კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘ

ლაბრადუდლი

  ეს საყვარელი და ენერგიული ცხოველი გამოყვანილია ორი ძალიან პოპულარული ძაღლის ჯიშის, ლაბრადორისა და პუდელისგან. ლაბრადუდლებმა, როგორც შინაურმა ცხოველებმა, სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. ეს გასაკვირი არც არის. თავიანთი ხუჭუჭა ბეწვით, უსაყვარლესი გარეგნობითა და ხანდახან ცბიერი ხრიკებით, ისინი ნამდვილად რჩეული ძაღლები არიან, არა მარტო ოჯახებისთვის, არამედ ყველა ცხოველების მოყვარული ადამიანისთვის.

  გაინტერესებთ არის თუ არა ლაბრადუდლი თქვენთვის შესაფერისი ძაღლი? როდესაც ახალი ძაღლი შემოგყავთ თქვენს ცხოვრებაში, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, ამიტომ ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ ამ ჯიშის შესახებ.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲒᲜᲝᲑᲐ

  როგორც შერეული ძაღლის ჯიში, ლაბრადუდლები შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ გარეგნობით: ზომით, ფერით, ბეწვის სტილით, ეს კი დამოკიდებულია მათ მშობლებზე. ვარიაციები შეიძლება კიდევ უფრო დიდი იყოს, როდესაც ორივე მშობელი ლაბრადუდლია, მაგრამ ლაბრადუდლის ასევე აქვს ისეთი დამახასიათებელი ნიშნები, რომლებიც ამ ჯიშს განასხვავებს მისი ახლო ნათესავებისგან.

  ლაბრადუდლის ზომა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი სახეობის იყო მისი წინაპარი პუდელი, სტანდარტული, მინიატურული თუ თოი. რამდენიმე ლაბრადუდლი შეიძლება შეგხვდეთ ძალიან უცნაური ფერის დასახელებით, მაგრამ ამ ჯიშის ყველაზე გავრცელებული ფერებია კარამელის, შოკოლადის ან ნაღების ფერი. ამ სხვადასხვა ფერის ბეწვის ტექსტურა ასევე რამდენიმე სახეობის არსებობს: რბილი, ტალღოვანი ან მჭიდროდ დახვეული, მატყლივით ფაფუკი, პუდელისებური შალის ბეწვი და თმის ბეწვი, რომელიც უფრო სწორია და უფრო ჰგავს მათი ლაბრადორი მშობლის ბეწვის ტიპს.

  ლაბრადუდლების სხეული უფრო მტკიცე და მომრგვალოა, ვიდრე პუდელის მოხდენილი აგებულება. მათ თავებს ამშვენებს კლასიკური გრძელი, დახრილი ყურები, ხოლო მათი სახეები უფრო ლაბრადორის მსგავსია, გრძელი, მომრგვალებული დრუნჩით. 


ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲘ

  პუდელისა და ლაბრადორ რეტრივერის შეჯვარების შედეგად, ლაბრადუდლებმა მოღვაწეობა 1980-იან წლებში დაიწყეს. ვინაიდან ისინი 80-იანი წლების ჩვილები არიან, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ ფორმირებული დამახასიათებელი ტემპერამენტი ან გარეგნობა. ზოგიერთი ლაბრადუდლი ძალიან ჰგავს პუდელს – ისინი არიან ჭკვიანები, თავშეკავებულები და წყნარები, დახვეწილი ჰიპოალერგიული ბეწვით, ასევე მათ შეუძლიათ ბევრი შრომა. ზოგი კი ლაბრადორს უფრო ჰგავს – ასეთი ტიპის ლაბრადუდლები უფრო უხეშები და ბავშვურები არიან, თუმცა, ის, რაც ყველა ლაბრადუდლს საერთო აქვს, არის მათი ოჯახებისადმი სიყვარული და, ასევე, მათი სამუშაო ეთიკა, რომელიც როგორც ლაბრადორ რეტრივერებისთვის, ასევე პუდლებისთვისაც, მეორე ბუნებაა.

ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲒᲐᲠᲔᲛᲝ ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  ლაბრადუდლები თავს საუკეთესოდ გრძნობენ საკუთარ სახლში, მაგრამ საკმარისი ვარჯიშითა და სტიმულირებით მათ შეუძლიათ ქალაქის ცხოვრებასაც შეეგუონ. ისინი ენერგიული ძაღლები არიან, რომლებსაც დღეში მინიმუმ 30-60 წუთი სჭირდებათ ვარჯიში, ზოგჯერ მეტიც. თქვენ მარტივად მიხვდებით, თუ რამდენი ვარჯიში სურს თქვენს ლაბრადუდლს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაიღლება პარკში ბურთის რამდენიმე ტურის ან ფეხების კარგი გავარჯიშების შემდეგ. ლაბრადუდლები საკმარისად აქტიურები არიან იმისთვის, რომ ხანგრძლივ ლაშქრობებსა თუ სირბილებზე გამოგყვნენ, მაგრამ ამის შემდეგ ისინი სიამოვნებით ისვენებენ ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად.

  ლაბრადუდლები მართლაც მშვენიერი ოჯახის ძაღლები არიან თავიანთი მხიარული ხასიათითა და თამაშის მოყვარულობით, რაც მათ შესანიშნავ შინაურ ცხოველად აქცევს ბავშვებისთვის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ძალიან ბევრი ოჯახი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწორედ ამ ძაღლს ირჩევს თავისთვის და თავიანთი შვილებისთვის.

 ლაბრადუდლს სჭირდება, რომ ფიზიკურად და გონებრივად აქტიური იყოს, ამიტომ თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ თქვენს ძაღლს დიდი ყურადღება დაუთმოთ, სანაცვლოდ მიიღებთ ბედნიერ და ჭკვიან ძაღლს.

ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  როდესაც საქმე თქვენს ლაბრადულს და შვილებს ეხება, ფრთხილად იყავით, რომ თქვენი ძაღლი ზედმეტად არ აღფრთოვანდეს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებთან და შედარებით დიდ ლაბრადუდლებთან, რადგან ძაღლმა შეიძლება სწორად ვერ გათვალოს ბავშვის ზომა და სიძლიერე, ამიტომ შესაძლოა მან ბავშვი თამაშისას გადააყირავოს, თუმცა ზედამხედველობითა და სათანადო ცოდნით, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ჰარმონიული და მხიარული გარემოს შექმნა თქვენს ოჯახში.


ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡ ᲒᲐᲬᲕᲠᲗᲜᲐ

 ჯვარედინი ძაღლები, როგორებიცაა ლაბრადუდლები, აერთიანებენ თითოეული მშობლის ჯიშის საუკეთესო (და ზოგჯერ უარეს) ასპექტებს. რაც შეეხება ძაღლების გაწვრთნას, თქვენ სავარაუდოდ იპოვით ენერგიულ, სიამოვნების მოყვარულ და ინტელექტუალურ ლაბრადუდლს, რომელმაც თავისი ეს თვისებები, მემკვიდრეობით მიიღო პუდელისა და ლაბრადორისგან და რომელიც თავდაპირველად სამუშაოდ გამოიყვანეს. ისევე როგორც ყველა ძაღლს, მნიშვნელოვანია, რომ მათი ცხოვრების პირველ 12-16 კვირაში გააცნოთ თქვენს ახალ ლეკვს იმდენი ახალი სიტუაცია, ხალხი, ხმაური და მდებარეობა, რამდენის წარმოდგენაც შეგიძლიათ . ეს მათ დაეხმარება, რომ თავი დაცულად იგრძნონ და თავდაჯერებულ და შეუპოვარ ძაღლებად ჩამოყალიბდნენ.

  ლაბრადუდლებისთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კარგი ძაღლისთვის საჭიროა ბრძანებების სწავლება, როგორებიცაა დაჯექი და მოდი, რაც კარგია ადრეული ასაკიდანვე დისციპლინის გასავითარებლად, თუმცა მხოლოდ ამ ვარჯიშებით არ უნდა შემოიფარგლოთ. ეცადეთ, რომ თქვენს ძაღლს რაც შეიძლება მეტი რამ ასწავლოთ.



ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡ ᲛᲝᲕᲚᲐ

  ლაბრადუდლებს ლაბრადორის მხრიდან მემკვიდრეობით შეიძლება სწორი ბეწვი ერგოთ, პუდელის მხრიდან – ხვეული ბეწვი, ხოლო ამ ორი კომბინაციის შედეგად ლაბრადუდლი ტალღოვან ბეწვს ღებულობს. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, ყველა ლაბრადუდლი საჭიროებს ბეწვის რეგულარულ მოვლას. პროფესიონალ გრუმერს შეუძლია ლაბრადუდლის ბეწვს კარგი ფორმა მისცესს ან გაათხელოს, რათა შეინარჩუნოს ბეწვის სიმკვეთრე და სიგრძე.

