კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

ორი ძაღლი

  არსებობს მიზეზი, რის გამოც ძაღლები “ადამიანის საუკეთესო მეგობრებად” ითვლებიან. ძაღლები ერთგულები და მოსიყვარულეები არიან და მათ ყოველთვის უხარიათ თავიანთი მშობლების სახლში დაბრუნება. ამავდროულად, ისინი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხოველები არიან, რომლებსაც სათანადო გაწვრთნით ყველა სახის დავალების შესრულება შეუძლიათ. მათი უპირობო სიყვარულითა და სითბოთი, ისინი ყველანაირ სიტუაციაში გაგიმაგრებენ ზურგს. მაგრამ როგორ შეგიძლიათ თქვენი მადლიერების გამოხატვა მათი სიყვარულისა და თანამგზავრობისთვის? ერთ–ერთი გზა არის მათთვის საყვარელი სახელის დარქმევა, რომელიც მათ ოჯახის წევრად აგრძნობინებს თავს.

  თუ თქვენი ძაღლის სახელის არჩევისთვის რაიმე შთაგონებას ეძებთ, ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ არჩევანის გამარტივებაში და მოგაწოდოთ ძაღლების ყველაზე პოპულარული და კრეატიული სახელების სია მსოფლიოდან. 

ᲒᲝᲒᲝ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  თქვენი ძაღლისთვის ფემინური სახელის მინიჭება შესანიშნავი გზაა თქვენი სიყვარულისა და სითბოს გამოსახატად. აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ყველაზე პოპულარული მდედრობითი სქესის ძაღლის სახელები, რომლებიც შეიძლება შესანიშნავი იყოს თქვენი გოგო ძაღლისთვის. 

1. ბელა – ეს სახელი იტალიურად ნიშნავს “ლამაზს”.

2. კოკო – (coco) შემოკლებით “ქოქოსი”, ეს ტკბილი სახელი შესანიშნავია ყავისფერთვალება ლეკვებისთვის.

3. ლოლა – მხიარული და ენერგიული სახელი, რომელიც შესანიშნავია ამავე ხასიათის მქონე ლეკვისთვის.

4. ლუსი – ტკბილი და მარტივი არჩევანი. ლუსი იდეალურია ძაღლებისთვის, რომლებიც საყვარლები და მოსიყვარულეები არიან.

5. მია – მია არის მარიას აბრევიატურა, რაც ნიშნავს “მეამბოხეობას”. ასე რომ, ეს შესანიშნავი სახელია ლეკვისთვის, რომლებიც ფიცხები და აქტიურები არიან.

ᲑᲘᲭᲘ ᲫᲐᲦᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  თქვენი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ლეკვისთვის მასკულინური სახელის მინიჭება შესანიშნავი გზაა მისი ნამდვილი ხასიათის გამოსაკვეთად. მამრ ძაღლებს ხშირად აქვთ დიდი ენერგია და უყვართ თამაში, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ სახელი, რომელიც თქვენი ოთხფეხა მეგობრის ხასიათს ავლენს.

1. ბადი – კარგია ნებისმიერი ლეკვისთვის, რომელსაც ადამიანებთან ყოფნა უყვარს.

2. ჩარლი – შესაფერისია ლეკვისთვის, რომელსაც უყვარს თავისუფლება.

3. კუპერი – ეს სახელი იდეალურია ძაღლებისთვის, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გართობისთვის.

4. მაქსი – შესაფერისია ძაღლებისთვის, რომლებიც არიან როგორც დიდები და მამაცები, ასევე – მოსიყვარულეები.

5. როკი – იდეალურია მკაცრი ბიჭი ძაღლისთვის, რომელსაც ძალიან უყვარს კარგი თამაში.

ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲣᲜᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  ეს სახელები თქვენს ლეკვს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს და ყველას დაანახებს, თუ რამდენად გამორჩეულია იგი.

