კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲤᲘᲥᲠᲝᲑᲗ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲙᲜᲣᲢᲘᲡ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲐᲖᲔ?

კნუტები

  ახალი კნუტის შემოყვანა თქვენს ცხოვრებაში შეიძლება განსაკუთრებული და ამაღელვებელი იდეა იყოს, მაგრამ, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უნდა განიხილოთ მრავალი საკითხი. თქვენ მოგიწევთ, რომ გახდეთ საყვარელ, ფუმფულა არსებაზე პასუხისმგებელი, რომელიც გაიზრდება ზრდასრულ კატად. ის კი მხოლოდ 20 წლამდე სიცოცხლეს შეძლებს. თუ თქვენ არ ხართ მზად ამ ვალდებულებისთვის, მაშინ კატა თქვენთვის შეიძლება არ იყოს საუკეთესო ვარიანტი.

დაიწყეთ რამდენიმე კითხვაზე ფიქრით:

  • არის თქვენი სახლი კატისთვის მოსახერხებელი?
  • წყნარ ქუჩაზე ცხოვრობთ თუ გადატვირთულ გზებზე? ამან შეიძლება გავლენა იქონიოს, კატაზე იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის კატა გყავთ, სახლის თუ ეზოსი.
  • შეგიძლიათ მაღალი ხარისხის საკვებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის ყიდვა ან შვებულებაში ყოფნისას თქვენი კატის ცხოველების სასტუმროში დატოვება?
  • შეგიძლიათ ვაქცინაციის, მედიკამენტების, სტერილიზაციის/კასტრაციის და ვეტერინარული ვიზიტების ხარჯების დაფარვა?
  • მზად ხართ კატის ყველანაირი საჭიროების დასაკმაყოფილებლად და მის მოსავლელად? დაიმახსოვრეთ, გრძელბეწვიანი კატები უფრო მეტ დროს მოითხოვენ და საჭიროებენ ყოველდღიურ მოვლას, რათა შეინარჩუნონ ლამაზი და ჯანმრთელი ბეწვი.
  • გაქვთ დრო და სურვილი იმისთვის, რომ თქვენს კნუტს მისცეთ სათანადო ყურადღება და სითბო, რომელიც მას სჭირდება?

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲙᲜᲣᲢᲘᲡ ᲡᲐᲮᲚᲨᲘ ᲛᲝᲧᲕᲐᲜᲐ

  დაფიქრდით ყველა ამ კითხვაზე და მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, ახალი კნუტის სახლში მოყვანა ამაღელვებელი და სასიხარულო მომენტი იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის, მაგრამ კნუტისთვის ეს შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, რადგან მას მოუწევს ოჯახის და ნაცნობი გარემოს დატოვება. საცხოვრებლის შეცვლა აუცილებლად გაადვილდება თქვენი კნუტისთვის, თუ წინასწარ მოემზადებით. ამისთვის დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა საჭირო აღჭურვილობა. პირველ რიგში, ეს მოიცავს კატის უსაფრთხო ტრანსპორტირებას. როდესაც აიყვანთ თქვენს კნუტს, სახლში წაყვანისას ის უნდა მოათავსოთ ცხოველებისთვის განკუთვნილ ჩანთაში ან ყუთში, რადგან მანქანაში გაშვებულმა კნუტმა შეიძლება ადვილად გამოიწვიოს უბედური შემთხვევები. როდესაც სახლში დაბრუნდებით, მისთვის მოაწყეთ მშვიდი ადგილი, როგორიცაა წყნარ ადგილას მდებარე ყუთი ან კალათა თბილი საბანით, თუმცა, სავარაუდოა, რომ პირველი რამდენიმე დღე თქვენმა ახალმა კნუტმა სხვა პატარა დამალული ადგილები მოძებნოს. დარწმუნდით, რომ წყლისა და საკვების თასები ადვილად მისადგომ ადგილასაა მოთავსებული, სადაც კნუტს შეეძლება დაუბრკოლებლად ჭამოს და აკეთოს თავისი საქმე. შესაფერისი სათამაშოები დაგეხმარებათ თქვენს კნუტთან კარგი ურთიერთობის და კავშირის დამყარებაში. ძვირადღირებული სათამაშოები არ არის საჭირო, რადგან თქვენი კატა სიამოვნებით დაედევნება ლენტის ნაჭერს, ძაფებს ან დახვეულ ქაღალდსაც კი. თუ თქვენი კნუტი გრძელთმიანია, რბილი ჯაგრისი მის დასავარცხნად ყველაზე შესაფერისი იქნება, რათა მარტივად მიეჩვიოს მოვლის რუტინას, რომელიც მისი ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება.

  აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება ხოლმე, არის კატის საკაწრი. თუ ამ ნივთს არ გაითვალისწინებთ, თქვენი კნუტი მალე იპოვის სხვა ადგილებს დასაკაწრად, მათ შორის თქვენს ავეჯსა და ფარდებს.

ᲡᲝᲪᲘᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲐ

  გსმენიათ ოდესმე გამოთქმა “ცნობისმოყვარეობამ კატა მოკლა”? ეს ფრაზა ნამდვილად აღწერს კატების ხასიათს, რადგან ისინი განსაკუთრებულად ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მოყვარული ცხოველები არიან, მაგრამ, როგორც წესი, ეს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა არ იწვევს რაიმე ბოროტებას. კატები არიან მოქნილები, ბუნებრივი მთამსვლელები, მკვლევარები და სწრაფად სწავლობენ. ამის გამო, როგორც კი ისინი ახალ სახლში დასახლდებიან, მათ სავარაუდოდ ბევრი ცელქობა მოუნდებათ. სანამ თქვენი კნუტი ჯერ კიდევ სახლშია, შესანიშნავი იქნებოდა მათთვის რაც შეიძლება მეტი ახალი გამოცდილების, ადამიანის და სუნის გაცნობა, მათ შორის ყოველდღიური ნივთების, როგორიცაა ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მტვერსასრუტიმაგრამ, ამავდროულად,  დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს კნუტს მისცეთ „გასაქცევი გზის“ ქონის უფლება თავის საწოლში ან წყნარ ადგილას იმ შემთხვევისთვის, თუ შეშინდება.

  ხალხისთვის მისი გაცნობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ იმდენ ადამიანს მისცეთ თქვენს კნუტთან ურთიერთობის საშუალება, რამდენის ხელის მოკიდებითაც და მოფერებითაც იქნება კმაყოფილი. თქვენ არასოდეს არ უნდა აიძულოთ მას სხვასთან მისვლა, თუ მას ეს არ სურს, ხოლო თუ სახლში სხვა შინაური ცხოველები ცხოვრობენ, მაშინ მათ აუცილებლად უნდა გააცნოთ ერთმანეთი სახლში მოყვანისთანავე. განურჩევლად იმისა, თუ რომელ სხვა სახეობებთან ერთად იცხოვრებს თქვენი კნუტი, მიზანშეწონილია, რომ არასოდეს დატოვოთ ისინი მარტო, ზედამხედველობის გარეშე მანამ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს ერთმანეთთან
.

ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ

  სავარაუდოდ, რამდენიმე წესის დაწესება თავიდანვე მოგიწევთ თქვენი კნუტისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა: ფარდაზე აძრომა, ავეჯის დაკაწვრა და დახლიდან საკვების მოპარვა. თქვენი კნუტი თავიდანვე შეეცდება ეს ქცევები რამდენადაც შეეძლება ისე განახორციელოს თავისი ბუნებიდან გამომდინარე, თუმცა, თუ არის ქცევა, რომლის შეწყვეტაც გსურთ, სცადეთ ხელებით მოკლე და მკვეთრი ტაში და ხმამაღალი “არა”. ის მალე მიხვდება თქვენს მოთხოვნას თქვენი თანმიმდევრული რეაქციით მის ქცევებზე. არავითარ შემთხვევაში არ დაარტყათ თქვენს კნუტს.


