიდენტ რეზერფორდ ბ. ჰეისისა და მისი მეუღლის ლუსის საჩუქარი იყო ამერიკის კონსულისგან.

ᲡᲐᲤᲘᲠᲐ

  სიამის კატების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ნაწილი მათი ლამაზი ცისფერი თვალებია. საფირა (რომელიც ებრაულად ნიშნავს “საფირს”) მშვენიერი და უნიკალური არჩევანი იქნებოდა სიამის გოგოსთვის, რომელსაც სწორედ ამ ძვირფასი ქვის ფერის თვალები აქვს.

ᲡᲙᲐᲘ

  ყველა სიამის კატას აქვს ცისფერი თვალები ირისის ორ ფენაში (სტრომა და ეპითელიუმი) პიგმენტაციის ნაკლებობის გამო. ეს იწვევს მათი თვალების სიცისფრეს, იმავე მიზეზით, რატომაც ჩვენ აღვიქვამთ ცას ლურჯად. სკაი (Sky – იგივე ცა) შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა ნებისმიერი სიამის კატისთვის, განსაკუთრებით, თუ მეცნიერების მოყვარული ხართ (ან უბრალოდ ადამიანი, ვინც აფასებს კაშკაშა ლურჯი ცის სილამაზეს).

ᲡᲘᲜᲐᲢᲠᲐ

  ამ ლეგენდარულ ამერიკელ მუსიკოსს სიტყვასიტყვით მეტსახელად “ოლ’ ცისფერი თვალები” შეარქვეს, რადგან მისი თვალები უბრალოდ გასაოცარი იყვნენ. თუ თქვენ სიამის ბიჭი გყავთ ამ ჯიშის საფირმო ნიშნით, მომხიბლავი ცისფერი თვალებით, სინატრა შესაძლოა საუკეთესო სახელი იყოს მისთვის.

ᲣᲝᲠᲰᲝᲚᲘ

  ამერიკული პოპ-არტის მამა, ენდი უორჰოლი, კატების მოყვარული პიროვნება იყო. იგი განსაკუთრებულად სცემდა თაყვანს სიამის კატებს. მისი პირველი კატა იყო სიამის კატა სახელად ჰესტერი და ის, ასევე, ხშირად ხატავდა კატების ილუსტრაციებს. თუ ხელოვნების ისტორიის მოყვარული ხართ, უორჰოლი შესანიშნავი არჩევანი იქნება თქვენი ახალი სიამის ბიჭისთვის.