ᲨᲘᲜᲐᲣᲠᲘ ᲤᲠᲘᲜᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲐᲡᲣᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ
ჩიტები შესანიშნავი შინაური ცხოველები არიან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მათ სიტყვების სწავლა შეუძლიათ, თუმცა მათი ყოლის მიზეზი მხოლოდ ის არ უნდა გახდეს, რომ ეს ისინი სასურველ ფრაზებს იმეორებენ. თუთიყუშები ძალიან გასართობი ცხოველები არიან, როდესაც ისინი ლაპარაკს ან სიმღერას იწყებენ, თუმცა ისინი შეიძლება ცოტა უხერხულობის მიზეზი გახდნენ, თუ მათ რაიმე “ცუდი” ფრაზები გაიმეორეს, რაც, თავისთავად, უმჯობესია, რომ თავიდან აიცილოთ.
ფრინველის სახლში ყოლის პირველი წესი არის ფრთხილად ყოფნა, თუ რას ამბობთ მის გარშემო, რადგან ამ არსებას უყვარს იმის გამეორება, რასაც ისმენს, შესაბამისად, იყავით უფრო დაკვირვებულები, რათა ერთ დღეს თქვენმა ფრინველმა ისეთი რამე არ თქვას, რაც გაგაწითლებთ. ბევრი ფრინველი ძალიან სწრაფად სწავლობს ყველაფერს, მაგალითად, აფრიკული რუხი. თუმცა, ამ ბუმბულიან არსებებს შორის მტკიცე ფავორიტი ხუჭუჭა თუთიყუშია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მათ გარშემო ყოფნა ნამდვილად სასიამოვნო გამოცდილებაა. რაც შეეხება ლაპარაკს, ამ პატარა ფრინველებს საკუთარ თავსა და მფლობელებთან ლაპარაკზე მეტად არაფერი უყვართ.
ᲙᲐᲠᲒᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ
ხუჭუჭა თუთიყუშები ძალიან კარგად იმეორებენ ისეთ რამეებსაც კი, რაც რამდენიმე ფრაზას მოიცავს. ცოტა მოთმინებითა და დროით ამ პატარა ჩიტებს შეგიძლიათ ყველანაირი რამის თქმა ასწავლოთ, მაგრამ ბევრად უკეთესია დაიწყოთ მარტივი სიტყვებით, როგორიცაა „გამარჯობა“. რამდენადაც ისინი უფრო თავდაჯერებულები გახდებიან და რეალურად აღმოაჩენენ თავიანთ ხმას, თქვენ შეგიძლიათ მათ უფრო რთული ფრაზებიც გაამეორებინოთ, და დაიმახსოვრეთ, რომ გემრიელი სასუსნავი დიდ როლს ასრულებს, როცა ფრინველს ლაპარაკს ასწავლით.
ᲡᲐᲡᲣᲡᲜᲐᲕᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲐ
ჩვენი ბუმბულიანი მეგობრები ძალიან სწრაფად სწავლობენ რაღაცეებს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ამ პროცესის დროს სასუსნავებს ვიყენებთ. მათთვის კი საყვარელი თრითების მოთხოვნის სწავლება შესანიშნავი გზაა მათი „მეტყველების“ ვარჯიშის დასაწყებად, ამავდროულად, ეს წვრთნის პროცესს უფრო სახალისოს ხდის როგორც თქვენთვის, ასევე – თქვენი ფრინველისთვის. ფრინველების უმეტესობა ნამდვილად აფასებს ისეთ გემრიელ საჭმელებს, როგორებიცაა: ყურძენი, ვაშლი, ბანანი.
ყოველთვის, როცა თქვენს ფრინველს ვაშლის ნაჭერს აძლევთ, სანამ სასუსნავით სიამოვნებას მიაღებინებთ, უთხარით მას სიტყვა “ვაშლი” და მალე ისინი იმის გამეორებას დაიწყებენ, რასაც მოისმენენ. რომელი თრითიც არ უნდა იყოს, თქვენი შინაური ცხოველი მალევე მოგთხოვთ მისთვის საყვარელი კერძის მიცემას, ამიტომ თქვენ მალევე აღმოაჩენთ, თუ რომელი საჭმელი მოსწონთ მას ყველაზე მეტად, რადგან ეს იქნება ის, რასაც ის ყველაზე ხშირად მოგთხოვთ, ან ის სასუსნავი, რომლის თქმაც ყველაზე მეტად გაუმარტივდება.
ფრინველების უმეტესობას უყვარს ქვიშის აბაზანის მიღება და როცა ისინი ბუმბულის გაწმენდის საჭიროებას იგრძნობენ, თქვენ მას ამის მოთხოვაც კი შეგიძლიათ ასწავლოთ. როდესაც ცხელა, ფრინველებსაც უყვართ დასველება, რაც შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ მათ ისეთი სიტყვების თქმა ასწავლოთ, როგორიცაა „დასველება“, რათა იცოდეთ, თუ როდის გააგრილოთ ისინი. ჩიტები ძალიან ჭკვიანი არსებები არიან და ზოგიერთი სახეობა წარმოუდგენლად ხანგრძლივი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში მათ ყველა სახის ხმის გამეორება შეეძლებათ, რაც მოიცავს ბევრნაირ ხმოვან ეფექტს, როგორებიცაა: მობილური ტელეფონის ზარი, მანქანის სიგნალიზაცია, კარის ზარი, ტელევიზიით ან რადიოთი გაგებული ხმები და ა.შ.
ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲤᲠᲘᲜᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲐᲦᲐᲪᲔᲔᲑᲘᲡ ᲡᲬᲐᲕᲚᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვების ძალიან მკაფიოდ წარმოთქმა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ თანხმოვანს ფრინველები ფიზიკურად ვერ ამბობენ, რადგან ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენს ბუმბულებიან მეგობრებს ტუჩები არ აქვთ. ხანხადახან ეს ფაქტი მათ უფრო საყვარელსაც ხდის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი ისეთი სიტყვების გამეორებას ცდილობენ, რომლებიც ბ ან მ-ზე იწყება. თუმცა, როდესაც ფრინველებს რამის გამეორებას ასწავლით, არსებობს გარკკვეული ხმები, რომლის წარმოთქმაც თავიდან უნდა აიცილოთ. ასეთი ხმებია: ჩურჩული, რომლისაც ჩიტებს საკმაოდ ეშინიათ და სიტყვები, რომლებიც რაიმე “შშ”-ს შემცველ ბგერას მოიცავს. ამგვარი ხმაც ხშირად აშინებთ ფრინველებს.
ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲐ
ბუმბულიანი მეგობრის სახლში ყოლა შეიძლება ძალიან სახალისო გამოცდილება იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ისინი სხვადასხვა ფრაზების გამეორებას სწავლობენ. ჩიტები ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან და ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ ახალს, სწორედ ეს ხდის მათი სწავლების პროცესს სასიამოვნოს, მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ, თუ რას ამბობთ შინაური ფრინველების გარშემო, რადგან მათ შეიძლება უბრალოდ გაიმეორონ ის, რაც არ გინდოდათ, რომ გაეგოთ, რამაც შეიძლება მომავალში უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ.