ᲙᲐᲢᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ
რეგულარული მოვლა ყველა კატას სჭირდება, თუმცა გრძელბეწვიანი კატის ჯიშის ბეწვს გაცილებით მეტი ყურადღების დათმობა სჭირდება, ვიდრე მოკლებეწვიანი კატისას. კატები ბუნებრივად ძალიან სუფთა ცხოველები არიან და მათ უყვართ კიდეც დაბანა, მაგრამ ფხვიერმა თმამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ბეწვის დაგროვება, როგორც გრძელბეწვიან, ასევე მოკლებეწვიან კატებში, რამაც ყველაზე ცუდ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვოს კუჭ–ნაწლავის დაბლოკვა, ხოლო თუ ბეწვი დროულად არ გამოიდევნა ორგანიზმიდან. თქვენი კატა, ალბათ, დიდი სიამოვნებით გაატარებდა თქვენთან ერთად დამატებით დროს, ამიტომ კარგი იდეაა, რომ იგი პატარა ასაკიდანვე მიაჩვიოთ თქვენთან ერთად დავარცხნას და დაბანას. სანამ კატის ბეწვს გაასუფთავებთ, თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ რწყილების ან პარაზიტების რაიმე ნიშნები.
მოკლებეწვიანი კატებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინის სავარცხელი საკმაოდ მკვრივი, რეზინის ჯაგარით, თუმცა ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ, რათა თქვენს კატას არ მოაცილოთ ზედმეტი თმა. ეს რუტინა უმჯობესია გაიმეოროთ 1-2 კვირაში ერთხელ, შუალედებში კი, სანამ ბეწვი გაშრება, შეგიძლიათ თქვენს კატას ნესტიანი ხელებით მოეფეროთ, რათა მოაშოროთ ზედმეტი ფხვიერი თმა.
გრძელბეწვიან ჯიშებს ყოველდღიურად სჭირდებათ მოვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ბეწვი შეიძლება ჩახლართული ან აწეწილი გახდეს, ასეთ თმასთან გამკლავების ერთადერთი გზა კი ჩახლართული თმის მოჭრაა. მაგრამ თუ თქვენს კატას ბეწვს ყოველდღიურად დავარცხნით ფართოკბილიანი ლითონის სავარცხლითა და ბუნებრივი ჯაგარის მქონე ჯაგრისის გამოყენებით, მაშინ მსგავსი პრობლება არ შეგექმნებათ. გრძელბეწვიან კატებს, როგორც წესი, ზამთარში უფრო სქელი ბეწვი აქვთ, რაც ხელს უწყობს წყლის უფრო დიდხანს შენარჩუნებას, ამიტომ ბეწვს აუცილებლად დააცადეთ, რომ მთლიანად გაშრეს, სანამ მის დავარცხნას შეეცდებით.
კატის დაბანა, ჩვეულებრივ, საერთოდ არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, გამოიყენეთ სპეციალურად კატებისთვის შექმნილი შამპუნი. კატის დაბანისას ხშირად უფრო მარტივია კატის წყლის თასთან დაყენება, ვიდრე მისი დაყოლიება, რომ აბაზანაში ჩაჯდეს. აუცილებლად დაგჭირდებათ უამრავი პირსახოცის მომზადება და, თუ შესაძლებელი იქნება, კიდევ ერთი წყვილი დამხმარე ხელი. ბეწვის გასაშრობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენი, მაგრამ დააყენეთ ყველაზე დაბალ პარამეტრზე და დაუყოვნებლივ გამორთეთ, თუ კატას ეს შეაშინებს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი კატა რატომღაც დაფარულია ისეთი ნივთიერებით, როგორიცაა მაგალითად ზეთი, მაშინვე წაიყვანეთ იგი თქვენს ვეტერინართან, რადგან თავად ნივთიერება შეიძლება კატისთვის მომწამვლელი იყოს. ნებისმიერი ხსნარი, რომელიც დამზადებულია ადამიანის ჭუჭყიანი ხელების გასაწმენდად, ზიანს აყენებს თქვენს კატას.
