კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲝᲪᲓᲐᲮᲣᲗᲘ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ ᲤᲐᲥᲢᲘ ᲮᲣᲭᲣᲭᲐ ᲗᲣᲗᲘᲧᲣᲨᲔᲑᲖᲔ

ორი ხუჭუჭა თუთიყუში

  ხუჭუჭა თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შინაური ფრინველია და, ალბათ, უმეტესობა ჩვენგანი მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც იცნობს, რომელსაც ეს თუთიყუში ჰყავს სახლში. თუ თქვენ შინაური ფრინველის ყოლას განიხილავთ, მაგრამ დრო, სივრცე ან ბიუჯეტი არ გაქვთ დიდი თუთიყუშისთვის, ან თუ უბრალოდ აღფრთოვანებული ხართ მათი პატარა, უფრო მართვადი ბიძაშვილებით, ხუჭუჭა თუთიყუში შეიძლება შესანიშნავი არჩევანი იყოს თქვენთვის.

  ამ სტატიაში გაგაცნობთ 25 სახალისო და საინტერესო ფაქტს ხუჭუჭა თუთიყუშების შესახებ, რათა იცოდეთ და გაიგოთ უფრო მეტი ამ პოპულარული და უსაყვარლესი ფრინველების შესახებ.

  1. ხუჭუჭა თუთიყუშებს მესამე ქუთუთო აქვთ, რომელიც ჩვეულებრივ არ ჩანს, მაგრამ ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს თვალების სითხიანობის შესანარჩუნებლად და ჭუჭყისა და ნამსხვრევებისგან დასაცავად.
  2. ისტორიულად, ხუჭუჭა თუთიყუშები სხვადასხვა სახელს ატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მათ შორისაა კანარის თუთიყუში, ნაჭუჭის თუთიყუში, ზებრა თუთიყუში, ბალახის პარაკეტი, ტალღოვანი პარაკიტი და სხვა.
  3. ხუჭუჭა თუთიყუშებს დასვენების დროს აქვთ ძალიან მაღალი სუნთქვის სიხშირე, კერძოდ კი წუთში 65-85 სუნთქვა.
  4. ხუჭუჭა თუთიყუშებს გულისცემა, ასევე, ძალიან სწრაფია და მისი მონიტორინგი ნორმალური მოსმენით შეუძლებელია, რადგან ის წუთში 300-ზე მეტჯერ ცემს.
  5. პირველი ხუჭუჭა თუთიყუშები მომწვანო-მოყვითალო ფერის იყვნენ და სწორედ აქედან განვითარდა სხვა ფერები. მეორე ფერი იყო სრულიად ყვითელი, რომელიც გენეტიკური მუტაციის მეშვეობით გამოიყვანეს. პირველი ცისფერი ხუჭუჭა თუთიყუში კი 1878 წლამდე არ გამოჩენილა.
  6. ხუჭუჭა თუთიყუშებს თითოეული თვალის გამოძრავება და დანახვა მეორისაგან დამოუკიდებლად შეუძლიათ, რაც ცნობილია როგორც მონოკულარული ხედვა.
  7. ხუჭუჭა თუთიყუშებს შეიძლება ჰქონდეთ 3000-მდე ბუმბული მთელ სხეულზე.
  8. როდესაც ხუჭუჭა თუთიყუშებს უხარიათ ან მოდუნებულები არიან, ისინი თავიანთ ნისკარტს აკრაჭუნებენ, კატების კრუტუნის მსგავსად.
  9. ხუჭუჭა თუთიყუშების ძვლები (და სხვა ფრინველების უმეტესობა, რომლებსაც ფრენა შეუძლია) ჩაღრმავებულია და სავსეა საჰაერო პარკებით, და არა – ძვლის ტვინით.
  10. ხუჭუჭა თუთიყუშებს უფრო მეტი მალები აქვთ კისერში, ვიდრე ადამიანებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ თავი 180 გრადუსამდე შემოატრიალონ.
  11. ხუჭუჭა თუთიყუშებს მხოლოდ 10-12 წვეთი სისხლის დაკარგვა შეუძლიათ, სანამ მათი სისხლის დაკარგვა ფატალური გახდება.
  12. მდედრი ხუჭუჭა თუთიყუშების ჩონჩხი სიმკვრივეს გამრავლების სეზონზე იძენს, რადგან ის გამრავლების მხარდასაჭერად აგროვებს კალციუმს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მდედრობითი ხუჭუჭა თუთიყუშის თავისი სხეულის წონის დაახლოებით 20%-ის მომატება.
  13. ხუჭუჭა თუთიყუშების კვერცხების ნაჭუჭი დაფარულია ფორებით, რაც ჟანგბადს და ნახშირორჟანგს საშუალებას აძლევს, რომ ნაჭუჭში შევიდეს და გამოვიდეს.
