კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲐᲙᲕᲐᲠᲘᲣᲛᲘᲡ ᲗᲔᲕᲖᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ ᲓᲐᲛᲬᲧᲔᲑᲗᲐᲗᲕᲘᲡ

აკვარიუმის თევზები

  თუ თევზების მოვლაში დამწყები ხართ და გსურთ მათი მოყვანა, არსებობს რამდენიმე ძირითადი საკითხი, რომლის შესახებაც შესაძლოა არ იცოდეთ. მაგალითად, ზოგიერთ სახეობას ესაჭიროება სხვადასხვანაირი დიეტა და აქვს განსხვავებული კვების პრეფერენციები, ამიტომ მნიშვნელოვანია გესმოდეთ იმ თევზის ჯიშის კვებითი საჭიროებები, რომლის ყოლასაც აპირებთ, რათა გყავდეთ ჯანმრთელი და ბედნიერი თევზები.

ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲗᲔᲕᲖᲘ ᲞᲝᲚᲘᲤᲐᲒᲘᲐ

  აკვარიუმის თევზების უმეტესობა ყოვლისმჭამელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჭამენ მცენარეულ ნივთიერებებსაც და ცხოველურსაც. ასეთი სახეობები მოიცავს ოქროს თევზს, ლოქოს და მოლის. პოლიფაგიური თევზის კარგად დაბალანსებული დიეტა უნდა შედგებოდეს სპეციალურად შედგენილი ფანტელებით შერწყმული მარცვლებისგან.

ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲗᲔᲕᲖᲘ ᲑᲐᲚᲐᲮᲘᲡᲛᲭᲐᲛᲔᲚᲘᲐ

  თევზები: პლეკო, აფრიკული ციხლიდი და ვერცხლის დოლარი – სამივე მათგანი ბალახისმჭამელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ მცენარეებს ჭამენ. იდეალური დიეტა ამ თევზისთვის არის კარგი ხარისხის ფორმულირებული ფანტელებიანი საკვები, რომელიც იჭმევა წყალმცენარეების მარცვლებთან ერთად.

ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲗᲔᲕᲖᲘ ᲮᲝᲠᲪᲘᲡᲛᲭᲐᲛᲔᲚᲘᲐ

  არსებობს რამდენიმე აკვარიუმის თევზი, რომელიც ხორცისმჭამელია – ეს სახეობები მოიცავს ბეტას, ჯეკ დემპსის და ციხლიდს. მათ ურჩევნიათ იკვებონ გაყინული მარილწყლიანი კრევეტებით, ჭიაყელებით ან ყინვაში გამხმარი ტუფიფექსის ჭიებით. ერიდეთ ოსკარის თევზების ყოლას, რადგან ისინი შეჭამენ ნებისმიერ სხვა თევზს, რომელიც შეიძლება აკვარიუმში გყავდეთ და რომელიც მათზე პატარაა.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲕᲘᲠᲩᲘᲝᲗ ᲡᲬᲝᲠᲐᲓ ᲗᲔᲕᲖᲔᲑᲘ ᲔᲠᲗᲘ ᲐᲙᲕᲐᲠᲘᲣᲛᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  თუ თქვენ გეგმავთ რამდენიმე თევზის სახეობის ყოლას ერთ აკვარიუმში, უნდა იცოდეთ, რომ თევზები, რომლების მოყვანაც გინდათ, კარგად ეწყობიან ერთმანეთს და პასუხობენ შემდეგ კითხვებს:

  • გადარჩებიან თუ არა კონკრეტული თევზები წყლის თანაბარ პირობებში – ანუ ერთნაირი წყლის ქიმიურ და ტემპერატურის პირობებში?
  • ავლენენ თუ არა თევზები ერთი და იგივე ქცევას?
  • ცხოვრობენ ეს თევზები აკვარიუმის ერთ დონეზე?

  გაცილებით უკეთესია აირჩიოთ თევზები, რომლებიც ერთმანეთის ანალოგიურად იქცევიან, რათა აკვარიუმში კარგი ბალანსი შენარჩუნდეს. თევზთა ჯგუფები, რომლებიც კარგად თანაცხოვრობენ ერთად არიან:


ᲐᲤᲠᲘᲙᲣᲚᲘ ᲪᲘᲮᲚᲘᲓᲔᲑᲘ

  აფრიკული ციხლიდები ლამაზი, ფერადი და აქტიური თევზები არიან, ამავდროულად, მათი მოვლა საკმაოდ მარტივია, თუმცა, თუ მათ სხვა თევზებთან ერთად ჩასვამთ აკვარიუმში, ისინი შეიძლება აგრესიულები გახდნენ თავიანთი “მეზობლების” მიმართ. თუ თქვენ აპირებთ რამდენიმე მათგანის აკვარიუმში ყოლას, უნდა დარწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საკმარისი ადგილი, რათა მათ შეძლონ საკუთარი ტერიტორიის შექმნა.

ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗ ᲐᲛᲔᲠᲘᲙᲣᲚᲘ ᲪᲘᲮᲚᲘᲓᲔᲑᲘ

  ამ თევზის სახეობის მოვლა ადვილია და ნაკლებად აგრესიულები არიან, ვიდრე მათი აფრიკელი ბიძაშვილები. თუმცა, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყველა თევზი, რომელიც აკვარიუმში გყავთ, ერთი და იგივე ზომისები არიან, რათა მსგავსებად დარჩნენ.

ᲝᲥᲠᲝᲡ ᲗᲔᲕᲖᲘ

  არსებობს ოქროს თევზის მრავალი სახეობა, რომელთაგანაც ზოგი გამოირჩევა თავიანთი გრძელი ფარფლებით. ისინი მშვიდები და ადვილად მოსავლელი თევზები არიან, რაც მათ იდეალურ არჩევანს აქცევს დამწყებთათვის. ოქროს თევზის კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება არის ის, რომ თუ მათზე კარგად იზრუნებენ და შესაბამის გარემოს შეუნარჩუნებენ, მათ შეუძლიათ დიდხანს იცხოვრონ – ეს შეიძლება იყოს 20 წელიც კი.

ᲢᲠᲝᲞᲘᲙᲣᲚᲘ ᲗᲔᲕᲖᲘ

  ეჭვგარეშეა, რომ ტროპიკული თევზი თვალისმომჭრელია თავისი ბრწყინვალე ფერებით. ისინი ასევე აქტიურებიც არიან და, როგორც წესი, ყველაზე ბედნიერები არიან, როდესაც ხუთი ან მეტი თევზის გარემოცვაში არიან.

ᲜᲐᲮᲔᲕᲠᲐᲓ ᲐᲒᲠᲔᲡᲘᲣᲚᲘ ᲢᲠᲝᲞᲘᲙᲣᲚᲘ ᲗᲔᲕᲖᲘ

  არსებობს ბევრი ნახევრად აგრესიული ტროპიკული აკვარიუმის თევზი, რომლებიც ისევე ამაყობენ თავიანთი სიცოცხლით სავსე ფერებით, როგორც მათი არა აგრესიული ბიძაშვილები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს თევზი საყურებლად მომხიბლავია, მათ შეუძლიათ დააშინონ პატარა თევზები, ამიტომ მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ყველა თევზი დაახლოებით ერთნაირი ზომისაა, რათა კარგი ბალანსი შეინარჩუნოთ.

ᲗᲔᲕᲖᲘᲡ ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ ᲡᲐᲮᲔᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐᲛᲬᲧᲔᲑᲗᲐᲗᲕᲘᲡ

  აკვარიუმის პირველად დაყენებისას მნიშვნელოვანია აირჩიოთ სახეობები, რომლებიც მოსავლელად შედარებით მარტივია, რათა თავიდან აიცილოთ იმედგაცრუება. არსებობს ბევრი პოპულარული აკვარიუმის თევზი, რომელიც დამწყებ პატრონს მოერგება, კერძოდ:

  • ოქროს თევზი
  • ტროპიკული თევზი
  • ბეტა თევზი

  თუმცა, თუ გსურთ, რომ თქვენს აკვარიუმში უფრო უჩვეულო წყლის არსებები გყავდეთ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თევზები, რომელთა მოვლაც საკმაოდ მარტივია. ესენია:

  • აფრიკული ჯუჯა ბაყაყები
  • წყლის უხერხემლოები
  • მიწის ჰერმიტი კიბორჩხალები
  • ნიუტსი
  • პაკმენ ბაყაყი


ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲝᲕᲐᲬᲧᲝᲗ ᲐᲙᲕᲐᲠᲘᲣᲛᲘ

  სანამ თევზს მოიყვანთ, წინასწარ უნდა დააყენოთ თქვენი აკვარიუმი ისე, რომ წყლის ტემპერატურა და ქიმია ზუსტად შესაფერისი იყოს თევზისთვის. ქვემოთ მოცემულია მითითებები, თუ როგორ დააყენოთ თქვენი აკვარიუმი სწორი გამოყენებით.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲠᲘᲒᲨᲘ ᲧᲕᲔᲚᲐᲤᲔᲠᲘ ᲒᲐᲕᲠᲔᲪᲮᲔᲗ

  კარგად გარეცხეთ აკვარიუმის ხრეში, ნებისმიერი ქვა და ორნამენტი, სანამ მათ აკვარიუმში მოათავსებთ. არასოდეს გამოიყენოთ რაიმე სახის საპონი ან სარეცხი საშუალება, რადგან ისინი ძალიან ტოქსიკურია თევზისთვის. ხრეშის გასარეცხად საუკეთესო საშუალებაა, რომ იგი ჩაყაროთ საწურში და შემდეგ დაასხათ სუფთა გამდინარი წყალი, ხრეშს განუწყვეტლივ ურიეთ ისე, რომ ყველა ნამსხვრევი მოშორდეს და საწურში ჩავარდეს. გადაწურეთ ხრეში და გააგრძელეთ პროცესის გამეორება, სანამ წყალი არ გაიწმინდება და ხრეში ლამაზი და სუფთა არ გახდება. მოათავსეთ ხრეში აკვარიუმში ძალიან ფრთხილად.

ᲗᲐᲜᲓᲐᲗᲐᲜᲝᲑᲘᲗ ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲔᲗ ᲬᲧᲐᲚᲘ

  მოათავსეთ თეფში ხრეშზე იმ ადგილას, სადაც აპირებთ წყლის ჩასხმას, ეს დაგეხმარებათ ხრეშის ადგილზე შენარჩუნებაში. ოთახის ტემპერატურის წყალი სუფთა სათლიდან, ძალიან ნაზად დაასხით თეფშზე. ნუ აავსებთ აკვარიუმს ბოლომდე, აავსეთ იგი მხოლოდ ნახევრად, რათა უფრო მარტივად შეძლოთ დეკორაციების, მცენარეებისა და ჰაერის მილების დამატება.

ᲡᲐᲰᲐᲔᲠᲝ ᲛᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲐ

  ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ უნდა დააკავშიროთ საჰაერო მილები ტუმბოდან ჰაერის გასასვლელებამდე, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის ქვები და სხვა დეკორაციები. შეგიძლიათ იფიქროთ ვენტილის გამოყენებაზე, რომელიც მოთავსებულია ავზის გარე მხარეს და ეფექტურად მოქმედებს როცა წყლის შეჩერებაა საჭირო სარეზერვო ასვლის თავიდან ასაცილებლად. ეს სასარგებლოა, რადგან თუ ელექტროენერგია რაიმე მიზეზით გათიშულია, ამ გზით, აკვარიუმიდან არ დაიცლება წყალი.

ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲔᲙᲝᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲐ

 აკვარიუმში შეგიძლიათ დაამატოთ ყველანაირი სახის დეკორაცია, მაგრამ რაც შეეხება მცენარეებს, თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ ისინი შესაფერისია თევზებისთვის და სხვა წყლის არსებებისთვის, რომლთა ყოლასაც აპირებთ. თქვენ ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ წყლის ტემპერატურა საკმარისად თბილია, რომ ისინი გადარჩნენ.

ᲓᲐᲐᲛᲐᲢᲔᲗ ᲓᲐᲠᲩᲔᲜᲘᲚᲘ ᲬᲧᲐᲚᲘ

  შეავსეთ დარჩენილი რეზერვუარის სიცარიელე წყლით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დატოვოთ საკმარისი სივრცე აკვარიუმის საფარსა და წყლის დონეს შორის, გახსოვდეთ, რომ წყალი ფრთხილად უნდა დაასხათ, რათა თავიდან აიცილოთ რეზერვუარში არსებული ხრეშის, მცენარეების და ორნამენტების ზედმეტი გადაადგილება.