ᲙᲕᲔᲑᲐ

  კატები სპეციალიზირებული ხორცისმჭამელები არიან და მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ცილოვანი დიეტა. არსებობს სპეციალური ცილა სახელად “ტაურინი”, რომელიც მხოლოდ ხორცში გვხვდება. ეს ინგრედიენტი კი აუცილებელია კატის ჯანმრთელობისთვის და გვხვდება ყველა კარგი ხარისხის კატის საკვებში. თუ კნუტს არ მიეწოდება ტაურინი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები, მათ შორის გულის და თვალის პრობლემები. არასოდეს აჭამოთ თქვენს კატას ძაღლის საკვები ან ნახშირწყლები, რადგან იგი შეიძლება იყოს მშრალი ან სველი საკვების სახით, ეს კი ჩვეულებრივ დამოკიდებულია კატის ან კნუტის უპირატესობებზე. მშრალ საკვებს აქვს ის უპირატესობა, რომ მისი ჭამა არის მარტივი, მოსახერხებელი და ასევე იგი ხელს უწყობს კბილების კარგი მდგომარეობაის შენარჩუნებას.

  თქვენ მიერ არჩეულ კნუტის საკვებს შეფუთვაზე ექნება ის მითითებები, რომლებიც ინფორმაციას მოგაწოდებენ საჭმლის საჭირო რაოდენობასა და ყოველდღიური კვების შესახებ, ამიტომ ყურადღებით მიჰყევით მათ.

  თქვენს კნუტს ყოველდღიურად უნდა მისცეთ სუფთა და ახალი წყალი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კატას აქვს დანიშნული მშრალი საკვები დიეტა.

  თუ თქვენ აპირებთ თქვენი კნუტისთვის სასუსნავის მიცემას, აუცილებლად დაიცავით ზომიერება და დარწმუნდით ამ სასუსნავის სიჯანსაღეში.

ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

  როდესაც თქვენს ახალ კნუტს სახლში მოიყვანთ, მისი ჯანმრთელობის შესამოწმებლად ყველაზე კარგი გზა ვეტერინარებთან ვიზიტია, თუმცა კარგ მეცხოველეს, კნუტი ვეტერინართან ერთხელ მაინც ეყოლება მიყვანილი, განსაკუთრებით კი შემოწმებული ეყოლება ჯანმრთელობის ისეთ პრობლემაზე, რომლისკენაც ეს კონკრეტული ჯიში შეიძლება იყოს მიდრეკილი. კნუტებს რუტინული ვაქცინაციის გაკეთება შეუძლიათ ნებისმიერ დროს, დაახლოებით 8 ან 9 კვირის ასაკიდან, მეორე ვაქცინაცია კი ქინა ვაქცინაციიდან 3 კვირის შემდეგ. ეს ვაქცინაციები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი კნუტი სხვადასხვა დაავადებისგან. ეს ასევე კარგი დროა იმისათვის, რომ თქვენს ვეტერინარს ჰკითხოთ რჩევები შიდა და გარე პარაზიტების შესახებ. რწყილებს, ტკიპებს, ტილებს და მატლებს შეუძლიათ, რომ თქვენს კნუტს დისკომფორტი შეუქმნან, ამიტომ უმჯობესია მსგავსი პრობლემის პრევენცია მოახდინოთ მათ გაჩენამდე. არსებობს სხვადასხვა სახის მკურნალობა, ხოლო ის თუ რომელია საუკეთესო თქვენი კნუტისთვის ამის თქმა თქვენს ვეტერინარს შეუძლია.

  ვეტერინარს ასევე შეუძლია თქვენი კნუტისთვის მიკროჩიპის გაკეთება. ეს არც თუ ისე ძვირიანი პროცედურაა და, ამავდროულად, არის ძალიან კარგი გზა, რათა მშვიდად იყოთ, როცა თქვენი კნუტი გარეთ სამყაროს შესწავლასა და კვლევას დაიწყებს.