  14. დღეების შემცირება და გახანგრძლივება მდედრ ხუჭუჭა თუთიყუშებს მიანიშნებს იმაზე, თუ როდისაა გამრავლების სეზონი. ხელოვნურმა განათებამ კი შეიძლება ხელი შეუშალოს ამას.
  15. ისეთ ძუძუმწოვრებში, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანი, სუნთქვისას, როდესაც ჰაერი შიგნით და გარეთ მიედინება, ფილტვები თავისით ფართოვდება და იკუმშება. ხუჭუჭა თუთიყუშებში კი გულმკერდის ღრუს კუნთები თავად ფართოვდება და იკუმშება, რათა ჰაერი აიძულოს, რომ შევიდეს და გამოვიდეს.
  16. ხუჭუჭა თუთიყუშებს არ აქვთ შარდის ბუშტი, ამიტომ მათი შარდი და განავალი ერთი და იმავე შესასვლელიდან გამოდის. ხუჭუჭა თუთიყუშები არ შარდავენ.
  17. ხუჭუჭა თუთიყუშები, ასევე, ხშირად ისაქმებენ, კერძოდ კი ყოველ ოც წუთში.
  18. ხუჭუჭა თუთიყუშების სმენის დიაპაზონი 400-დან 20000 ჰც-მდე მერყეობს და მათ ბგერების თანმიმდევრობის დამახსოვრება და ზოგჯერ მათი მიბაძვაც შეუძლიათ.
  19. ხუჭუჭა თუთიყუშებს წარმოუდგენლად მკვეთრი მხედველობა აქვთ იმ გამოსახულებების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც მათი ტვინი ერთდროულად ამუშავებს. მათ შეუძლიათ 150-ზე მეტი სურათი აღიქვან წამში, მაშინ როცა ადამიანს ამავე დროში მხოლოდ 16-ის აღქმა შეუძლია.
  20. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ყველა ხუჭუჭა თუთიყუში აუცილებლად იმღერებს ან ილაპარაკებს, ეს ცხოველი მაინც ყველაზე ვოკალურია სხვა შინაურ ფრინველებს შორის, და თანაც, ხუჭუჭა თუთიყუშების უმეტესობას რამდენიმე სიტყვის თქმა მაინც შეუძლია. მათ ასევე უფრო დიდი ლექსიკა და მკაფიო ხმები აქვთ, ვიდრე სხვა შინაური ცხოველების უმეტესობას, მათ შორის კაკადუსა და მაკაოს.
  21. არსებობს ხუჭუჭა თუთიყუშების ორი განსხვავებული სახეობა, ავსტრალიური ხუჭუჭა თუთიყუში და ინგლისური ხუჭუჭა თუთიყუში, რომელიც ოდნავ უფრო დიდია. ინგლისური ხუჭუჭა თუთიყუში განზრახ გამოიყვანეს შინაური ცხოველების ვაჭრობისთვის, ხოლო ავსტრალიური ხუჭუჭა თუთიყუში უფრო ჰგავს ამ ჯიშის ორიგინალ, ველურ ვარიანტს.
  22. ინგლისური ხუჭუჭა თუთიყუშები, როგორც წესი, რამდენიმე ინჩით აღემატება ველურ ავსტრალიურ ხუჭუჭა თუთიყუშებს, აქვთ უფრო დიდი თავები და შებუმბვლა გვირგვინისა და სახის გარშემო.
  23. ხუჭუჭა თუთიყუშები მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა თუთიყუშის ყველაზე პატარა სახეობად, მაგრამ სინამდვილეში სხვა სახეობა, სახელად პაროტლეტი, ყველაზე პატარაა. მრავალი წლის განმავლობაში პაროტლეტი საერთოდ არ იყო გამოვლენილი თუთიყუშის სახეობად. ხშირად, მცირე განსხვავებაც კია დიდი პაროტლეტისა და პატარა ხუჭუჭა თუთიყუშის ზომებს შორის.
  24. ხუჭუჭა თუთიყუში გრძელკუდა თუთიყუშების ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ რადგანაც ბევრი სხვადასხვა ტიპისა და ზომის გრძელკუდა თუთიყუში არსებობს, ხუჭუჭა თუთიყუშები ყოველთვის ამ სახეობად არ მოიხსენიება.
  25. ხუჭუჭა თუთიყუშებისთვის სამამდე დათვლა და ელემენტარული მიმატება-გამოკლების სწავლებაა შესაძლებელი, რომელიც მხოლოდ ამ სამ რიცხვს მოიცავს. ასე რომ, თუ თქვენს ხუჭუჭა თუთიყუშს წინ ხელზე დადებულ სამ კერძს დაანახებთ და მხოლოდ ორს შესთავაზებთ, ისინი მიხვდებიან, რომ მოტყუვდნენ.