კომპანია დოსტის ლოგო. თათი რომელიც გამოხატავს სახალს, სადაც ადამიანს მისი საყვარელი და ერთგული მეგობარი მოუთმენლად ელოდება. ამ სახლის კარი ყველა ცხოველისთვის ღიაა!
burgerMenu

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ ᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ცხოველების ჯანმრთელობა

  იცით თუ რა უნდა გააკეთოთ, როდესაც თქვენი შინაური ცხოველი ავად არის? ამ სტატიაში წაიკითხავთ პასუხებს კატებისა და ძაღლების პატრონებისგან 7 ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე.

1. ᲜᲝᲠᲛᲐᲚᲣᲠᲘᲐ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲚᲔᲙᲕᲔᲑᲘᲡ ᲓᲘᲐᲠᲔᲐ?

  ახალგაზრდა ლეკვებს დიარეა შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო დაემართოთ, მათ შორის დიეტის შეცვლით ან რაიმე საზიანოს მირთმევით. თუ თქვენს ლეკვს ერთხელ ექნება დიარეა, მაგრამ სხვა მხრივ კარგად არის, შეგიძლიათ მას ჩვეულებრივად შესთავაზოთ საკვები და წყალი და ყურადღებით დააკვირდეთ მათ.

  თუმცა, თუ თქვენი ლეკვი ლეთარგიულია, აქვს კუჭის ძლიერი ტკივილი, აქვს დეჰიდრატაციის ნიშნები, არ მიუღია საკვები ან წყალი 4-6 საათის განმავლობაში, განავალში ემჩნევა სისხლი ან ძალიან მუქი განავალი აქვს, ეს შეიძლება რაიმე უფრო სერიოზულის ნიშანი იყოს. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიიყვანეთ იგი ვეტერინართან.

2. ᲠᲐᲢᲝᲛ ᲙᲝᲭᲚᲝᲑᲡ ᲩᲔᲛᲘ ᲙᲐᲢᲐ?

  კატები კარგად მალავენ ტკივილს, ასე რომ, თუ თქვენი კატა კოჭლობს, ეს უნდა მიიღოთ როგორც ნიშანი იმისა, რომ მას რაღაც სჭირს. ასეთი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში დაიწყეთ თქვენი კატის ნაზად და ყურადღებით შემოწმება შეშუპებაზე, ტკივილსა და ჭრილობებზე, განსაკუთრებით ფეხებზე და თავისა და კუდის გარშემო. 

  თუ თქვენი კატა ავარიაში მოყვა, არ შეუძლია სიარული, ან ღრმა ჭრილობა აქვს დაუყოვნებლივ წაიყვანეთ იგი ვეტერინართან. კატების კოჭლობის სხვა მიზეზები მოიცავს რბილი ქსოვილების დაზიანებებს, მაგალითად, დაძაბული ან დაჟეჟილი კუნთი, მყესი, ან დაზიანებული კლანჭი. მკურნალობა დამოკიდებული იქნება მიზეზზე.

3. ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲥᲕᲡ ᲩᲔᲛᲡ ᲫᲐᲦᲚᲡ ᲒᲐᲛᲣᲓᲛᲔᲑᲣᲚᲘ ᲥᲐᲕᲘᲚᲘ?

  ისევე როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც შეიძლება განუვითარდეთ ალერგია. ამის ნიშნები თათების გადამეტებული ლოკვა, კანის მსუბუქი ან ძლიერი ქავილი, ყურების ანთება და ქავილი, თმის ცვენა და კანის მეორადი ინფექციებია. ალერგია შეიძლება საკვებს უკავშირდებოდეს ან გარემოს მიერ იყოს გამოწვეული. ამის ერთ-ერთი მაგალითი, მტვრის ტკიპების ან მტვერის ალერგიაა. ასეთ დროს პირველი ნაბიჯი იქნება ქავილის სხვა მიზეზების გამორიცხვა, როგორიცაა რწყილი ან ჭია.

  თუ გამომწვევი მიზეზი დიეტაა, ამ დროს რეკომენდებულია საკვების ელიმინაციის პროცესი გამომწვევი მიზეზის დასადგენად. თუ ალერგია გამოწვეულია გარემოთი, შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების მიღება სპეციალურად შემუშავებული შამპუნების გამოყენებასთან ერთად, რომლებიც ძაღლების კანის დასამშვიდებლადაა შექმნილი.

