კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲧᲕᲐᲜᲐ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲬᲚᲔᲑᲨᲘ

პატარა და დიდი კატა

  ჩვენი კატა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ყველანაირ ასაკში გვიყვარს. დროთა განმავლობაში, შინაური ცხოველების პატრონები ვსწავლობთ, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს კატებზე პატარაობიდან ხანდაზმულ ასაკამდე, ვიგებთ ყველა ასპექტს სტერილიზაციის, ბანაობის, ვაქცინების, წონის მენეჯმენტისა და საკვების პრეფერენციების შესახებ. სწორედ ამ პროცესების განმავლობაში ვხვდებით, რომ არსებობს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, რომელსაც კატები გადიან, რაც მოითხოვს მათზე ზრუნვას ახალი გზებით. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია უფრო მარტივად გავიგოთ ჩვენი კატების განვითარება, როდესაც ზოგადი წარმოდგენა გვაქვს იმის შესახებ, თუ რა არის მათი ასაკი ადამიანის წლებთან მიმართებაში.

ᲒᲐᲓᲐᲘᲧᲕᲐᲜᲔ ᲨᲔᲜᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲡᲐᲙᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲬᲚᲔᲑᲨᲘ

  არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც კატის მფლობელებს საშუალებას აძლევს გადაიყვანონ თავიანთი შინაური ცხოველის ასაკი, ხოლო ერთ–ერთი მეთოდი მოიცავს საშუალო მაჩვენებლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვითარების ეტაპები ყველა კატაში განსხვავდება. ზოგიერთი სუფთა ჯიშის კატა, როგორიცაა მეინ კუნი, ბევრად უფრო ნელა მწიფდება, ვიდრე სხვა სახეობები და სრულ განვითარებას სამ ან ოთხ წლამდე არ აღწევენ. ადამიანების მსგავსად, კატების დაბერება დამოკიდებულია გენეტიკაზე, დიეტაზე, ვარჯიშზე, გრუმინგსა და ვეტერინარულ მოვლაზე. მაგალითად, კნუტი შეიძლება იყოს ექვსი ან შვიდი კვირის, მაგრამ ფიზიკურად ბევრად უფრო უსწრებდეს ამავე ასაკის ადამიანს.

  მიუხედავად დიაგრამის საშუალო მაჩვენებლებისა, მაინც ღირს დაახლოებით იმის გაგება, თუ რამდენი წლისაა თქვენი საყვარელი კატა ადამიანურ წლებში, რისი გამოთვლაც ასე შეგიძლიათ:

  • პირველ რიგში, თქვენი კატის ცხოვრების პირველი წელი ჩათვალეთ, როგორც ადამიანის 15 წელი. 
  • შემდეგ მეორე წელს დაამატეთ 9 წელი. მაგალითად, 2 წლის კატა ადამიანურ წლებში, დაახლოებით, იქნება 24 წლის. 
  • შემდეგ თქვენი კატის ცხოვრების ყოველი მომდევნო წლისთვის დაამატეთ 4 ადამიანის წელი.

ᲐᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲔᲚᲘᲡ ᲓᲐᲑᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲘ

  ადამიანურ წლებში თქვენი კატის ასაკის გამოთვლისას მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი კატის ასაკზე ადამიანის ასაკთან შედარებით. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ცვლადებს, როგორიცაა გენეტიკა, დიეტა, გარემო და ფიზიკური და სამედიცინო მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება არ გქონდეთ თქვენი კატის გენეტიკაზე ინფორმაცია, თქვენ შეგიძლიათ სხვა ფაქტორების კონტროლი, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი კატის დაბერების პროცესზე. მაგალითად, თუ თქვენ გყავთ ზრდასრული კატა, სასურველია, რომ იგი უზრუნველყოთ სპეციალური საჭიროებებით ყოველკვირეული ფიზიკური ვარჯიშის, თმის დავარცხნის, კბილების ყოველდღიური გახეხვისა და სათანადო კვების სახით.