ᲤᲘᲚᲢᲠᲔᲑᲘ, ᲗᲔᲠᲛᲝᲛᲔᲢᲠᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲐᲗᲑᲝᲑᲔᲚᲘ

  თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ გარე ფილტრები, რომლებიც უნდა შეავსოთ სწორი ფილტრის მასალებით და ისინი უნდა განათავსოთ მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით. თქვენ შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ „ფილტრზე ჩამოკიდება“ შეიძლება უფრო ადვილი იყოს, ამ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ ამომყვანი მილი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ავზის ძირთან, თუმცა არა ძალიან ახლოს ხრეშთან. თქვენ უნდა გაავსოთ ფილტრი წყლით ისე, რომ ის მზად იყოს ამოტუმბისთვის. შემდეგ თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ გამათბობელი დამაგრებულია ისე, როგორც ეს ინსტრუქციებშია ნაჩვენები. იგი უნდა იყოს თერმომეტრისგან რაც შეიძლება შორს და ისეთ ადგილას, სადაც ადვილად იკითხება.

ᲐᲙᲕᲐᲠᲘᲣᲛᲘᲡ ᲛᲝᲛᲖᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ

  შეაერთეთ ჰაერის ტუმბო, ფილტრი და გამათბობელი და შეამოწმოთ ყველა გამოსასვლელი, რომელსაც შეიძლება დასჭირდეს მცირე კორექტირება. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ წყალი კარგად მიედინება ფილტრში და ამის შემდეგ დააყენოთ გამათბობელი სწორ ტემპერატურაზე. მიეცით საკმარისი დრო გაცხელებისა და სტაბილიზაციისთვის.

ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲛᲞᲔᲠᲐᲢᲣᲠᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ

  დატოვეთ აკვარიუმი რამდენიმე საათით, სანამ წყლის მდგომარეობას და ტემპერატურას შეამოწმებთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ყველაფრის მომზადებას რამდენიმე დღე სჭირდება, ამ დროს წყალს შეიძლება დაბურული შესახედაობა მიეცეს, რასაც იწვევსა ბაქტერიების უვნებელი ზრდა. აუცილებლად შეამოწმეთ წყლის pH ბალანსი, სანამ თევზს აკვარიუმში ჩადებთ.

ᲗᲔᲕᲖᲘᲡ ᲐᲙᲕᲐᲠᲘᲣᲛᲨᲘ ᲩᲐᲡᲛᲐ

  როცა წყალი სწორ ტემპერატურაზე იქნება და ყველაფერი დალაგდება, დროა თქვენი თევზი აკვარიუმში ჩადოთ. როცა თევზს აიყვანთ გააჩერეთ იგი აკვარიუმში იმ პარკითვე, რომელშიც იგი იქნება მოთავსებული მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, რათა პარკის წყალი ემთხვეოდეს აკვარიუმში არსებულ წყალს. დაიმახსოვრეთ, არ ჩაასხათ პარკიდან წყალი თქვენს აკვარიუმში, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს დამაბინძურებლებს. უმჯობესია თევზი პარკიდან ბადის გამოყენებით ამოიყვანოთ და შემდეგ ბადე ავზში მოათავსოთ თევზის გასაშვებად. დაუყონებლივ გადახურეთ აკვარიუმი, რადგან ნებისმიერი ცოცხალი თევზი შეიძლება უბრალოდ გადმოხტეს.

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲗᲔᲕᲖᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲙᲕᲔᲑᲐ

  როდესაც საქმე ეხება თევზის პირველად კვებას, სჯობს დააცადოთ რამდენიმე დღით, რათა ისინი თავიანთ ახალ გარემოში კარგად დასახლდნენ. ამ დროის განმავლობაში ყურადღებით ადევნეთ მათ თვალი. თუ დაინახვთ, რომ ისინი კუთხეებში იმალებიან ან ფერმკრთალ ფერს ღებულობენ, შეიძლება პრობლემა იყოს მათ წყლის ტემპერატურასთან დაკავშირებით, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაარეგულიროთ.