კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲖᲐᲖᲣᲜᲐ

ზაზუნა

  ევრაზიული მღრღნელების 18 წარმომადგენელიდან ზაზუნა ერთ–ერთი მათგანია, რომელიც სხვა სახეობებისგან გამოირჩევა თავისი ლოყის შიდა ჩანთებით. ამ მღრღნელებს აქვთ სქელი ტანი, მათი სხეულის სიგრძეზე მოკლე კუდი, პატარა თმიანი ყურები და მოკლე ფართო ფეხები. მათი სქელი და გრძელი ბეწვის ფერი მერყეობს მონაცრისფროდან მოწითალო ყავისფრამდე, სახეობის მიხედვით. ქვედა ნაწილები კი თეთრიდან ნაცრისფერ და შავ ფერებში გადადის. ჯუნგარულ ზაზუნას და ზოლიან ჯუჯა ზაზუნას ზურგის შუა ნაწილში მუქი ზოლები აქვთ. ყველაზე პატარა ზაზუნა უდაბნოს ჯუჯა ზაზუნაა. მისი სხეული სიგრძეში, დაახლოებით, 5-დან 10 სმ-მდეა. ყველაზე დიდი კი ჩვეულებრივი ზაზუნაა, რომლის სიგრძე 34 სმ-მდეა, 6 სმ სიგრძის კუდის გარეშე.

  ზაზუნები ძირითადად მარტოობის მოყვარული და ღამეული ცხოველები არიან, თუმცა ისინი ზოგჯერ დილით ადრე ან გვიან საღამოსაც აქტიურობენ. მღრღნელის ეს წარმომადგენელი არ ცოცავს, მაგრამ შესანიშნავად შეუძლია თხრა და სოროების აშენება ერთი ან მეტი შესასვლელით. იგი, ასევე, თავისუფლად ითვისებს სხვა ძუძუმწოვრების მიერ გაკეთებულ გვირაბებს. ზაზუნების კვება ძირითადად მარცვლეულისგან შედგება, მაგრამ ის ასევე შეიცავს ხილს, ფესვებს, მცენარეების მწვანე ნაწილებს, უხერხემლოებს და სხვა პატარა ცხოველებს. ეს ცხოველები საჭმელს ლოყის ფართო ჩანთებში ატარებენ, რათა სოროში შეინახონ. ისინი არ იზამთრებენ, მაგრამ ზოგიერთი მაგთანი განიცდის უენერგიობის პერიოდებს, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. ზაზუნების გამრავლების სეზონი აპრილიდან ოქტომბრამდეა. ისინი აჩენენ 1-დან 13-მდე ჩვილს გესტაციის პერიოდიდან 13–22 დღის შემდეგ.

  ზაზუნების საბინადრო ტერიტორიების ჩრდილოეთ ნაწილი ვრცელდება ცენტრალური ევროპიდან ციმბირის, მონღოლეთისა და ჩრდილოეთ ჩინეთის გავლით კორეამდე. მათი საცხოვრებელი ადგილების სამხრეთი ნაწილი გადაჭიმულია სირიიდან პაკისტანამდე. მშრალი ღია ქვეყნებიდან ზაზუნები გვხვდებიან უდაბნოს საზღვრებში, მცენარეულ ქვიშიან დიუნებში, ბუჩქნარ და კლდოვან მთისწინეთებსა და პლატოებზე, მდინარის ხეობებში და მთის სტეპებში. გეოგრაფიული გავრცელება მნიშვნელოვნად განსხვავდება სახეობების მიხედვით. მაგალითად, ჩვეულებრივი ზაზუნები გვხვდებიან ცენტრალური ევროპიდან დასავლეთ ციმბირამდე და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთამდე, მაგრამ ოქროს ზაზუნა მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ სირიის პატარა ქალაქთან ახლოს იქნა ნაპოვნი. 1930-იან წლებში ზოოლოგებმა შეაგროვეს 10 ახალგაზრდა ოქროს ზაზუნა და წაიყვანეს ევროპაში. ზოგიერთი მათგანი წარმატებით გამრავლდა ერთმანეთთან, რის შემდეგაც მოხდა მათი პოპულაციის გამრავლება.

ᲙᲚᲐᲡᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲐ

  თაგვებისა და ვირთხების ოჯახის “ნამდვილი” ჯიშები, მღრღნელების რიგის ფარგლებში, ქმნის ზაზუნების 7 გვარისა და 18 სახეობის ქვეოჯახს. მათი ევოლუციური ისტორია ვრცელდება 11,2 მილიონიდან 16,4 მილიონ წლამდე ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიოცენის ეპოქის შუა ხანებამდე. აზიაში ის 6 მილიონიდან 11 მილიონ წლამდე ვრცელდება. 7 ცოცხალი გვარიდან ოთხი მოიცავს გადაშენებულ სახეობებს. მაგალითად ერთ–ერთი გადაშენებული ზაზუნა ცხოვრობდა ჩრდილოეთ აფრიკაში შუა მიოცენის პერიოდში, მაგრამ ამ გვარის ერთადერთი შემორჩენილი წარმომადგენელი არის ევრაზიის ჩვეულებრივი ზაზუნა.