  თუმცა, თუ გყავთ კნუტი, პირველი რვა კვირის განმავლობაში შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ განვითარების ძირითად ეტაპებს. პირველ კვირას თქვენ ნახავთ, რომ თქვენი კნუტი დაიბადა დახუჭული თვალებითა და დაკეცილი ყურებით. დაახლოებით მესამე დღეს უნდა ელოდოთ ჭიპლარის ჩამოვარდნას. შვიდი დღის შემდეგ წონა გაორმაგდება. დარწმუნდით, რომ მეორე კვირაში თქვენი კნუტის თვალები ღიაა და სარძევე კბილების ფორმირება დაიწყო. მესამე კვირაში ყურები წვეტიანი გახდება და კნუტი დაიწყებს გარემოს შესწავლას. მეოთხე კვირას თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ კიდევ რამდენიმე კბილის ამოსვლას და უკეთეს სმენას. მეხუთედან მერვე კვირამდე, სავარაუდოდ, თქვენი კნუტი სრულად შეძლებს დანახვას, შეეცადეთ მას მისცეთ მყარი საკვები. ამ დროის განმავლობაში თქვენ უნდა მოემზადოთ თქვენი კნუტის პირველი ვაქცინაციისთვის.

ᲐᲡᲐᲙᲘᲡ ᲘᲜᲓᲘᲙᲐᲢᲝᲠᲔᲑᲘ

  თქვენი კატის ასაკის განსაზღვრა, როგორც წესი, არ არის პრობლემა, თუ იგი დაბადებიდან გყავთ. თუმცა, თუ იგი ქუჩიდან აიყვანეთ, მის ასაკზე ვერ იქნებით დარწმუნებულები. პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, არის კბილების დათვალიერება. მაგალითად, თუ ხედავთ სარძევე კბილებს, ეს სავარაუდოდ კნუტია. თუმცა, თუ შეამჩნევთ, რომ კბილებს ფერი აქვს შეცვლილი, სავარაუდოა, რომ თქვენი კატა არის ზრდასრული.

  თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ სქესობრივი სიმწიფის დამატებითი ნიშნები. თუ მამრ კატას უჩანს სათესლე ჯირკვლები, ის სავარაუდოდ 5 თვის ასაკშია და განიცდის პუბერტაციას. მდედრი კატები დაახლოებით ამ ასაკში განიცდიან სიცხეს, რომლის დანახვასაც აუცილებლად შეძლებთ. ასევე, მოძებნეთ სხვა ნიშნები, როგორიცაა ბეწვისა და თვალების განვითარება.

ᲠᲐᲛᲓᲔᲜ ᲮᲐᲜᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲘᲪᲝᲪᲮᲚᲝᲡ ᲨᲔᲜᲛᲐ ᲙᲐᲢᲐᲛ

  ექვს თვემდე თქვენი შინაური ცხოველი კნუტად ითვლება. შემდეგ ის ორ წლამდე უმცროს ასაკშია. დაახლოებით სამიდან ექვს წლამდე, თქვენი კატა გადადის განვითარების პირველ წლებში, სანამ მომწიფებულ ასაკში გადავა, რომელიც, დაახლოებით, შვიდიდან ათ წლამდე პერიოდია. როდესაც თქვენი კატა საბოლოოდ მიაღწევს თავის ზრდასრულ ასაკს (11-დან 14 წლამდე), მოვლა უფრო და უფრო მკვეთრად იცვლება. სინამდვილეში, თქვენი კატის ცხოვრება უფრო მეტად იცვლება გერიატრიულ სტადიაზე, როდესაც იგი აღწევს 15 წელს.

  სწორი ცხროვრების წესიდან გამომდინარე თქვენს კატას შეუძლია დიდხანს იცოცხლოს. მაგალითად, გასათვალისწინებელია თქვენი კატა სახლის არის თუ ეზოსი. ზოგიერთი ეზოს კატა, დაახლოებით, ოთხიდან ხუთ წლამდე ცხოვრობს, ხოლო სახლის კატების უმეტესობა 13-დან 17 წლამდე ცხოვრობენ. ამის მიუხედავად, არ არის უჩვეულო, რომ შიდა კატამ 20 წლამდე იცოცხლოს. თუმცა, თუ თქვენი კატა ჭარბწონიანია, ის სავარაუდოდ 12-დან 15 წლამდე იცოცხლებს.