  და ბოლოს, როდესაც კნუტი საკმარისად მომწიფდება, გახსოვდეთ, რომ გაესაუბროთ თქვენს ვეტერინარს სტერილიზაციის ან კასტრაციის შესახებ. მსოფლიოში ძალიან ბევრი არასასურველი და უსახლკარო კატა ასრებობს, ამიტომ თუ არ გსურთ, რომ თქვენც მიამატოთ ასეთი ტიპის კატები უკვე არსებულ არასასურველი კატების რიცხვს ან თუ არ აპირებთ თქვენი კატის გამრავლებას, აუცილებელია, იმოქმედოთ ამ გზით. სტერილიაზაცია/კასტრაცია იშვიათად აყენებს ზიანს კატის ჯანმრთელობას ან ქცევას და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს თქვენს ვეტერინართან საუბრით.

ᲢᲣᲐᲚᲔᲢᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ

  კნუტების უმეტესობისთვის, როგორც ბუნებრივად სუფთა ცხოველებისთვის ძალიან ადვილია ტუალეტის სწავლება. კატის ტუალეტი უნდა განთავსდეს წყნარ და ადვილად მისადგომ ადგილას. თქვენ პერიოდულად უნდა ჩასვათ თქვენი კნუტი თავის ტუალეტში, გაღვიძების შემდეგ და ყოველი ჭამის შემდეგ. ის მალევე მიეჩვევა ამ რუტინას და უკვე თავისით დაიწყებს ტუალეტის გამოყენებას ყველა შემთხვევაში, როდესაც მის საჭიროებას იგძნობს.

  კნუტს შეიძლება ერჩივნოს სხვადასხვა სახის ტუალეტი, ამიტომ შეგიძლიათ ჩაატაროთ ექსპერიმენტები და სცადოთ თიხის, ნიადაგის, ქვიშისა და ცხოველთა მაღაზიის ტუალეტი, რომ იპოვოთ რომელია მისთვის უფრო მოსახერხებელი.
.

ᲙᲜᲣᲢᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲗ ᲒᲐᲨᲕᲔᲑᲐ

  იდეალურ შემთხვევაში, კატები არ უნდა გაუშვათ გადატვირთული გზის მახლობლად, სადაც ბევრი მოძრაობაა. იგი შეიძლება მარტივად მოყვეს უბედურ შემთხვევაში ან თავად გამოიწვიოს ავარია. თქვენი კნუტი არ უნდა გაუშვათ გარეთ ვაქცინაციის კურსის დასრულებიდან მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 13-14 კვირის ასაკამდე. აირჩიეთ მშრალი დღე მისი პირველი გარე თავგადასავლებისთვის. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი დრო მასთან გასატარებლად, რათა მიეჩვიოს იმ სანახაობებს, ხმებსა და სუნებს, რომლებსაც ის განიცდის. დაიმახსოვრეთ, ეს ყველაფერი მისთვის ახალია და შეიძლება შეშინდეს, ასე რომ არ აიძულოთ არაფერი. თუ თქვენ გაქვთ ბაღი, თან ახლდით მას, ეთამაშეთ და მიეცით ნება, რომ დაისვენოს. ის შეიძლება გამოგყვეთ კიდეც და დარწმუნდეს, იცის თუ არა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს სახლში. რეკომენდირებულია, რომ არ დატოვოთ თქვენი კნუტი გარეთ მარტო 6 თვის ასაკამდე. ასევე სასურველია თქვენი კნუტის სტერილიზაცია/კასტრაცია, სანამ გარეთ გაუშვებთ. კატები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ ძალიან ადრეულ ასაკში, დაახლოებით 5-დან 8 თვის ასაკში, შესაბამისად ამ გზით, შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ თქვენი კატის დაორსულების რისკი.

ᲓᲐ ᲑᲝᲚᲝᲡ…

  საბოლოოდ, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და ისიამოვნოთ ახალი კნუტის ყოლით, რადგან წინ კარგი და მხიარული თავგადასავლები გელოდებათ. რა თქმა უნდა, შეიძლება მოგიწიოთ მძიმე ან სევდიანი დროის გავლაც, ასე რომ ყოველთვის გახსოვდეთ მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტეთ კნუტის შემოყვანა თქვენს ცხოვრებაში და ისიამოვნეთ მისი მთელი სიყვარულითა და ყურადღებით, რომელსაც ის გთავაზობთ.