1. ამელია – ნიშნავს “სამუშაოს” და იდეალურია ლეკვისთვის, რომელსაც შრომა უყვარს.

2. ადონისი – შესაფერისია ლეკვისთვის, რომელიც მამაცი და სიმპათიურია.

3. აცტეკი – უხდება ეგზოტიკური ხასიათის ლეკვს.

4. ჩენდლერი – შესანიშნავია ისეთი ძაღლისთვის, რომელსაც უყვარს თქვენი გაცინება.

5. ზიგი – შესაფერისია ძლიერი ნებისყოფის მქონე, გამძლე ძაღლისთვის.

ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲔᲚᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ ᲑᲘᲭᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  საყვარელი ძაღლის სახელები ბიჭებისთვის ავლენს თქვენი ლეკვის მიმზიდველ მხარეს. თუ თქვენ ეძებთ სახელს, რომელიც ყველას გულს გაუთბობს, შეგიძლიათ გადახედოთ მოცემულ სიას.

1. არტი – ეს არაჩვეულებრივი სახელი ნიშნავს “დათვისებრს” და შესანიშნავია დიდი, მოსაფერებელი ლეკვისთვის.

2. ბუბა – სამხრეთიდან შთაგონებული სახელი, რომელიც შესანიშნავია ნებისმიერი მეგობრული ლეკვისთვის.

3. ბეილი – მარადიული კლასიკური სახელი ნებისმიერი საყვარელი ძაღლისთვის.

4. ბლეიზი – ძლიერი ლეკვის სახელი, რომელსაც უყვარს საქმის კეთება.

5. ფრონზი – შესანიშნავი სახელი გაწონასწორებული, მშვიდი და დინჯი ძაღლისთვის.

ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲔᲚᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ ᲒᲝᲒᲝᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  რაც შეეხება გოგო ძაღლებს, მათი სახელები განსხვავდება ბიჭის სახელებისგან, რადგან მდედრი ძაღლის სახელი უნდა ასახავდეს მათ ხასიათს, ფემინურობას და სითბოს.

1. აბიგაილი – ნიშნავს “მამის სიხარულს” (იდეალურია კაცი ძაღლის პატრონებისთვის).

2. ანჯელი (Angel) – შესანიშნავია ლეკვისთვის, რომელიც ისეთივე ტკბილი და კეთილშობილია, როგორც ანგელოზი.

3. ბელე (Belle) – ეს მშვენიერი სახელი ფრანგულად ნიშნავს “ლამაზს”.

4. ბლოსომი (Blossom) – ნიშნავს აყვავებას, შესაბამისად ეს სახელი შესაფერისია ძაღლისთვის, რომელსაც ყოველდღიურად მოაქვს ბედნიერება თქვენს ცხოვრებაში.

5. ქენდი (Candy) – ტკბილი და ჯიუტი ლეკვის სახელი.

ᲓᲘᲡᲜᲔᲘᲡ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  თუ თქვენ გატაცებული ხართ დისნეით, შეიძლება მოგეწონოთ ძაღლის სახელები, რომლებიც დისნეის მულტფილმებში გვხვდება.

1. ავრორა – “მძინარე მზეთუნახავის” პრინცესას საპატივსაცემოდ.

2. არიელი – ქალთევზას საპატივსაცემოდ “პატარა ქალთევზადან”.

3. ჯინი – “ალადინის” ჯადოსნური არსების საპატივსაცემოდ.

4. გუფი – მიკი მაუსის მულტფილმებში საყვარელი და მოუხერხებელი ძაღლის საპატივსაცემოდ.

5. ლედი – არისტოკრატული ძაღლის საპატივსაცემოდ “ლედი და მაწანწალადან”.

ᲡᲐᲡᲐᲪᲘᲚᲝ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  ძაღლებს სიცილი და ბედნიერება შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ ურიგო არ იქნებოდა მათთვის ისეთი სახელის დარქმევა, რომელიც ამას ასახავს. როდესაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს დაუძაებთ, ძაღლების სასაცილო სახელების ეს სია თქვენ და თქვენს ლეკვს მხიარულად გაგრძნობინებთ თავს.

