კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲓᲐᲑᲐᲚᲘ ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲛᲥᲝᲜᲔ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲯᲘᲨᲔᲑᲘ ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲣᲚᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

ნაკლებად ალერგიული კატები

  კატაზე ალერგია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს ხშირად შემზღუდველი ფაქტორი ხდება, როდესაც საქმე ცხოველებთან ურთიერთობას ან შინაური ცხოველის არჩევას ეხება. შინაური ცხოველები ფანტასტიური თანამგზავრები არიან და შეიძლება ბევრი რამ გვასწავლონ ცხოვრებასა და სხვა არსებების მოვლაზე. მაშ, რატომ უნდა მოვიკლოთ ასეთი კარგი გამოცდილება? ალბათ გაგიხარდებათ, როცა გაიგებთ, რომ არსებობს კატის პოვნის საშუალება ალერგიული ადამიანებისთვის.

  სანამ ღრმად ჩავეძიებით ამ საკითხს, უნდა იცოდეთ, რომ ბევრ ადამიანს რეალურად არ აქვს ალერგია კატის თმაზე. ალერგია სინამდვილეში კატების სხეულებრივ სითხეებში არსებული ცილებითაა გამოწვეული. ზოგ ადამიანს აქვს კატის ქერტლის ალერგია, რაც უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ისინი რეაგირებენ კატის კანის ფანტელებზე. ასე რომ, სწორი ჯიშის არჩევასთან ერთად უბრალოდ სახლში თქვენი კატის საყვარელი ადგილების გაწმენდამ, მისმა დაბანამ, დავარცხნამ და თქვენი ხელების ხშირმა დაბანამ უკვე გარკვეულწილად შეიძლება შეამციროს სიმპტომები.

ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲯᲘᲨᲔᲑᲘ ᲙᲐᲢᲘᲡ ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲘᲗ ᲓᲐᲐᲕᲐᲓᲔᲑᲣᲚᲗᲐᲗᲕᲘᲡ

ᲑᲐᲚᲘᲜᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ

  ბალინური კატა არის სიამის კატის ნათესავი. ამ ფუმფულა არსებას აქვს ბეწვის დავარცხნის მინიმალური მოთხოვნები, რის გამოც იგი შესანიშნავი არჩევანია ალერგიული ადამიანებისთვის. ცილა, რომელიც იწვევს ზოგიერთ ალერგიას, Fel D1, ნაკლებადაა ბალინურ კატებში ეს კი არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა განიხილოთ ეს ლამაზი, მოსიყვარულე კატა თქვენს შინაურ ცხოველად.

ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲚᲣᲠᲯᲘ ᲙᲐᲢᲐ

  ამ დახვეწილ, ლამაზ კატას, ისევე როგორც ბალინიურს, აქვს ნაკლები Fel-D1 პროტეინი და ბეწვის ნაკლები მოვლა ჭირდება, ვიდრე სხვა კატებს, ამიტომ კატის ეს ჯიში შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს დაბალ ალერგიულ კატას. რუსული ლურჯი კატა არის ძალიან ლამაზი. ის სიამოვნებით მოერგება ოჯახურ სიტუაციას და არ მოერიდება სიყვარულის გაცემასა და მიღებას.

ᲪᲘᲛᲑᲘᲠᲣᲚᲘ ᲙᲐᲢᲐ

  მიუხედავად ციმბირული კატის გრძელი თმისა, იგი კატებში ერთ–ერთი ფავორიტია, განსაკუთრებით კი დიდი ოჯახებისთვის, რადგან ის კარგად ეწყობა ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებს. ისინი ცნობისმოყვარეები და გონიერები არიან. კატის ამ ჯიშს დავარცხნა ნამდვილად სჭირდება, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ კვირაში ერთხელ და, ამავდროულად, ბეწვი მას სეზონურად სცვივა. ეს საყვარელი კნუტი რეკომენდირებულია ალერგიით დაავადებულთათვის მისი დაბალი Fel D-1–ის და Fel D-4–ის გამომუშავების გამო, ამიტომ იგი თქვენი ოჯახისთვის შეიძლება საუკეთესო შინაური ცხოველი იყოს.

ᲙᲝᲠᲜᲣᲚᲘ ᲠᲔᲥᲡᲘ

  კორნული რექსი საერთოდ არ საჭიროებს დავარცხნას. ამასთან ერთად, მას აქვს გლუვი ბეწვი და ამ კატასთან ერთად ყოფნა ძალიან სახალისოა მისი ხასიათის გამო. დროდადრო მიღებული აბაზანები უზრუნველყოფენ ალერგენის დაბალ გამოყოფას, ამიტომ თუ ეძებთ ნაკლები მოვლის საჭიროებების მქონე, დაბალი ალერგიის კატას, შესაძლოა სწორედ კორნული რექსის კატა იყოს თქვენთვის საუკეთესო არჩევანი. დამატებითი ბონუსი არის ის, რომ ისინი ძალიან მხიარულები და აქტიურები არიან, რაც შესაფერისია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ ინტერაქტიულ შინაურ ცხოველს.

ᲓᲔᲕᲝᲜ ᲠᲔᲥᲡᲘ

  დევონ რექსს აქვს ოდნავ აწეწილი შესახედაობა აქვს თავისი დახვეული ბეწვის გამო, მაგრამ სწორედ მისი ბეწვი არის ის, რაც მას მშვენიერ კომპანიონ კატად აქცევს ალერგიული ადამიანებისთვის. კატის ეს ჯიში არის ძალიან ადვილი მოსავლელი. დევონ რექსის სახლში ყოფნა ნიშნავს ნაკლებ ქერტლს და ნაკლებ გამაღიზიანებელ სიმპტომებს. ისინი ცნობილები არიან თავიანთი ქედმაღლობით და მოსწონთ როცა ყველაფერში არიან ჩართულები, რასაც მათი ადამიანები აკეთებენ. ამ გზით კი მათ ძალიან კარგი კომპანიონობის გაწევა შეუძლიათ თქვენთვის.


ᲡᲘᲐᲛᲘᲡ ᲙᲐᲢᲐ

  თუ მიდრეკილი ხართ კატის ალერგიისკენ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ განიხილოთ კლასიკური სიამის კატა თქვენს ახალ შინაურ ცხოველად. გარდა იმისა, რომ ისინი განსაცვიფრებელად ლამაზები არიან, კატის ეს ჯიში არ იწვევს ალერგიას მისი მოკლე ბეწვისა და მისი ცვენის არარსებობის გამო. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ სიამის კატები ძალიან მოსიყვარულეები არიან და მოსწონთ თქვენს გვერდით ყოფნა, შესაბამისად, ეს ნიშნავს უფრო მეტი დროის გატარებას და მეტ კონტაქტს მათთან.

ᲡᲤᲘᲜᲥᲡᲘ

  ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ სფინქსის კატები უთმოები არიან, მაგრამ სინამდვილეში მათ აქვთ ძალიან მოკლე და თხელი ბეწვი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ასი პროცენტით ჰიპოალერგიულები (იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარმოქმნიან ქერტლს), კატის ეს ჯიში, მაინც კარგი არჩევანია ალერგიით დაავადებულთათვის გრძელი და ხშირი ბეწვის არარსებობის გამო. თქვენს სფინქსს დროდადრო დაბანა დასჭირდება ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად, რადგან ეს უზრუნველყოფს ქერტლის დიდი ნაწილის მოშორებას.

ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ

  აღმოსავლური კატა არის სამი განსხვავებული კატის ჯიშის კომბინაცია, რომელთა შორის არის სიამის კატაც. აღმოსავლური კატის ბეწვი ლამაზია და, ამავდროულად, ადვილი მოსავლელი და რაც მთავარია, მას ბევრი თმა არ სცვივა. მოემზადეთ, რადგან ეს კატები ბევრს დაგელაპარაკებიან და ბვერ ყურადღებას მოგთხოვენ – ბოლოს და ბოლოს მათში ხომ ნაწილობრივ სიამის კატის ჯიშის თვისებებია.

ᲘᲐᲕᲣᲠᲘ ᲙᲐᲢᲐ

  ბალინური კატის ნათესავ, იავურ კატას არ აქვს ქვედა ბეწვის ფენა, რაც მას თამამად აყენებს დაბალი ალერგიის კატების სიაში. რეგულარული დავარცხნის შემთხვევაში, მსუბუქი კატის ალერგიის მქონე ადამიანებს არ ექნებათ სერიოზული პრობლემები ამ კატის ჯიშის სახლში ყოლის გამო. იავური კატები მეგობრულები, მშვიდები და თბილი თანამგზავრები არიან.

  ნუ მისცემთ ალერგიას იმის უფლებას, რომ კატებთან მეგობრობაში შეგიშალოთ ხელი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს ჯიშები, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს თქვენს ალერგიულ საჭიროებებს, ხოლო მცირე გამოკვლევითა და მოთმინებით, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ იპოვოთ შესაფერისი კნუტი თქვენთან თანაცხოვრებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, მეტი სიღრმისეული ცოდნისთვის გაესაუბრეთ სელექციონერებს და ადგილობრივ ვეტერინარებსაც, რომ იპოვოთ შესაფერისი კატის ჯიში.