თქვენი კატის ბეწვის მოვლის გარდა, აუცილებელია, რომ შეამოწმოთ მათი ყურები (მათ შორის შესაძლო ტკიპების მოძებნა), თვალები და ცხვირი. რექსის და სფინქსის კატებს, რომლებსაც დამცავი თმები აქვთ სახეზე, უნდა შეუმოწმოთ ყურები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ცვილის, ჭუჭყისა თუ უცხო საგნების დაგროვება. გრძელბეწვიან კატებს ზოგჯერ აქვთ გამჭვირვალე, ოდნავ წებოვანი გამონადენი თვალებიდან. ამის მოშორება შეიძლება ბამბით, ძალიან სუსტი მარილიანი ხსნარისა და თბილი წყლის გამოყენებით ან კი სპეციალური საწმენდით, რომელიც შინაური ცხოველების მაღაზიაში იყიდება. ზოგიერთ მოკლებეწვიან კატას, განსაკუთრებით კი ფერმკრთალი ბეწვის მქონეებს, თვალების კუთხეში ხშირად მუქი ჭუჭყი უგროვდება და ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლება ზუსტად იმავე გზით, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ.
ზოგიერთ კატას (ჩვეულებრივ, მაგრამ არა ყოველთვის, ახალგაზრდა „მთელ“ კატას, და არა, კასტრირებულს) უჩნდება ცხიმიანი შავი ლაქები სახეზე და ნიკაპზე, ზოგჯერ კი კუდზეც, რაც ცნობილია როგორც „კატების აკნე“. თუ ეს პროობლემა რთულ ფორმაშია თქვენს ვეტერინარს შეუძლია ამისთვის შემოგთავაზოთ სპეციალური მკურნალობა, თუმცა საკმაოდ ხშირად ამ პრობლემას თინეიჯერებისთვის განკუთვნილი მსუბუქი მკურნალობაც შველის. როგორც ადამიანების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ გამოყენებულ ხსნარებზე ალერგიულ რეაქციას შეამჩნევთ.
ეზოს კატები, როგორც წესი, ხეებსა და მცენარეებს კლანჭებს „აჭედებენ“ სიმაღლის შესანარჩუნებლად, მაგრამ იმ კატებს, რომლებიც ძირითადად სახლში ატარებენ დროს და რომლებიც არ იყენებენ საკაწრ ხელსაწყოს, შეიძლება დასჭირდეთ კლანჭების შესწორება. ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ კატებს, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი კლანჭების ისე გამოყენება, როგორც პატარაობისას, ხოლო თუ მათ კლანჭებს შეუმჩნევლად დატოვებთ, ისინი შეიძლება თათებში ჩაიზარდოს. კატების კლანჭები საკმაოდ ხისტია, ამიტომ თქვენ მოგიწევთ სპეციალური საჭრელის ყიდვა თქვენი ვეტერინარისგან ან შინაური ცხოველების მაღაზიიდან – ჩვეულებრივი მაკრატელი ან ადამიანის ფრჩხილის საჭრელი არ იქნება შესაფერისი არჩევანი. თუ თქვენს კატას სახლში მოყვანამდეც აჭრიდნენ კლანჭებს, მაშინ ისინი, სავარაუდოდ, დიდ წინააღმდეგობას არ გაგიწევენ, თუმცა ხშირად უფრო ადვილია, რომ თქვენი კატა ვინმეს დააჭერინოთ, რათა კონცენტრირება თქვენს საქმეზე მოახდინოთ. მთავარი არის თქვენი კატის კლანჭის მხოლოდ წვერის მოჭრა – იზრუნეთ, რომ არ გადახვიდეთ ვარდისფერ ფრჩხილისზედა ფირფიტაზე, რომლის მოჭრის შემთხვევაშიც შეიძლება დააზიანოთ თქვენი კატის ბრჭყალები და გამოიწვიოთ სისხლდენა.