ᲞᲝᲛᲔᲠᲐᲜᲣᲚᲘ ᲨᲞᲘᲪᲘ
პომერანული შპიცი განთქმულია თავისი საყვარელი ფუმფულა ბეწვით, მაგრამ ამ ულამაზესი ბეწვის გარდა, მას აქვს უამრავი განსაკუთრებული თვისება, რომლის გამოც მან ასეთი პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში. ეს ჯიში საუკუნეების განმავლობაში იყო მხატვრების შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა მრავალი შედევრის შექმნა. პომერანული შპიცის ლეკვები მხოლოდ რამდენიმე გრამს იწონიან და ხელის გულზე ეტევიან, თუმცა პირველი წლის განმავლობაში, ისინი ძალიან სწრაფად იზრდებიან.
თუ დააკვირდებით ამ ჯიშის სქელ ბეწვს, შეიძლება მიხვდეთ კიდევაც, რომ პომერანული შპიცების უძველესი წინაპრები არქტიკიდან იყვნენ. ისინი შპიცის ძაღლების მინიატურული ვერსიები არიან და მჭიდრო კავშირში არიან ჰასკებთან და მალამუტებთან. მას შემდეგ, რაც უფრო მცირე ზომის ჯიში გამოიყვანეს, მას დაარქვეს “პომერანული” პომერანიის რეგიონის გამო, რომელიც ამჟამად დასავლეთ გერმანიისა და პოლონეთის ნაწილია.
ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘ ᲞᲝᲛᲔᲠᲐᲜᲣᲚᲘ ᲨᲞᲘᲪᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
პომერანულ შპიცებს სამეფო ფესვები აქვთ. 1800-იანი წლების ბოლოს დასასვენებლად მყოფი დედოფალი ვიქტორია იმდენად გაიტაცა ამ ფუმფულა ლეკვებმა, რომ რამდენიმე მათგანი თან წაიყვანა. მან დაიწყო მათი გამოყვანა და “Best in Shows”-ში წარდგენა. დედოფალმა ვიქტორიამ საკმაოდ ბევრი კონკურსი მოიგო პომერანული შპიცის სიმარდისა და სუფთა წარმოდგენის გამო.
ისეთი კლასიკური მუსიკოსები, როგორებიცაა მოცარტი და შოპენი, პომერანიელებს სიმღერებს უძღვნიდნენ, ხოლო ცნობილ მხატვარს, მიქელანჯელოს ერთ–ერთი მათგანი ჰყავდა, როგორც სანდო მეგობარი. ასეთი პატივი ამ ჯიშმა ნამდვილად დაიმსახურა თავისი ბრწყინვალე ხასიათისა და აზრიანობის გამო.
ᲞᲝᲛᲔᲠᲐᲜᲣᲚᲘ ᲨᲞᲘᲪᲘᲡ ᲛᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲚᲔᲑᲘ
პომერანული შპიცის სიმაღლე აღწევს 15-18 სანტიმეტრს, წონა კი მერყეობს 1-დან 3 კილოგრამამდე. ეს ჯიში საშუალოდ 12-დან 16 წლამდე ცოცხლობს. პომერანულ შპიცებს აქვთ სქელი, ორმაგი ბეწვი. მათ ასევე აქვთ ჯიშისთვის დამახასიათებელი ფუმფულა და ზურგზე მოგრეხილი კუდი.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ პომერანული შპიცის ბეწვის 23 ფერი არსებობს. ამ ფართო ჯიშის ასეთი მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ თითოეული პომერანული შპიცი უნიკალურია სხვებთან შედარებით, თუმცა პომერანული შპიცების უმეტესობის ფერები ნარინჯისფერ-წითელში გვხვდება.
ᲞᲝᲛᲔᲠᲐᲜᲣᲚᲘ ᲨᲞᲘᲪᲘᲡ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘ
პომერანელები ძალიან გონიერები არიან და ისინი აცნობიერებენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. ეს ჯიში არის თბილი, მეგობრული და ზომის გამო მათთვის ძალიან კომფორტულია, რომ სახლის ლეკვები არიან, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პატარები არიან, პომერანულ შპიცებს ახასიათებთ თავდაჯერებული და ამაყი სიარულის მანერა.
ᲛᲝᲕᲚᲐ ᲓᲐ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲔᲑᲔᲑᲘ
ლეკვ პომერანულ შპიცებს აქვთ მინიმალური დაბანისა და დავარცხნის საჭიროებები, თუმცა, როდესაც ისინი მომწიფდებიან, მათ ბეწვს ყურადღება სჭირდება. გარდა იმისა, რომ მათ თმა რეგულარულად უნდა დავარცხნოთ, რეკომენდირებულია, რომ რეგულარულად მიხვიდეთ პროფესიონალ გრუმერთან ფრჩხილების მოსაჭრელად, ყურების გასაწმენდად და ბეწვის შესაჭრელად.
ᲒᲐᲬᲕᲠᲗᲜᲐ
პომერანული შპიცის ლეკვებისთვის კარგია ვარჯიშის ადრეული ასაკიდანვე დაწყება და, ასევე, სასურველია მათი ხშირად გასეირნება საბელით. ეს ჯიში პატარა ზომის გამო მთავარი სამიზნეები არიან ხოლმე უფრო დიდი ძაღლებისთვის ან თუნდაც მტაცებელი ფრინველებისთვის. მათთვის ასევე საჭიროა დაძახებაზე მოსვლის სწავლება.
პომერანული შპიცისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია მათი ხტუნვის შეჩერების სწავლება, რადგან მათი სახსრები ხტუნვისას იძაბება, ამიტომ შეგიძლიათ იფიქროთ ძაღლის კიბეების შეძენაზე, რომელსაც დივანზე ან საწოლზე ასვლისას გამოიყენებს.
და ბოლოს, თუ თქვენი პომერანული შპიცი შიდა ძაღლია და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს, დარწმუნდით, რომ მან იცის თუ სად უნდა მოისაქმოს.
ᲔᲜᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲓᲝᲜᲔ
როგორც წესი, პომერანულ შპიცებს, უყვართ ის, რომ ისინი “კალთის ძაღლები” არიან, მაგრამ მათ მაინც სჭირდებათ ბევრი აქტიურობა, რაც სირბილსა და თამაშს მოიცავს. პომერანიელი ლეკვისთვის, ისევე როგორც ყველა ძაღლისთვის, ადრეული სოციალიზაცია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მათი პატარა ზომის გამო, უმჯობესია, თუ მათ უფრო მეტი ურთიერთობა ექნებათ პატარა ძაღლებთან.
ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲞᲝᲛᲔᲠᲐᲜᲣᲚᲘ ᲨᲞᲘᲪᲘᲡᲗᲕᲘᲡ
პომერანული შპიცები შესანიშნავი ძაღლები არიან ოჯახური ცხოვრებისთვის, თუმცა, ამ ჯიშის ლეკვები ძალიან პატარები და სუსტები არიან და მცირეწლოვანმა ბავშვებმა ისინი შეიძლება უნებურად დააზიანონ ისე, რომ არც კი გააცნობიერონ ეს, ამიტომ ყურადღებით იყავით თუ თქვენი მცირეწლოვანი ბავშვი პომერანულ შპიცთან თამაშს გადაწყვეტს.
მათი ზომის გამო, ეს ძაღლები ერგებიან ისევე როგორც ქალაქის, ასევე გარეუბნის ცხოვრებასაც. თუ პომერანულ შპიცს საკმარისად გაასეირნებთ და ავარჯიშებთ, ის უპრობლემოდ იქნება ბინის ძაღლი. ამავდროულად კი, ეს ჯიში თავისი საოცარი ერთგულებისა და სიყვარულის უნარის გამო, შესანიშნავი მცველი ძაღლია.