  ლაბრადუდლების მოვლისას ასევე საჭიროა მათი ფრჩხილების მოჭრა და დროდადრო ყურების შემოწმება, რადგან ისინი ადვილად ბინძურდებიან, რამაც შეიძლება ინფექციები გამოიწვიოს. ყურების რეგულარული გაწმენდა შეგიძლიათ ანდოთ თქვენს ვეტერინარს ან გრუმერს, რადგან ეს მოითხოვს ამ საქმის სათანადო ცოდნას და სპეციალურ ინსტრუმენტებს. თქვენ შეგიძლიათ თქვენს ლაბრადუდლს სახლში თქვენით გაუხეხოთ კბილები, თუმცა თქვენმა ვეტერინარმა დროდადრო მაინც უნდა შეამოწმოს მათი კბილების ჯანმრთელობა.

  იმის გათვალისწინებით, რომ ლაბრადუდლებს გენში აქვთ ძიებისა და ცურვის ინსტინქტები, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენს ლაბრადუდლს გარეთ ყოფნის შემდეგ უსიამოვნო სუნი ასდის. ამ პრობლემისთვის კარგი გამოსავალია ოდნავ სურნელოვანი (შინაური ცხოველებისთვის უსაფრთხო) შამპუნით დაბანა.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲐ

  ძაღლის ჯიშების უმეტესობის მსგავსად, ლაბრადუდლებს აქვთ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებისადმი მიდრეკილება. ლაბრადუდლებისნაირმა ჯვარედინმა ჯიშებმა, ზოგჯერ შეიძლება მემკვიდრეობით ორივე წინაპარი ჯიშის ჯანმრთელობის პრობლემები მიიღონ. კონკრეტულად ლაბრადუდლები შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი ბარძაყისა და იდაყვის დისპლაზიის, ჰიპოთირეოზის, დიაბეტის, თვალის დაავადებებისა და ეპილეფსიისკენ. თქვენს ვეტერინარს შეუძლია მოგცეთ რჩევები, თუ როგორ უნდა მოახდინოთ ამ დაავადებების პრევენცია და ამ ნიშნების განვითარების მკურნალობა. ამ ყველაფრის ცოდნა კი განსაკუთრებით საჭიროა როცა ძაღლი ასაკში შესვლას დაიწყებს.

  ლაბრადუდლის დიდი ყურები მიდრეკილია ყურის ინფექციებისკენ, ამიტომ შეეცადეთ, რომ მათი ყურები ყოველთვის სუფთა და მშრალი იყოს, ხოლო თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ თქვენს ვეტერინარს ან გრუმერს.

ᲚᲐᲑᲠᲐᲓᲣᲓᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

  პირველი ლაბრადუდლი გამოაჩინა ავსტრალიელმა კაცმა, სახელად უოლი კონრონმა. მისი მიზანი იყო ჰავაიზე ჰიპოალერგიული მეგზური ძაღლის გამოყვანა უსინათლო ქალისთვის, რომლის ქმარიც ძაღლებზე ალერგიული იყო. უოლიმის პირველი იდეა პუდელის მეგზურად გაწვრთნა იყო, რადგან პუდელის ხვეული ბეწვი თმას და ქერტლს ინარჩუნებს, ეს კი არ იწვევს ალერგიის გამწვავებას. მან აღმოაჩინა, რომ მისი პუდელები არ იყვნენ მარტივად გაწვრთნადი ძაღლები, ამიტომ მან შეაჯვარა თავისი საუკეთესო სტანდარტული პუდელი თავის საუკეთესო ლაბრადორ რეტრივერთან.

  მიზნის მიღწევის მიუხედავად, კომბინირებული ძაღლის აყვანა მაინც არავის სურდა, რის შემდეგაც უოლი კონრონმა მცირე მარკეტინგული სამუშაო ჩაატარა. მან შეწყვიტა ლაბრადუდლებისთვის ნაჯვარი ჯიშის წოდება და, ამის ნაცვლად, გამოაცხადა, რომ მან შეიმუშავა ძაღლების ახალი ჰიპოალერგიული ჯიში დახმარებისა და თერაპიისთვის. ამის შემდეგ მყისიერი ინტერესი გაჩნდა ძაღლის „ახალი ჯიშის“, ლაბრადუდლის მიმართ.