1. ლედი როვერი – არისტოკრატული ძაღლის საპატივსაცემოდ “ლედი და მაწანწალადან”.

2. მერი პოპინსი – “მერი პოპინსში” ძიძის საპატივსაცემოდ.

2. მისტერ ბოჯანგლესი – ცნობილი მოცეკვავის საპატივსაცემოდ.

4. ტოტო – საყვარელი ძაღლის საპატივსაცემოდ “ოზის ჯადოქარიდან”.

5. იოდა – ჯედის ოსტატის საპატივსაცემოდ “ვარსკვლავური ომებიდან”.

ᲨᲐᲕᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  შავი არის სიძლიერის, ძალაუფლებისა და ელეგანტურობის ფერი. თუ თქვენ ეძებთ სახელს, რომელიც თქვენს შავბეწვიან ლეკვს თავს მეფურად და დახვეწილად აგრძნობინებს, შეგიძლიათ გადახედოთ ქვემოთ მოცემულ სიას.

1. ბარონი – შესაფერისია ძაღლისთვის, რომელიც ძლიერი და სიმპათიურია.

2. დათვი – დიდი, ძლიერი ლეკვისთვის, რომელიც, ამავდროულად, დათვივით ნაზია.

3. ებონი – ნიშნავს “შავ ხეს”, ეს სახელი შესაფერისია ლამაზი და ძლიერი შავი ძაღლისთვის.

4. ჯეტი – შავი მინერალური ძვირფასი ქვის საპატივსაცემოდ.

5. ონიქსი – შავი ძვირფასი ქვა, რომელიც ცნობილია თავისი სიძლიერითა და გამძლეობით.

ᲗᲔᲗᲠᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡ ᲡᲐᲮᲔᲚᲔᲑᲘ

  თეთრი არის სიწმინდის, უბიწოებისა და მშვიდობის ფერი. თუ თქვენ ეძებთ სახელს, რომელიც თქვენს თეთრ ლეკვს თავს მეფურად აგრძნობინებს, მაშინ თქვენ შესაძლოა მოგეწონოთ ქვემოთ ჩამოთვლილი თეთრი ძაღლის სახელები:

1. ანჯელი – ლეკვისთვის, რომელიც ანგელოზივით ტკბილი და კეთილშობილია.

2. ქლაუდი (Cloud – იგივე ღრუბელი) – ღრუბელივით რბილი და ფუმფულა ძაღლისთვის.

3. დეიზი (Daisy – იგივე გვირილა) – ნაზი თეთრი ყვავილის საპატივსაცემოდ.

4. ფროსტი (Frosty – იგივე ყინვიანი) – ლეკვისთვის, რომელსაც უყვარს ზამთარი და ყველაფერი ცივი.

5. მარგალიტი – ძვირფასი თეთრი ქვის საპატივსაცემოდ.

ᲘᲓᲔᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲦᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ

  თქვენი ლეკვის სახელის შერჩევა შეგიძლიათ მისი ხასიათის და საყვარელი აქტივობების მიხედვით ან, თუნდაც, სახელის ლამაზი ჟღერადობის გამო. გამოიყენეთ პოზიტიური განმტკიცება თქვენი ძაღლის წვრთნისას და ისინი უმოკლეს დროში ისწავლიან ახალ სახელზე რეაგირებას.

  მას შემდეგ, რაც თქვენი ლეკვისთვის სახელს აარჩევთ, შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივი ვარჯიში. მიმართეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს თავისი ახალი სახელით და ასწავლეთ მასზე რეაგირების მოხდენა დაძახებით და სხვა ბრძანებებით. ძაღლები ჭკვიანი ცხოველები არიან და ოდნავი ძალდატანებით, მოთმინებითა და ჯილდოებით ისინი ძალიან მალე სწავლობენ.