4. ᲠᲐᲢᲝᲛ ᲘᲥᲐᲕᲔᲑᲡ ᲩᲔᲛᲘ ᲙᲐᲢᲐ ᲧᲣᲠᲔᲑᲡ?

  გადაჭარბებული ქავილი და თავის ქნევა, სუნიანი ყურები და ცვილისებრი გამონადენი შეიძლება ყურის ინფექციის ნიშანი იყოს. მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც კატებს ყურის პრობლემები და ინფექციები უვითარდებათ, რაც, ძირითად შემთხვევებში, ძალიან მტკივნეული და უსიამოვნოა. ამ მიზეზებში შედის ზედმეტი ცვილი, ყურის ტკიპა ან ტრავმა, რომელიც თქვენი კატის ფიზიკური დაზიანებისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. მკურნალობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იწვევს პრობლემას. 

5. ᲩᲔᲛᲛᲐ ᲫᲐᲦᲚᲛᲐ ᲨᲝᲙᲝᲚᲐᲓᲘ ᲨᲔᲭᲐᲛᲐ – ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲥᲜᲐ?

  შოკოლადი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას თეობრომინს, რომელიც ძაღლებისთვის ტოქსიკურია, თუნდაც, მცირე რაოდენობით. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენმა ძაღლმა შოკოლადი შეჭამა, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოთ ვეტერინარისგან რჩევა. მათ დასჭირდებათ კაკაოს შემცველობის პროცენტის ცოდნა შოკოლადში, ძაღლის მიერ შეჭმული შოკოლადის რაოდენობა და თქვენი ოთხფეხა მეგობრის წონა. მუქი შოკოლადი უფრო მეტ კაკაოს მყარ ნივთიერებებს შეიცავს, რაც მას უფრო ტოქსიკურს ხდის.

6. ᲩᲔᲛᲘ ᲙᲐᲢᲐ ᲛᲝᲨᲐᲠᲓᲕᲘᲡᲐᲡ ᲘᲫᲐᲑᲔᲑᲐ.

  თუ შეამჩნევთ ცვლილებას თქვენი კატის მოშარდვის ქცევაში, მნიშვნელოვანია, მიმართოთ ვეტერინარს. ეს შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექციის ნიშანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ცისტიტი. სიმპტომები მოიცავს სირთულეებს ტუალეტში, მოშარდვას უჩვეულო ადგილებში, უფრო ხშირად მოშარდვას, შარდში სისხლს და სასქესო ორგანოების გადამეტებულ ლოკვას.

  საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირია საშუალო ასაკის კატებში, რომლებიც ბევრს არ ვარჯიშობენ, მოსასაქმებლად იყენებენ სახლში მქონე კატის ტუალეტს და იკვებებიან მშრალი საკვებით. ცისტიტის შეტევები, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, რომელიც გამოწვეულია მათი რუტინული ცვლილებებით, ან სახლში ახალი კატის მოყვანით.

  მკურნალობა დამოკიდებული იქნება ინფექციის მიზეზზე და შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტებს, სპეციალიზებული საკვებით დიეტის შეცვლას და კატის სტრესის დონის შესამცირებლად გარკვეული ზომების მიღებას.

7. ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲛᲘᲫᲚᲘᲐ ᲒᲐᲕᲐᲠᲙᲕᲘᲝ, ᲐᲥᲕᲡ ᲗᲣ ᲐᲠᲐ ᲩᲔᲛᲡ ᲫᲐᲦᲚᲡ ᲙᲔᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲮᲕᲔᲚᲐ?

  კენალური ხველა ძაღლებში არის საერთო რესპირატორული მდგომარეობა, რომელიც ძალიან გადამდებია და ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გადადება არა მხოლოდ სხვა ძაღლებისგანაა შესაძლებელი, არამედ იგი შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეხვდეს თქვენს ოთხფეხა მეგობარს. კენალური ხველის სიმძიმის შესამცირებლად ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა.

  კენალური ხველის მთავარი ნიშანი ხშირი და მშრალი ხველაა. სხვა სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს ცხვირიდან გამონადენს, მაღალ ტემპერატურას, ლეტარგიას და მადის დაქვეითებას. მკურნალობა ამ სიმპტომებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ძაღლების უმეტესობას უბრალოდ დასვენება და სათუთი მზრუნველობა სჭირდება, მაგრამ ლეკვებს და ხანდაზმულ ძაღლებს შეიძლება ანტიბიოტიკები ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები დასჭირდეთ.